დნმ-ის მატრიცადან რნმ-ის სინთეზს ტრანსკრიფცია ეწოდება. ამ რნმ-ს კი ინფორმაციული რნმ (ი-რნმ). გადაიწერება არა მთლიანი მოლეკულა, არამედ მხოლოდ ერთი გენი. ტრანსკრიფციის დაწყებას უზრუნველყოფს რნმ-პოლიმერაზა. ი-რნმ–ის სინთეზი 5′–3′ მიმართულებით ხდება, მაშინ, როცა ტრანსკრირებადი გენის წაკითხვა 3′–5′ მიმართულებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 5′–3′ მიმართულების ჯაჭვს არატრანსკრირებად ძაფს უწოდებენ, ხოლო 3′–5′ მიმართულებისას ტრანსკრირებადს.
ვინდაიდან და რადგანაც, სინთეზირებული ი-რნმ პოლარობით და ფუძეთა მიმდევრობით (ერთი განსხვავებით, რომ თიმინი (T) აქ ჩანაცვლებულია ურაცილით (U)) შეესაბამება 5′–3′ მიმართულების ნუკლეოტიდურ ჯაჭვს, მას ”მაკოდირებელ” ძაფს ან დნმ-ის ”სენს ძაფს” (შინაარსიან ძაფს) უწოდებენ. დნმ-ის არატრანსკრირებად 3′–5′ მიმართულების ჯაჭვს კი ”არამაკოდირებელ” ან ”ანტი-სენს ძაფს” (უშნაარსო ძაფს).
ტრანსკრიფცია გრძელდება მანამ, სანამ არ გადაიწერება როგორც ინტრონები, ასევე ეგზონები და დასრულდება ქრომოსომის უბანში, რომელიც საბოლოო ჯამში მომწიფებული ი-რნმ–ის 3′ ბოლოს შეესაბამება.
ტრანსლაცია
ი-რნმ–ს ინფორმაცია ბირთვიდან ციტოპლაზმაში მიაქვს, სადაც მისი თანამიმდევრობა დეკოდირდება, ანუ განიცდის ტრანსლაციას. ტრანსლაცია ციტოპლაზმურ ორგანელებზე - რიბოსომებზე მიმდინარეობს. რობოსომა შედგება მრავალი სხვადასხვა სახის სტრუქტურული ცილისგან და მასთან ასოცირებული სპეციალიზებული რნმ-ისგან, რომელსაც რიბოსომული რნმ (რ-რნმ) ეწოდება. ტრანსლაციაში მონაწილეობს კიდევ მესამე ტიპის, ე.წ. ტრანსპორტული რნმ (ტ-რნმ). მისი ფუნქციაა მიაცუნცულოს ამინომჟავა რნმ-ის მატრიცის სათანადო უბანთან, სადაც მოხდება მისი ჩართვა მზარდ პოლიპეპტიდურ ჯაჭვში.

პოლიპეპტიდური ჯაჭვი, რომელიც პირველადი ტრანსლაციის პროდუქტია, დაიხვევა, წარმოქმნის ქიმიურ ბმებს და ფორმირდება სამგანზომილებიან სტრუქტურად. ამას ეწოდება პოსტტრანსლაციურ მოდიფიკაცია, ანუ პოსტტრანსლაციური პროცესინგი.
კეპირება და პოლიადენილიზაცია

კეპირება და პოლიადენილიზაცია უზრუნველყოფს რნმ-ის სტაბილურობას და პროტექციას.
რნმ-სპლაისინგი; ალტერნატიული სპლაისინგი
ტრანსკრიპციის შემდეგ წარმოიქმნება პრე-ინფორმაციული რნმ. იგი ჯერ კიდევ საჭიროებს გარკვეულ მოდიფიკაციას. ი-რნმ-ის ფუნქციური აქტივობისთვის საჭიროა მხოლოდ ეგზონების კოდი, ამიტომ ხდება მისგან ინტრონების კოდის ამოჭრა. ამას რნმ-ის სპლაისინგი ეწოდება. ამოჭრის შემდეგ ხდება დარჩენილი ი-რნმ-ის ნაწილების – ეგზონების შეერთება.
შესაძლებელია სპლაისინგი სხვადასხვა გზებით წარიმართოს, რაც ეგზონების სხვადასხვაგვარ შეკავშირებასა და ინტრონზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს გულისხმობს. ეს გახლავთ ალტერნატიული სპლაისინგი.
ცენტრალური დოგმა: დნმ→რნმ→ცილა
დნმ-ი ➺ განსაზღვრავს რნმ-ის სინთეზს და მის ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობას.
რნმ-ი ➺ ცილების სინთეზს და ამინომჟავების თანამიმდევრობას.
სპეციფიკური ცილები ➺ მონაწილეობენ დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზსა და მეტაბოლიზმში.
ინფორმაციის ამ სახით გადაცემას ცენტრალური დოგმა ეწოდება.
No comments:
Post a Comment