Saturday, September 7, 2013

fitness-ფაქტორი


ბევრი  დარღვევის  შემთხვევაში,  გამოავლენს თუ არა დარღვევა ოჯახში კარგად გამოხატულ მემკვიდრულობის ნიშნებს, დამოკიდებულია დაავადებული ინდივიდის გამრავლების უნარზე.
ცნება
  შემგუებლობა  იგივე   fitness-ფაქტორი ასახავს

ავადმყოფის მდგომარეობის გავლენას
რეპროდუქციის უნარზე. fitness-ფაქტორი განისაზღვრება რეპროდუქციულ ასაკს მიღწეული დაავადებული ინდივიდების შთამომავლობის რიცხვის შეფარდებით საკონტროლო ჯგუფის შესაბამის მაჩვენებელთან. შემგუებლობა არ არის ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობის საზომი. მაგ: ზოგიერთი დარღვევის დროს ავადმყოფს შეიძლება ჰქონდეს ნორმალური მენტალური შესაძლებლობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ მისი შემგუებლობის მაჩვენებელი 0–ის ტოლი იყოს, რადგან დარღვევა უშუალოდ მის რეპროდუქციის უნარზე მოქმედებდა. სხვა შემთხვევაში, მძიმე ავადმყოფობის გამომწვევ გენეტიკურ დარღვევას შესაძლოა ჰქონდეს ნორმალური შემგუებლობის მაჩვენებელი, რადგან დაავადება გვიანი რეპროდუქციული ასაკიდან ვითარდება.


No comments:

Post a Comment