Saturday, September 7, 2013

ალელთა ურთიერთგამორიცხვა




ალელთა ურთიერთგამორიცხვა  გულისხმობს იმას, რომ ორი ალელიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს ექსპრესირდება. უმრავლეს შემთხვევაში ორივე ასლი ექსპრესირდება ხოლმე.
მონოალელური ექსპრესიის მაგალითს  OR  გენური ოჯახი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში
თითოეულ ნეირონში ერთი OR  გენის მხოლოდ ერთი ალელი ექსპრესირდება;  OR ოჯახის რამდენიმე ასეული სხვა ასლი კი რეპრესირებული რჩებაიმუნოგლობულინის,  TCR-ის და  OR  ლოკუსების შემთხვევაში, ალელური ურთიერთგამორიცხვისას არჩევანი, თუ რომელი ალელი უნდა ექსპრესირდეს, დამოკიდებული არ არის მის მშობლიურ წარმომავლობაზე;

იგივე ითქმის იმ გენებზეც, რომლებიც ქალებში  X  ქრომოსომასთან ერთად განიცდიან ინაქტივაციას, სხვადასხვა უჯრედში შესაძლებელია დედისეული ან მამისეული ასლის ექსპრესირება. ეს განასხვავებს ალელურ ურთიერთგამორიცხვას გენომური იმპრინტინგისაგან, რომლის დროს ექსპრესიისათვის ალელის შერჩევა მთლიანად დამოკიდებულია ალელის მშობლიურ წარმომავლობაზე.

No comments:

Post a Comment