Friday, September 6, 2013

სუნთქვის სიხშირის განსაზღვრა



სუნთქვის სიხშირე არის სუნთქვის სრული ციკლის (ერთი ჩასუნთქვა და ერთი ამოსუნთქვა) რაოდენობა, რომელსაც ადამიანი ახორციელებს 1 წუთის განმავლობაში.  მოზრდილი ადამიანის სუნთქვის სიხშირე ნორმაში არის 12-20 სუნთქვითი მოძრაობა წუთში.


პროცედურის თანმიმდევრობა:

1. დაიბანეთ ხელი (იხ.პროტოკოლი „ხელის დაბანა ჩვეულებრივი წესით“)

2. მოამზადეთ საჭირო აღჭურვილობა: წამზომიანი საათი, საწერი კალამი და  შესაბამისი დოკუმენტაცია მონაცემის დასაფიქსირებლად


3. შეეცადეთ დაიცვათ  პაციენტის პრივატულობა, მაგალითად: დახურეთ პალატის კარები ან ჩამოაფარეთ ფარდა, შირმა

4. თუ შესაძლებელია, პაციენტს შეურჩიეთ მისთვის კომფორტული პოზიცია მჯდომარე, ან ზურგზე მწოლიარე, საწოლის თავი წამოსწიეთ 45 ან 60°-ით

5. თუ პაციენტმა შეიტყო, რომ სუნთქვის სიხშირის დათვლას აპირებთ, უნებურად შეიძლება შეცვალოს მისი სიხშირე და სიღრმე, ამიტომ გადაიტანეთ მისი ყურადღება:  ამისათვის -  პაციენტს მოკიდეთ ხელი მაჯაზე, მოათავსეთ ეპიგასტრიუმის მიდამოში და მოემზადეთ ვითომ პულსის დასათვლელად 

* შეგიძლიათ ასეთ პოზიციაში ჯერ დათვალოთ პულსი და შემდეგ სუნთქვის სიხშირე


6. დააკვირდით მუცლის / გულმკერდის მოძრაობას; ერთ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა შეადგენს სუნთქვის ერთ ციკლს

7. გამოიყენეთ წამზომიანი საათი. დაითვალეთ სუნთქვის სიხშირე 1 წუთის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუნთქვა არარეგულარულია 

* რეგულარული სუნთქვის რითმის შემთხვევაში შესაძლებელია დაითვალოთ 30 წამის განმავლობაში და მიღებული მონაცემი გაამრავლოთ 2-ზე



8. შეავსეთ დოკუმენტაცია - დააფიქსირეთ მიღებული მაჩვენებელი და მოაწერეთ ხელი

მონაცემთა დოკუმენტირება იძლევა პაციენტის სუნქთვის სიხშირის თანმიმდევრული შეფასებისა და მონიტორინგის  საშუალებას

* ხელის მოწერა პროფესიული პასუხისმგებლობაა

დაიბანეთ ხელი (იხ. პროტოკოლი „ხელის დაბანა ჩვეულებრივი წესით“) 



No comments:

Post a Comment