კარდიოლოგია, პულმონოლოგია

კარდიოლოგია

 1. ეკგ საფუძვლები 
ეკგ გადაღების ტექნიკა.
ეკგ განხრები: სტანდარტული, ვილსონის ერთპოლუსიანი გაძლიერებული, გულმკერდის განხრები
ნორმალური ეკგ: ძირითადი კბილები – P, Q, R, S, T. P-Q ინტერვალი, S-T სეგმენტი.
გულის ელექტრული ღერძის მდებარეობის განსაზღვრა.
წინაგულების და პარკუჭების ჰიპერტროფიის ნიშნები
ელექტროკარდიოგრაფიული ანალიზი

 2. არტერიული ჰიპერტენზია 
პირველადი არტერიული ჰიპერტენზია, ანუ ესენციური ჰიპერტენზია. ეპიდემიოლოგია.
კლასიფიკაცია – ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების, ამერიკის მაღალი
წნევის პრევენციის, დიაგნოსტიკის და შეფასების გაერთიანებული
კომიტეტის კლასიფიკაციები.
არტერიული წნევის რეგულაციის ფიზიოლოგიური მექანიზმები, არტერიული
ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგია.
კლინიკა, მიმდინარეობა, ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები, ცნება სამიზნე
ორგანოების შესახებ.
სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზია.
არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციალური დიაგნოზი.
პროფილაქტიკა; მკურნალობის პრინციპები: არამედიკამენტური და
მედიკამენტური მკურნალობა ფაქტებზე დამყარებული მედიცინის ჭრილში.
არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები, ჰიპერტონული კრიზი.

არტერიული ჰიპერტენზიის კლინიკის განხილვა კონკრეტული პაციენტის მაგალითზე. რისკის ხარისხის შეფასება, დაავადების სიმპტომების შეფასება – სამიზნე ორგანოების დაზიანების რისკის და სიმპტომთა შეფასება. გამოკვლევის გეგმის შემუშავება, დიაგნოსტიკური ალგორითმის აგება, ინსტრუმენტულ გამოკვლევათა მონაცემების შესწავლა. პირველადი და სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენციალური დიაგნოსტიკა.
ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატთა ჯგუფები, მათი მოქმედების მექანიზმი. ბოლო წლებში ჩატარებული მულტიცენტრული პლაცებოკონტროლირებადი კვლევების მონაცემები.
გადაუდებელი დახმარების პრინციპები ჰიპერტონული კრიზის დროს.

 3. სიმპტომური ჰიპერტენზიების გამორიცხვით ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა 
ავადმყოფთა კონკრეტულ მაგალითებზე სიმპტომურ ჰიპერტენზიათა დიაგნოსტიკა - დიაგნოსტიკური ალგორითმის აგება. ანტიჰიპერტენზიულ საშუალებათა ჯგუფები. გადაუდებელი დახმარება ჰიპერტონული კრიზის დროს.

