Saturday, September 14, 2013

ნაზოგასტრალური ინტუბაცია



ჩვენება:
1. ლაბორატორიული და სამკურნალო მიზნები
2. მედიკამენტების შეყვანა
3. ოპერაციის წინ, კუჭის ლავაჟი
4. ტრამვის დროს ღებინების და ასპირაციის პრევენცია
5. ენტერალური კვება
6. კუჭის დეკომპრესია

უკუჩვენება:
1.სახის მრავლობითი დაზიანება, განსაკუთრებით ცხავის ძვლის მოტეხილობის დროს 
(რათა არ მოხდეს ზონდის თავის ტვინში პენეტრაცია), ამ დროს უნდა მოხდეს 
ოროფარინგეალური ინტუბაცია.
2. კოაგულოპათია
3. ნაზალური ობსტრუქცია ან ახლო წარსულში გადატანილი ქირურგიული ჩარევა ცხვირზე

გართულებები:
1. ასპირაცია
2. ღებინების გამოწვევა
3. ენდოტრაქეალური ინტუბაცია
4. ინტრაკრანიალური ინტუბაცია

აღჭურვილობა:



ნაბიჯი 
თუ პაციენტი გონზეა აუხსენით პროცედურის არსი და მიზანი

ნაბიჯი 
მოიტანეთ აღჭურვილობა

ნაბიჯი 
აღნიშნული აღჭურვილობა მოათავსეთ საპროცედურო მაგიდაზე
           

ნაბიჯი 
პაციენტი წამოსვით. უგონო პაციენტის შემთხვევაში თავის წამოწევა ხდება 45 გრადუსით.


ნაბიჯი 
დაიბანეთ ხელი ანტიბაქტერიული საპნით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით.
ჩაიცვით არასტერილური ხელთათმანი.



ნაბიჯი 
შეამოწმეთ ნაზოგასტრალური ზონდის სიგრძე
კუჭისმხრივი ბოლო მოათავსეთ პაციენტის ცხვირის წვერთან და გადაზომეთ მილზე 
მანძილი ყურის ბიბილომდე, ყურის ბიბილოდან მახვილისებრ მორჩამდე, დააფიქსირეთ
მიღებული ნიშნული (თითებით) და დაუმატეთ 15სმ. ასე მიიღებთ ინტუბაციის სასურველ ზომას.


ნაბიჯი 
კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ნესტოები დეფორმაციასა და ობრტრუქციაზე



ნაბიჯი 
ტკივილის შესამსუბუქებლად, ასევე მანიპულაციის გასაადვილებლად საჭიროა ნესტოს
ლუბრიკაცია, ან უშუალოდ ზონდის გაპოხვა. შეგვიძლია გამოვიყენოთ ლიდოკაინის
აეროზოლიც. ლიდოკაინის გამოყენებამდე შეაფასეთ პაციენტის ალერგიული განწყობა

ნაბიჯი 
მილის შეყვანა ხდება მსუბუქი ზეწოლით და სწრაფად




ნაბიჯი 
სთხოვეთ პაციენტს დაიწყოს ყლაპვა შეგიძლიათ მიაწოდოთ წყალი



ნაბიჯი 
თუ შეგხვდათ წინააღმდეგობა, ნუ გამოიყენებთ ძალას.
მოახდინეთ ზონდის როტაცია და ნაზად ადმინისტრირება.

ნაბიჯი 
შეიყვანეთ ზონდი დანიშნულ ზომამდე



ნაბიჯი  
შემოწმება. ზონდის ჩადგმის შემდეგ სწორი ლოკალიზაცია აუცილებლად უნდა დადასტურდეს.
1. მილში შეიყვანეთ ჰაერი და ფონენდოსკოპით მოისმინეთ კუჭის არე. 
2. შემოწმებისთვის ასევე გამოიყენება კუჭის შიგთავსის ასპირაცია.


ნაბიჯი 
ფიქსაცია ლეიკოთი, ისე, რომ არ მოხდეს ნესტოზე ძლიერი ზეწოლა

ნაბიჯი  
ნ.გ.ზ მიუერთეთ რეზერვუარს.


d a i m a x s o v r e T:
Tu SeamCnieT cvlilebebi pacientis respiratorul statusSi, zondi daixveva piris RruSi an pacients autydeba xvela _  saswrafod gamoiReT zondi!!!

1 comment: