Friday, September 6, 2013

გამეტოგენეზი: სპერმატოგენეზი, ოოგენეზი. განაყოფიერება

სპერმატოგენეზიც  და  ოოგენეზიც  მოიცავს მეიოზურ გაყოფებს, თუმცა მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი: 

 სპერმატოგენეზი 

სპერმატოზოიდები  ფორმიდება სათესლის ჯირკვლის მილაკებში, რომლებიც ამოფენილია სპერმატოგონიუმებით. 

სპერმატოგონიუმების მრავალჯერადი მიტოზური გაყოფის შედეგად ფორმირდება პირველადი სპერმატოციტები, რომლებიც განიცდიან  პირველ  მეიოზურ გაყოფას და ყალიბდება მეორე რიგის სპერმატოციტები. ისინი სწრაფად გაივლიან მეორე მეიოზს და თითოეულიდან ორი  სპერმატიდა  ფორმირდება. სპერმატიდები დიფერენცირებას განიცდიან შემდგომი დაყოფის გარეშე და ჩამოყალიბდებიან სპერმატოზოიდებად.



ადამიანში მთლიანად ამ პროცესს 64 დღე სჭირდება.  ეაკულატი 200.000–მდე სპერმატოზოიდს შეიცავს. გამოთვლილია, რომ მამაკაცი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით  10(ხარისხად12) სპერმატოზოიდს წარმოქმნის, რაც რამდენიმე ასეულ მიტოზურ გაყოფას მოიცავს.


 ოოგენეზი 

ოოგენეზი პრენატალურ პერიოდში იწყება. კვერცხუჯრედის განვითარება ხდება საკვერცხის ქერქოვანი უჯრედებიდან, რომლებსაც ოოგონიუმები ეწოდება. თითოეული ოოგონიუმი განვითარებადი ფოლიკულის ცენტრალურ უჯრედს წარმოადგენს. პრენატალური განვითარების დაახლოებით მესამე თვისთვის ემბრიონის ოოგონიუმებიდან ვითარდება პირველადი ოოციტები. 


დაბადების მომენტისთვის საკვერცხეებში რამდენიმე მილიონი ოოციტია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი დეგენერაციას განიცდის და საბოლოოდ 400 მათგანი მომწიფდება.  დაბადების მომენტისთვის I პროფაზაში პირველი რიგის ყველა ოოციტი შედის და მისი ნაწილი, რომელიცგადაურჩებადეგენერაციას, ათწლეულების მანძლზე რჩება ამ სტადიაზე, მანამ სანამ ოვულაცია კიდევ რჩება ქალის მენსტრუალური ციკლის ნაწილად.
ინდივიდუალური ფოლიკულების მომწიფება ქალის სქესობრივი მომწიფების ასაკიდან იწყება. მომწიფების პერიოდში პირველი რიგის ოოცოტი ორჯერ იყოფა. შედეგად მიიღება მეორე რიგის ოოცოტი  და  I მიმართულებითი სხეულაკი. შემდეგ მაშინვე იწყება II მეიოზი, რომელიც დასწრულდება მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება განაყოფიერება. შედეგად მიიღება განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და მეორე მიმართულებითი სხეულაკი


 განაყოფიერება 

კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ჩვეულებრივ, ფალოპის მილში, ოვულაციის მომენტიდან ერთ ან რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს. ერთი სპერმატოზოიდის კვერცხუჯრედში შეღწევის შემდეგ იწყება ბიოქიმიურ ცვლილებები, რაც ხელს უშლის სხვა სპერმატოზოიდების უჯრედში შეჭრას. განაყოფიერების შემდეგ მეორეული მიმართულებითი სხეულაკის ფორმირებით დასრულდება II მეიოზი.


განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდის ქრომოსომებით წარმოქმნის პრონუკლეუსს, რომელიც ბირთვული მემბრანითაა შემოსაზღვრული. განაყოფიერებისთანავე დიპლოიდური ზიგოტის ქრომოსომები რეპლიცირებენ და ზიგოტა (ბერძნ. zygote „შეწყვილებული“) მიტოზურ დაყოფას დაიწყებსიწყება დანაწევრება და ხდება ემბრიონის განვითარების ინიციაცია. სტადიებს და ხანგრძლივობას “მენსტრუალური ასაკით” განსაზღვრავენ, რომელიც ქალის ბოლო მენსტრუალური პერიოდიდან აითვლება.



No comments:

Post a Comment