 4. კორონარულ არტერიათა დაავადება 
სტაბილური სტენოკარდია
ეპიდემიოლოგია: ასაკი, სქესი
რისკ-ფაქტორები: დისლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ოჯახური ისტორია ადრე ასაკში აღმოცენებულ კორონარულ არტერიათა დაავადებაზე; ჰიპერტენზია; პერსონალური, ცხოვრებისეული ფაქტორი: სიგარეტი; ფიზიკური აქტივობა; სიმსუქნე; ათეროგენული დიეტა; პოსტმენოპაუზური სტატუსი
პათოლოგია. ათეროსკლეროზული დაზიანების მორფოლოგია: ინტიმის დიფუზური გასქელება. ცხიმოვანი დაზიანება: ცხიმოვანო ზოლები, ცხიმოვანი ლაქები და ფოლაქები.
იშემიის ეფექტი კარდიომიოციტზე: მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების განმსაზღვრელი ფაქტორი – დიდი: მარცხენა პარკუჭის კედლის წნევა; ინოტროპული მდგომარეობა; გულისცემის სიხშირე. მცირე – ბაზალური მეტაბოლიზმი; მოქმედების პოტენციალთა გენერაცია; კალციუმის შთანთქმა და  გამოთავისუფლება
იშემიის ეფექტი კარდიომიოციტის ფუნქციაზე – კონტრაქტილური ფუნქცია: სისტოლური; დიასტოლური; აღდგენა რეპერფუზიის შემდეგ; ბიოქიმიური ცვლილებები იშემიზირებულ მიოკარდიუმში: AთP პროდუქცია; მეტაბოლიტების აკუმულაცია. კონტრაქტილური უკმარისობის მექანიზმი იშემიის დროს: მექანიკური და ელექტრული ცვლილებები; ბიოქიმიური ცვლილებები (AთP, არაორგანული ფოსფორი, აციდოზი); კარდიომიოციტის სტანინგი და ჰიბერნაცია
კლასიფიკაცია. სტენოკარდიის სახეები. სტაბილური სტენოკარდიის კანადის კლასიფიკაცია
ფაქტორები, რომლებიც აპროვოცირებენ ანგინურ შეტევას - მიოკარდიუმზე ჟანგბადის მოთხოვნილების გაზრდა: დატვირთვა, შფოთვა, სიცივე, საკვები. ქრონიკული პასუხი მიოკარდიუმის იშემიაზე: კოლატერალები, კარდიომიოციტის
ჰიბერნაცია და სტანინგი, ტუმბოს ფუნქციის ცვლილება, შექცევადი და შეუქცევადი ცვლილებები; კორონარული სპაზმი და ვაზომოტორული ალტერაცია
კლინიკური შეფასება – ტკივილი გულმკერდში. ხასიათი, მაპროვოცირებელი ფაქტორი, ინტენსივობა, ლოკალიზაცია,ხანგრძლივობა. კლინიკური სინდრომი: დაძაბვის ანგინა, არაადექვატური კორონარული ვაზოდილატაციის სინდრომი, რეფრაქტერული ანგინა, ვაზოსპასტიური ანგინა. გულმკერდის ტკივილის დიფერენციალური დიაგნოზი. ქოშინი, სინკოპე, მუნჯი იშემია.
დიაგნოზი – კარდიოვასკულური კვლევა: პულსი; არტერიული წნევა; გულის ხმიანობა; შუილი. დიფერენციული დიაგნოზი. დატვირთვის ტესტი; 24 საათიანი ეკგ მონიტორირება. შრატის მარკერები მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსარიცხად; ექოკარდიოგრაფია, რადიონუკლიდური კვლევა; კორონაროანგიოგრაფია;
მკურნალობა – ანგინური შეტევის პროფილაქტიკა და მკურნალობა; მიოკარდიუმის იშემიის შემცირება; თანმხლები დაავადების პროგრესირების პროფილაქტიკა; გულის სტრუქტურის და ფუნქციის შენახვა. ბეტა ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ ინჰიბიტორები, ანტიაგრეგანტები, ანტიკოაგულანტები, ლიპიდთა დონის შემამცირებელი პრეპარატები, ნიტრატები. პერკუტანული კორონარული ინტერვენცია. აორტო და მამაროკორონარული შუნტირება.


 5. მწვავე კორონარული სინდრომი. არასტაბილური სტენოკარდია 
დეფინიცია. მდგომარეობები, რომლებიც აერთიანებს ამ მდგომარეობას (მიოკარდიუმის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით, მიოკარდიუმის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე, არასტაბილური სტენოკარდია)
პათოგენეზი: ათეროსკლეროზული ფოლაქის ანთება, ეროზია და დაშლა, კორონარული არტერიების თრომბოზი და მიკროემბოლია, კორონარული ვაზოკონსტრიქცია.
კლინიკური სურათი
დიაგნოზი: ანამნეზი, ეკგ, ექოკგ, რადიონუკლიდური კვლევა, კორონარული ანგიოგრაფია, ანგიოსკოპია და ინტრაკორონარული ულტრასონოსკოპია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა: მედიკამენტური, ქირურგიული

