Tuesday, September 10, 2013

ფრაგილური X-სინდრომი


ფრაგილური X–სინდრომი წარმოადგენს ძალიან გავრცელებულ X–შეჭიდულ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია არასტაბილური განმეორებადობის ექსპანსიით. დაავადების მატარებელ ინდივიდს ახასიათებს გონებრივი ჩამორჩენილობა, დასწავლის უნარის დაქვეითება..




ფრაგილური X–სინდრომის დროს ხდება FMR-1 გენის მონაკვეთში CGG-თანმიმდევრობის  ექსპანსია.

ნორმაში, CGG-თანმიმდევრობის განმეორებათა რაოდენობა 60–ზე ნაკლებია.
60–დან 200–მდე განმეორების მქონე ინდივიდის შემთხვევაში გვაქვს დაავადების შუალედური, პრემუტაციური ფორმა.

სრული ფრაგილური X–სინდრომის შემთხვევაში კი CGG-თანმიმდევრობის განმეორებადობის რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.


No comments:

Post a Comment