Saturday, September 7, 2013

თანდაყოლილი დეფექტები – მანკები; დეფორმაციები; დესტრუქციები



თანდაყოლილი დეფექტი – არის ანომალია, რომელიც დაბადებიდანვე გამოხატულია ორგანოების
ან სხვა სტრუქტურების განვითარების დეფექტის სახით.
ახალშობილების სიკვდილიანობის მიზეზთა ნახევარზე მეტი, სწორედ თანდაყოლილი ანომალიაა.

დისმორფოლოგია – სწავლება თანდაყოლილი დარღვევების შესახებ. დისმორფოლოგები თანდაყოლილ დარღვევებს 3 ძირიტად კატეგორიად ყოფენ. ესენია:

1) მანკები (სიმახინჯეები)
2) დეფორმაციები
3) დესტრუქციბი

განვიხილოთ თითოეული მათგანი

მანკები – მანკების გამომწვევი მიზეზებია ქრომოსომული დისბალანსი და ერთეული გენების მუტაციები, რომლებიც ემბრიონის განვითარების პროცესში ვითარდება.

მაგ: გრეგის ცეფალოპოლისინდაქტილია ერთ–ერთი მანკია, რომელიც  დამატებითი თითების არსებობით ხასიათდება.

ზოგიერთი მანკი მემკვიდრეობით გადადის აუტოსომურ–დომინანტური ფორმით. მაგ: აქონდროპლაზია, ანუ ვაარდენბურგის სინდრომი.

დეფორმაციები გამოიწვევა გარეგანი ფაქტორების მოქმედებით, რაც განვითარების პერიოდში ფიზიკურად აისახება ნაყოფზე. დაბადებისას გამოვლენილ დეფორმაციატა უმეტესობა შესაძლებელია თავისთავადაც გასწორდეს; ზოგჯერ კი ბავშვს მკურნალობენ გარეგანი საფიქსაციო დანადგარებით და სხვა.

დესტრუქციბი გამოიწვევა ნაყოფის ამა თუ იმ ნორმალური ქსოვილის დაშლით. დესტრუქციების მკურნალობა რთულია, რადგან ისინი, ნორმალური ქსოვილის ფაქტობრივ დაკარგვასთანაა დაკავშირებული. დესტრუქციები შეიძლება გამოიწვიოს:

  • სისხლძარღვოვანმა უკმარისობამ
  • ტრამვამ
  • ტერატოგენებმა


მაგ: ამნიონის დესტრუქცია ამ ტიპის დარღვევას მიეკუთვნება. ამ დროს ხდება ნაყოფის კიდურის ნაწილობრივი ამპუტაცია.

No comments:

Post a Comment