 6.  მიოკარდიუმის ინფარქტი 
დეფინიცია
რისკის ფაქტორები
ეტიოლოგია
პათოგენეზი: ათეროსკლეროზული ფოლაქის დაშლა, თრომბოზი, ვაზოკონსტრიქცია, კოაგულაციური სისტემის, პროსტაგლანდინების ცვლის, კალიკრეინ-კინინური სისტემის ფუნქციების დარღვევა, სიმპათიკო-ადრენალური სისტემის და თირკმელზედა ჯირკვლის გლუკოკორტიკოიდული სისტემის ფუნქციის აქტივაცია, რაას-ის აქტივაცია, მეტაბოლური დარღვევები.
პათოფიზიოლოგია: სისტოლური ფუნქციის დარღვევა, დიასტოლური ფუნქციის დარღვევა, მარცხენა პარკუჭის რემოდელირება
კლასიფიკაცია: მიოკარდიუმის ინფარქტის ტიპები; მიოკარდიუმის ინფარქტი შთ ელევაციით და შთ ელევაციის გარეშე; სტადიები. ლოკალიზაციის მიხედვით.
კლინიკა: ტკივილის სინდრომი, ქოშინი, გულის რიტმის დარღვევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ცერებრული უკმარისობა. Mმიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის და ინფარქტისწინა პერიოდის კრიტერიუმები
დიაგნოზი: ეკგ; ექოკგ; გულმკერდის რენტგენი; რადიონუკლიდური და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ლაბორატორიული კვლევა: მიოკარდიუმის ნეკროზის მარკერები: მიოგლობინი, ტროპონინი, კრეატინკინაზა; სისხლის საერთო ანალიზი, გლიკემია და ელექტროლიტები. კორონაროანგიოგრაფია.
მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის ატიპური ფორმები
დიფერენციული დიაგნოზი: პულმონური ემბოლია, აორტის განშრევებადი ანევრიზმა, მწვავე პერიკარდიტი, მიოკარდიტი, სპონტანური პნევმოთორაქსი, მწვავე პანკრეატიტი, პეპტიური წყლული – პერფორაცია.
გართულებები: რეინფარქტი; პოსტ-ინფარქტული ანგინა; არიტმია; უეცარი კარდიული სიკვდილი; მარცხენა პარკუჭის უკმარისობა; ანევრიზმა; პარკუჭის კედლის, პაპილარული კუნთის გაგლეჯვა, სისტემური ემბოლია. მარჯვენა პარკუჭის ინფარქტი.
მკურნალობა: პრეჰოსპიტალური – ტკივილის შემცირება/მოხსნა; ჟანგბადი; ასპირინი; ბეტა ბლოკერი (შესაბამისად). შეფასება პრეჰოსპიტალური თრომბოლიზისისათვის. გადაუდებელი ღონისძიებები (საჭიროების მიხედვით): დეფიბრილაცია, მწვავე ცირკულატორული უკმარისობის მკურნალობა.
ადრეული ჰოსპიტალური მკურნალობა: სელექცია, თრომბოლიზისი, ანგიოგრაფია, პერკუტანური კარდიული ინტერვენცია.
გულის მწვავე უკმარისობის და კარდიოგენული შოკის მკურნალობა.
არიტმიის მკურნალობა: ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური
თრომბოლიზისი
ინტერვენციული მკურნალობა

 7. გულის სარქვლოვანი დაავადებები 

      აორტული სტენოზი
ეტიოლოგია
სარქვლოვანი აორტული სტენოზი: თანდაყოლილი; შეძენილი; ორკარიანი და სამკარიანი სარქველების მნიშვნელობა; კალცინოზური სტენოზი; რევმატული სტენოზი.
აორტის სარქველზედა სტენოზი; სუბაორტული სტენოზი;
პათოფიზიოლოგია: გულის სტრუქტურა და ფუნქცია: მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია; სისტოლური
დისფუნქცია; დიასტოლური დისფუნქცია
დიაგნოზი და შეფასება
სიმპტომები: გულის ანგინა; სინკოპე; ქოშინი; არიტმია. პულსი და არტერიული წნევა;     გულის საძგერი.
დიაგნოსტიკა: ეკგ, გულმკერდის რენტგენი, ექოკარდიოგრაფია. გულის კათეტერიზაცია.
მიმდინარეობა და პროგრესი
სტენოზის პროგრესირება, მისი ხარისხი; კალციფიკაციის ზემოქმედება.
გართულებები: უეცარი სიკვდილი; გულის უკმარისობა; თრომბოემბოლიზმი;   ინფექციური ენდოკარდიტი
მკურნალობა
ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
არიტმიის და გულის უკმარისობის მკურნალობა
ქირურგიული ჩარევის დროის განსაზღვრა
ქირურგიული მკურნალობა
ჩვენება: სიმპტომები; გულის ფუნქცია; ჩვენება ასიმპტომურ პაციენტებზე.
გართულება, გამოსავალი: ოპერაციული სიკვდილობა, ოპერაციისშემდგომი გამოსავალი

      აორტული რეგურგიტაცია
პათოლოგია/ეტიოლოგია
სპეციფიური პათოლოგიური გამომწვევი
გულის სტრუქტურა და ფუნქცია: მარცსენა პარკუჭის ჰიპერტროფია;
სისტოლური  და დიასტოლური დისფუნქცია; მწვავე და ქრონიკული
რეგურგიტაცია.
დიაგნოზი და შეფასება; სიმპტომები: გულის ანგინა; ქოშინი; ხმიანობა; შუილი
ეკგ
გულმკერდის რენტგენოგრაფია
ექოკარდიოგრაფია
გულის კათეტერიზაცია
მიმდინარეობა და პროგრესი. პროგრესის ხარისხი; ძირითადი მიზეზის მნიშვნელობა;
გართულება: გულის უკმარისობა; ინფექციური ენდოკარდიტი
მკურნალობა
ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
გულის უკმარისობის მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა
ჩვენება სიმპტომურ და ასიმპტომურ პაციენტებში
ბიოლოგიური და მექანიკური სარქველი
გამოსავალი: ოპერაციული სიკვდილობა; ცოცხლადდარჩენა, კლინიკური   სტატუსი. პოსტოპერაციული მკურნალობა

