Saturday, September 7, 2013

გენთა ბიბლიოთეკები; ბიბლიოთეკების სკრინინგი ნუკლეინის მჟავას ჰიბრიდიზაციის ზონდების გამოყენებით


ბიბლიოთეკები – რეკომბინანტი კლონების კოლექცია. ბიბლიოთეკა შეიძლება შეიცავდეს საწყისი უჯრედის ქსოვილის ან ქრომოსომის მთლიან დ.ნ.მ.-. თუკი კლონების კოლექცია საკმაოდ დიდია, დასაშვებია, რომ ის, თეორიულად მაინც, შეიცავდეს გენომში არსებულ ყველა თანამიმდევრობას, მათ შორის საწყისი დ.ნ.მ.-ის წყაროსაც.

გენომური ბიბლიოთეკები - შეიცავს გენომურ დ.ნ.მ.-, რომელიც მიიღება შესაბამისი რესტრაქციული ფერმენტების გამოყენებით.

კომპლემენტარული დნმ  სპეციფიკური ფერმენტის  დნმ პოლიმერაზას საშუალებით მიღებული სინთეზური დ.ნ.მ.

კომპლემენტარული დნმ-ის  (-დნმ-ის)  ბიბლიოთეკები –  გამოიყენება გენების მისაღებად. ის წარმოადგენს  . რნმ-ის პოპულაციის კომპლემენტარული დნმ-ის ასლებს.

-დნმ-ის ბიბლიოთეკებს გენომურ ბიბლიოთეკებთან შედარებით ერთგვარი უპირატესობა აქვთ, რადგან:

1.-დნმ შეიცავს გენის მხოლოდ ეგზონებს, ანუ თავისუფალია ინტრონებისა და პრომოტორული უბნებისგან.

2.-დნმ-ის ნაკრებები, რომლებიც ერთეული გენის ტრანსკრიპტებს  წარმოადგენენ, შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან

3. წყაროდ რნმის გამოყენება მნიშვნელოვნად ამდიდრებს მოცემული გენიდან წარმოშობილ თანამიმდევრობათა რიგებს. მაგ:  βგლობინის გენი ადამიანის გენომურ ბიბლიოთეკაში 1 ცალად არის წარმოდგენილი, ხოლო დნმის ბიბლიოთეკა კლონების საუკეთესო წყაროა βგლობინის გენის დნმის გამოსაყოფად.

ბიბლიოთეკების სკრინინგი ნუკლეინის მჟავას ჰიბრიდიზაციის ზონდების გამოყენებით – მას შემდეგ, რაც შეიქმნება ბიბლიოთეკა, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს ჩვენთვის საინტერესო თანამიმდევრობის მატარებელი კლონის იდენტიფიკაცია, სხვა მილიონობით კლონს შორის. და სწორედ აი ამ საჭირო დ.ნ.მ.ის ჩანართის მატარებელი კლონის იდენტიფიკაციის პროცესს ეწოდება  ბიბლიოთეკის სკრინინგი, რომლის დროსაც ხშრად გამოყენება ნუკლეინის მჟავას ჰიბრიდიზაციის მეთოდი


No comments:

Post a Comment