Saturday, September 7, 2013

“CAAT” და “TATA” ბოქსი; ტრანსკრიფციის ინიციაცია





ფუნქციური ელემენტები ურთიერთმოქმედებენ ტრანსკრიფციის ფაქტორებთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრომოტორული თანამიმდევრობა არის ადენინითა და თიმინით მდიდარი კონსერვირებული უბანი “TATA” ბოქსი, რომელიც ტრანსკრიფციის სასტარტო საიტის წინ მდებარეობს და მნიშვნელოვანია ტრანსკრიფციის სასტარტო ადგილის განსაზღვრისას. ასეთი უბანი (5′UTR) შეიძლება გაცილებით გრძელი იყოს და მასში ჩართული იყოს ერთი ინტრონი. კიდევ ერთი კონსერვირებული თანამიმდევრობაა “CAAT” ბოქსი. გენები, რომლებიც უმრავლეს ქსოვილში განუწყვეტლივ ექსპრესირებენ, მოკლე–ბული არიან “CAT” და “TATA” ბოქსებს, რაც უფრო ტიპურია ქსოვილსპეციფიკური გენებისათვის. ტრანსკრიპციის მაინიცირებელ უბანს პრომოტორი ეწოდება.

No comments:

Post a Comment