     მიტრალური ხვრელის სტენოზი
ეპიდემიოლოგია
ეტიოლოგია: სტრეპტოკოკული ინფექციის როლი
პათოლოგია: დიფუზური ანთებითი რეაქცია
დიაგნოზი: კლინიკური სურათი: სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურებული არსებობა
მიმდინარეობა და პროგნოზი: მწვავე შეტევის ხანგრძლივობა; კარდიტის გამოსავალი
მკურნალობა და პროფილაქტიკა
პათოლოგია
          სარქვლის სტრუქტურის და ფუნქციის შეცვლა; მიტრალური სტენოზის
          გავლენა  ინტრაკარდიულ წნევაზე. ცირკულატორული ფუნქცია მიტრალური
          სტენოზის დროს: მარცხენა პარკუჭის სისტოლური, დიასტოლური დიფუნქცია;
          მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია; პულმონური ჰიპერტენზია.
კლინიკა
          ფილტვების შეშუპება/შეგუბება (ქოშინი, ორთოპნოე, ხველა, ღამის
          პაროქსიზმული  ქოშინი)
          პულსი, არტერიული წნევა; მწვერვალის საძგერი; გულის ხმიანობა; შუილი;
          წინაგულთა ფიბრილაცია
დიაგნოზი: ეკგ; გულმკერდის რენტგენოგრაფია: ექოკარდიოგრაფია: სარქვლის სტრუქტურის და ფუნქციის ვიზუალიზაცია; რეგურგუტაციის აღმოჩენა; მარცხენა პარკუჭის სტრუქტურის და ფუნქციის შეფასება; გულის კათეტერიზაცია
მიმდინარეობა და პროგნოზი
გულის დისფუნქცია და გულის უკმარისობა; ფილტვების შეშუპება; წინაგულთა ფიბრილაცია; სისტემური ემბოლოზაცია
მკურნალობა: გულის შეკუმშვათა ფარმაკოლოგიური კონტროლი წინაგულთა ფიბრილაციის დროს.
   ანტიკოაგულაცია: მნიშვნელობა სისტემური ემბოლიზაციის დროს;
   წინაგულთა ფიბრილაციის დროს; ინფექციური ენდოკარდიტის
   პროფილაქტიკა;   ქირურგიული მკურნალობა.

    მიტრალური რეგურგიტაცია
პათოლოგია
ჰემოდინამიკა მიტრალური რეგურგუტაციის დროს: მწვავე და ქრონიკული რეგურგიტაცია; მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია; მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია;
პაპილარული კუნთის გაგლეჯვა; პაპილარული კუნთის დისფუნქცია;
მიტრალური სარქვლის პროლაფსი; სარქვლის რგოლის კალციფიკაცია
სარქვლის პერფორაცია
მიმდინარეობა და პროგნოზი
შედარება სტენოზთან; მიმდინარეობის გამაუარესებელი ფაქტორები;

    მიტრალური სარქვლის პროლაფსი
პათოლოგია
გავრცელება: ასოცირება შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან
სტრუქტურული ბაზისი: მიქსომური დეგენერაცია; ქორდული მყესების და რგოლის დეგენერაცია
დიაგნოზი და შეფასება
კლინიკური სურათი: არასპეციფიური სიმპტომები (ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, დაღლილობა, თავბრუ); პალპიტაცია, თავბრუ და სინკოპე ასოცირებული არიტმიასთან; დატვირთვითი ქოშინი ასოცირებული რეგურგიტაციასთან
კლინიკური კვლევა: ძირითადი მონაცემები; შუილი; ხმიანობა;
ინსტრუმენტული კვლევა: ეკგ; გულმკერდის რენტგენი; დატვირტვითი სინჯი; დიოპლერექოკარდიოგრაფია
მიმდინარეობა და გართულება: მიტრალური რეგურგიტაციის განვითარება; ინფექციური ენდოკარდიტი და არიტმია
მკურნალობა: ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა; არიტმიის, ტკივილის მკურნალობა; ანტიკოაგულანტები; ქირურგიული მკურნალობის ჩვენება და მეთოდები

 8. მიოკარდიტი. კარდიომიოპათია 

ეტიოლოგია და პათოგენეზი: გამომწვევი ფაქტორები _ ვირუსები, ბატერია, ანთება, ჰისტოლოგიური სურათი; კავშირი დილატაციურ კარდიომიოპათიასთან; უჯრედოვანი იმუნიტეტის დარღვევები.
ვირუსული მიოკარდიტი: პათოლოგია: ენტეროვირუსი, პარვოვირუსი, ექოვირუსი, ადენივირუსი. ჰისტოლოგიური სურათი: ცხელება, ტკივილი გულის არეში, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ლიმფადენოპათია, არიტმია, კარდიომეგალია, პერიკარდიუმის ხახუნი, ფილტვების შეშუპება, გულის უკმარისობა.
დიაგნოზი: ლაბორატორიული მონაცემები, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ეკგ, ექოკარდიოგრაფია, კონტრასტული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბირთვული კარდიოლოგია, ენდომიოკარდიული ბიოფსია.
მკურნალობა: ანტიბაქტერიული მკურნალობა, იმუნოსუპრესიული თერაპია, გულის უკმარისობის მკურნალობა, გულის რიტმის დარღვევის მკურნალობა.
არავირუსული მიოკარდიტი: ლაიმის კარდიტი (ინფექცია ბორრელია ბურგდორფერი_თ გამოწვეული) ტოხოპლაზმა გონდიი, ჩაგასის დაავადება (ტრიპანოსომა ცრუზი-თ გამოწვეული), რევმატიული კარდიტი (A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციით გამოწვეული).
არაინფექციური მიოკარდიტი: ჩჰარგ-სტრაუსის მიოკარდიტი (ჰიპერსენსიტიური მიოკარდიტი). მახასიათებლები: პერიფერიული ეოზინოფილია და მიოკარდიუმის ინფილტრაცია  ეოზინოფილებით.
ფულმინანტური მიოკარდიტი
დილატაციური, ჰიპერტროფიული, რესტრიქციული კარდიოპათიის კლინიკური სურათი.
გულის უკმარისობის სინდრომი;
გულის რიტმის და გამტარობის დარღვევის სინდრომი,;
თრომბოემბოლიური სინდრომი.
კარდიოპათიების ცალკეული ფორმების დიფერენციალური დიაგნოზი. ლაბორატორიული მონაცემები, მიოკარდიუმის ბიოფსია.
მკურნალობის პრინციპები სხვადასხვა ფორმის კარდიოპათიის დროს. ინსტრუმენტული და ქირურგიული მკურნალობა

 9. პერიკარდიტი 
   
პერიკარდიტის დეფინიცია. კლასიფიკაცია.
ეტიოლოგია. პათოგენეზი _ პერიკარდიუმზე უშუალო ტოქსიური ზემოქმედება, ინფექციის ჰემატოგენური, ან ლიმფოგენური გავრცელება, პათოლოგიური პროცესის უშუალო ზემოქმედება პერიკარდიუმზე, ალერგიული მექანიზმი.
კლინიკური სურათი: პერიკარდიუმის დაზიანების სინდრომი (მშრალი, სველი, შეხორცებითი პერიკარდიტი) მწვავე, ან ქრონიკული მიმდინარეობით, მწვავე ფაზის სინდრომი, იმუნური დარღვევების სინდრომი, სხვა დაავადების ნიშნები, როგორც ფონი პერიკარდიუმის დაზიანების.
მშრალი პერიკარდიტი.
ექსუდაციური პერიკარდიტი.
კონსტრიქციული პერიკარდიტი.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რენტგენოლოგიური, ეკგ და ექოკგ მონაცემები. დიაგნოსტიკური კვლევის ეტაპები.
დიფერენციალური დიაგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტთან და სხვა დაავადებებთან.
პერიკარდიუმის ღრუში სითხის ჩადგომის სინდრომი.Gგულის ტამპონადა. პერიკარდიუმის პუნქცია. პუნქტატის გამოკვლევა.
 მკურნალობა.
პერიკარდიტი, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, როგორც სხვა დაავადების გამოვლინება.
ეტაპური დიაგნოსტიკა. ფიზიკალური მონაცემები. ეკგ მაჩვენებლები.
დიფერენციალური დიაგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტთან.
ექოკარდიოგრაფიული და რენტგენოდიაგნოსტიკა. ლაბორატორიული გამოკვლევების მნიშვნელობა.
ექსუდატის დიაგნოსტიკა. პერიკარდიუმის ღრუს  პუნქცია.
მკურნალობა _ მედიკამენტური და ქირურგიული.

 10. გულის უკმარისობა   
გულის უკმარისობის დეფინიცია. ეპიდემიოლოგია.
კლასიფიკაცია: ნიუ-იორკის გულის ასოციაციის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის (A,B,ჩ,D)
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მისი დამაჩქარებელი და დამამძიმებელი ფაქტორები. გულის კუნთის პირველადი და მეორადი დაავადებების ფონზე განვითარებული გულის უკმარისობა. პრედატვირთვა და პოსტდატვირთვა. სიმპატიკო-ადრენალური სისტემის, გულის კუნთის ჰიპერტროფიის, ღრუთა დილატაციის როლი გულის უკმარისობის სიმპტომოკომპლექსის ჩამოყალიბებაში. ფრანკ-სტარლინგის მრუდი.
გულის უკმარისობა დაბალი წუთმოცულობით (ლოწ ოუტპუტ ფაილურე) და მაღალი წუთმოცულობით (ჰიგჰ ოუტპუტ ფაილურე).
სისტოლური და დიასტოლური უკმარისობა. გულის უკმარისობა დაბალი და ნორმალური განდევნის ფრაქციით. კლინიკური სურათი. გულის უკმარისობა, როგორც გულის მარჯვენა, ან მარცხენა ნაწილის დაზიანების შედეგი. ბივენტრიკულური უკმარისობა.
გამოკვლევის მეთოდები. ეკგ, ექოკგ, რენტგენოლოგიური კვლევა, რადიონუკლიდური ვენტრიკულოგრაფია, გულის კათეტერიზაცია, ენდომიოკარდიული ბიოფსია, ფიზიკური დატვირთვის სინჯები. ნატრიურეზული პეპტიდი (BNP).
დიფერენციული დიაგნოზი.
გულის მწვავე უკმარისობა. დეფინიცია, ეტიოლოგია და მექანიზმი; ახლადგამოვლენილი გულის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, როგორც ქრონიკული უკმარისობის მწვავე დეკომპენსაცია, ჰიპერტენზიული გულის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, კარდიოგენული შოკი. გულის მწვავე უკმარისობის მიზეზები და დამაჩქარებელი ფაქტორები.
კლასიფიკაცია: ფორესტერის, კილიპის, `კლინიკური სიმძიმის მიხედვით~. დიაგნოსტიკური ალგორითმი: ანამნეზი, ეკგ, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ჟანგბადით სატურაცია, ც-რეაქტიული პროტეინი, ელექტროლიტები, კრეატინინი, ნატრიურეზული პეპტიდი, ექოკარდიოგრაფია, დ-დიმერი, გლუკოზა, ტროპონინი და სხვა.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა: არაფარმაკოლოგიური (წონის რედუქცია, სუფრის მარილის, სითხის შეზღუდვა, თამბაქოს, ალკოჰოლის შეწყვეტა, ფსიქო-ემოციური აქტივობის შეზღუდვა, არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლი). ფარმაკოლოგიური მკურნალობა _ თუ საჭიროა -ეტიოლოგიური მკურნალობა, დიურეტიკები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინური რეცეპტორების ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, საგულე გლიკოზიდები, ვაზოდილატატორები, არაგლიკოზიდური ინოტროპული საშუალებები, ანტიკოაგულანტები, ანტიარიტმიული საშუალებები, ჟანგბადი. სხვა ღონისძიებები: რევასკულარიზაცია, ინტრააორტული კონტრპულსაცია, პეისმეიკერი, გულის ტრანსპლანტაცია, რესინქრონიზაციული თერაპია. ფაქტებზე დამყარებული მონაცემები გულის უკმარისობის მკურნალობაში. ინსტრუმენტული (რესინქრონიზაცია). გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების მოკლე დახასიათება ფაქტებზე დამყარებული მონაცემებით. ინსტრუმენტული მკურნალობის ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევები. გულის მწვავე უკმარისობის მკურნალობა, ინვაზიური მონიტორინგი.
რეზისტენტული გულის უკმარისობა. დარღვევები გულის უკმარისობის დროს, რომლებიც მოითხოვენ ქირურგიულ ჩარევას.
გულის უკმარისობიანი ავადმყოფის მაგალითზე გულის უკმარისობის კლინიკის გარჩევა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემების შეფასება.

 11.  გულის რიტმის დარღვევა  
არიტმიის დეფინიცია.
იმპულსის წარმოქმნისა და გატარების სისტემის მოკლე ანატომიურ-ფიზიოლოგიური მონაცემები.
არიტმიის კლასიფიკაცია და განვითარების მექანიზმი.
იმპულსის წარმოქმნის დარღვევით გამოწვეული არიტმიები.
იმპულსის გატარების დარღვევით გამოწვეული არიტმიები.
არიტმიის შეფასება და კლინიკური დიაგნოზი.
არიტმიის ფორმები;
სინუსური რიტმის ცვლილებები, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლა. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, პაროქსიზმული ტაქიკარდიები; პარკუჭთა თრთოლვა და ფიბრილაცია;
წინაგულების თრთოლვა და ციმციმი. მკურნალობა: ფარმაკოლოგიური, ინსტრუმენტული. მკურნალობა, ანტიკოაგულანტები

გამოკვლავათა მონაცემები არიტმიის დროს. ეკგ, 24 საათიანი დინამიური ეკგ მონიტორირება, ექოკგ, გულის ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა,
არიტმიის მკურნალობა. ანტიარიტმიული პრეპარატების ჯგუფები, ანტიკოაგულანტები, ფარმაკოლოგიური და ელექტრული კარდიოვერსია, დროებითი და მუდმივი პეისმეიკერი, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, ტრანსკათეტერული აბლაცია.
I ხარისხის არასრული, II ხარისხის არასრული – I და II ტიპის ბლოკადები. სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. მორგანი-ედემს-სტოქსის სინდრომი. მიზეზები. მკურნალობის პრინციპები. ფრედერიკის სინდრომი. ჭPჭ სინდრომი.

 12.  ინფექციური ენდოკარდიტი 
ეპიდემიოლოგია
პათოფიზიოლოგია – გამომწვევი ორგანიზმები. ტრავმული პროცედურები, ენდოთელიური საფარის მთლიანობის დარღვევა, ინტრავენური ინექციების ბოროტად გამოყენება, თრომბის ფორმაცია, გულის რევმატული დაავადება, გულის თანდაყოლილი დაავადებები, ინტრაკარდიული პროთეზები.
კლინიკური სურათი _ ძირითადი: გრიპისმაგვარი სიმპტომები, გულის უკმარისობის სიმპტომები, პეტექიები, ჰემორაგიები, ოსლერის კვანძები
კარდიული: რეგურგიტაციული შუილი, გულის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
სხვა მახასიათებელი: ემბოლიზაცია, ცერებრული სიმპტომები, თირკმლის დაზიანება
დიაგნოზი და შეფასება _ ლაბორატორიული კვლევა: შარდის მიკროსკოპია, სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის კულტურა. ანთებითი მარკერები; მიკრობიოლოგია: სისხლის კულტურის შედეგის ინტერპრეტაცია, კულტურა-ნეგატიური ენდოკარდიტი, დისკუსია ანტიბიოტიკოთერაპიაზე.
ეკგ; ექოკგ: რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება, ვეგეტაციების არმოცენა, აბსცესის აღმოჩენა, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის როლი.
მკურნალობა _ ენდოკარდიტის პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით. გამომწვევი ორგანიზმის მგრძნობელობის დადგენა ყოველი პაციენტისათვის, ანტიბიოტიკების რეჟიმი, პროფილაქტიკური რეჟიმი. ქირურგიული მკურნალობა: ჩვენება, ქირურგიული პროცედურები.

 13.  რევმატიზმი 
ეპიდემიოლოგია
პათოფიზიოლოგია
კლინიკური სურათი
დიაგნოსტიკა
მკურნალობა, პროფილაქტიკა



პულმონოლოგია

 რესპირატორული სისტემის ინფექციური დაავადებები

1. მწვავე პნევმონიები (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, ქლამიდიური, ასპირაციული)

დეფინიცია და კლასიფიკაცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია
პათოფიზიოლოგია: ტიპიური პნევმონიის პათოგენეზი, ატიპიური პნევმონიის პათოგენეზი, ნოზოკომიალური პნევმონიის პათოგენეზი
კლინიკური მიმდინარეობა
დიაგნოსტიკა: ლაბორატორიული კვლევის მონაცემები, იმიჯინგის მონაცემები, ჰისტოლოგიური მონაცემები,  დიფერენციული დიაგნოზი
კონსერვატული მკურნალობა
გართულებები, პროგნოზი, პრევენციული ღონისძიებები


 2. ბრონქული ასთმა 

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია: ასთმის ხელშემწყობი ფაქტორები: გარემო აგენტები, ვირუსული რესპირაციული ინფექციები, ფიზიკური დატვირთვა და ჰიპერვენტილაცია, გასტროექზოფაგური რეფლუქსი, ქრონიკული სინუსიტის ან ოტიტი, ასპირინი და ასასპ, ბეტა-ბლოკერები, სიმსუქნე, პოლუტანტები, თამბაქო, პროფესიული გარემო, ირიტანტები, ემოციური ფაქტორები და სტრესი, პერინატალური ფაქტორები.
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის, იმიჯინგის მონაცემები
ფილტვის ფუნქციური სინჯები
კონსერვატული მკურნალობა
აქტივობა, დიეტა
გართულებები, პროგნოზი, პრევენციული ღონისძიებები
პაციენტის განათლება

 3. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება 


ქრონიკული ბრონქიტი

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის,  იმიჯინგის მონაცემები
კონსერვატული მკურნალობა
გართულებები,  პროგნოზი, პრევენციული ღონისძიებები

ემფიზემა

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია
პათოფიზიოლოგია: თამბაქო, პროტეინაზულ/ანტიპროტეინაზული ჰიპოთეზა, ანთება, ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი
კლინიკური მიმდინარეობა: ინტრავენური ნარკომანია, იმუნური დეფიციტის სინდრომი, ვასკულიტები, შემაერთებლქსოვილოვანი დაავადებები
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის,  იმიჯინგის მონაცემები
ფილტვის ფუქნციური სინჯები
კონსერვატული მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები
გართულებები,  პროგნოზი

 4. ბრონქოექტაზია 

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია: პირველადი ინფექციები, ბრონქული ობსტრუქცია, კისტური ფიბროზი, იანგის სინდრომი, პირველადი ცილიარული დისკინეზია, ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი, იმუნოდეფიციტი, თანდაყოლილი ანატომიური დეფექტები, ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი, აუტოიმუნური დაავადებები, ტრაქციული ბრონქოექტაზია, ტოქსიკური აირები, მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები.
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის, იმიჯინგის მონაცემები
ფილტვის ფუქნციური სინჯები
კონსერვატული მკურნალობა, ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები
გართულებები,  პროგნოზი

 5. ფილტვის აბსცესი 
ა. დეფინიცია
ბ. ეპიდემიოლოგიური მონაცემები
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის მონაცემები
იმიჯინგის მონაცემები
ფილტვის ფუქნციური სინჯები
კონსერვატული მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები
გართულებები
პროგნოზი
პაციენტის განათლება

 6. პლევრის დაავადებები 

პლევრული გამონაჟონი

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია:
 ტრანსუდატი: გულის შეგუბებითი უკმარისობა, ციროზი, ატელექტაზი, ჰიპოლაბუმინემია, ნეფროზული სინდრომი, პერიტონეული დიალიზი, მიქსედემა, კონსტრიქციული პერიკარდიტი
ექსუდატი: პარაპნევმონიური, სიმსივნური, ფილტვის ემბოლია, კოლაგენ-ვასკულარული, ტუბერკულოზური, აზბესტოზური, პანკრეატიტი, ტრავმული, საყლაპავის პერფორაცია, რადიაციული, იატროგენული (მედიკამენტური), ქილოთორაქსი, მეიგის სინდრომი, სარკოიდოზი, ყვითელი ფრჩხილების სინდრომი
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის მონაცემები
იმიჯინგის მონაცემები: გულმკერდის რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია
პროცედურები: თორაკოცენტეზი, თორაკოსტომია, პლევროდეზი ან პლევრული სკლეროზი
კონსერვატული მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები
დიეტა
გართულებები
პროგნოზი
პაციენტის განათლება

 7.  ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია 

დეფინიცია
ეპიდემიოლოგიური მონაცემები: გავრცელება, ავადობა/სიკვდილობა, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილება
ეტიოლოგია: ვენური სტაზი, ჰიპერკოაგულაცია, იმობილიზაცია, ტრავმა ან ქირურგიული ოპერაცია, ორსულობა, ორალური კონტრაცეპტივები და ესტროგენების ჩანაცვლება, ავთვისებიანი პროცესები, სხვადასხვა მდგომარეობები
პათოფიზიოლოგია
კლინიკური მიმდინარეობა
დიფერენციული დიაგნოზი
ლაბორატორიული კვლევის მონაცემები
იმიჯინგის მონაცემები: რდაიოგრაფია, ვენტილაციურ-პერფუზიული სკანირება, ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის არაინვაზიური სინჯები, სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, კომბინირებული კომპიუტერული ტომოგრაფია, ფილტვის ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული იმიჯინგი, ექოკარდიოგრაფია
ეკგ
კონსერვატული მკურნალობა: ტრომბოლიზური თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, ორალური ანტიკოაგულანტები, ანტიკოაგულაციური თერაპიის ხანგრძლივობა
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები და სახეები
გართულებები
პრევენცია
პროგნოზი
პაციენტის განათლება




1 comment:

  1. კარგ კარდეოლოგს ვის მირჩევთ?

    ReplyDelete