Sunday, March 5, 2017

თვალბუდე • Orbita და ცხვირ–ცრემლის არხი • Canalis nasolacrimalis

 თვალბუდე • Orbita 

თვალბუდის ღრუს ოთხწახნაგიანი პირამიდის მოყვანილობა აქვს. მისი მწვერვალი მიმართულია უკან და შიგნით და შეესაბამება მხედველობის არხს, ფუძე კი ქმნის თვალბუდის შესავალს  hiatus orbitae. ეს შესავალი ხვრელი ზევიდან მოსაზღვრულია შუბლის ძვლის თვალბუდის ზემო კიდით,
გარედან და ცოტა ქვევიდან _ ყვრიმალის ძვლით, ქვემოდან და შიგნიდან _ ზედაყბის თვალბუდის ქვემო კიდით და ზედაყბის შუბლის მორჩით.

თვალბუდის ღრუს ოთხი კედელი აქვს: 

ზევითა კედელი  paries superior წარმოდგება შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილით და სოლისებრი ძვლის მცირე ფრთით. ამ კედლის გარეთა კუთხეში, წინ, ძევს ცრემლის ჯირკვლის ფოსო - fossa glandulae lacrimalis ხოლო შიგნითა კუთხეში - ჭაღის ფოსო - fossa trochlearis.

გარეთა კედელი  paries lateralis  წარმოდგება ყვრიმალის ძვლის თვალბუდის  და სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის თვალბუდის ზედაპირებით; ამ კედელზე წინიდან მოთავსებულია ყვრიმალ-თვალბუდის ხვრელი - foramen zygomatocoorbitale

ქვემო კედელი  paries inferior  შედგება ზედაყბის თვალბუდის და ყვრიმალის ძვლის თვალბუდის ზედაპირებისაგან და სასის ძვლის თვალბუდის მორჩისაგან. თვალბუდის ქვემო კედლის სისქეში, უკანიდან მოყოლებული, მიდის თვალბუდის ქვემო ღარი - sulcus infraorbitalis, რომელიც გადადის წინ, თვალბუდის ქვემო არხში - canalis infraorbitalis; ეს უკანასკნელი სახეძე იხსნება ცნობილი თვალბუდის ქვედა ხვრელით - foramen infraorbitale

თვალბუდის შიგნითა კედელს • paries interna შეადგენენ: ცრემლის ძვალი, ცხავის ძვლის გარეთა ფირფიტა და სოლისებრი ძვლის სხეულის გარეთა ზედაპირი. შიგნითა კედლის ზევითა ნაპირთან მოთავსებულია ორი ხვრელი: ცხავის წინა და უკანა ხვრელები _ foramen ethmoidale anterior et posterior.
მხედველობის არხით და თვალბუდის ზემო ნაპრლით თვალბუდის ღრუ ერთვის ტვინის ქალას ღრუს, ხოლო თვალბუდის ქვემო ნაპრალით _ საფეთქლის ფოსოს. თვალბუდის შიგნითა კედელთან, წინიდან ცრემლის ძვალსა და ზედაყბის შუბლის მორჩს შორის ძევს საცრემლე პარკის ფოსო _ fossa sacci lacrimalis, რომელიც ქვემოთ გადადის ცხვირ-ცრელის არხში _ canalis nasolacrimalis.


 ცხვირ–ცრემლის არხი • Canalis nasolacrimalis 
ცხვირ-ცრემლის არხის შესავალი მოთავსებულია თვალბუდის შიგნითა კედლის წინა ნაწილში. ცხვირ-ცრემლის არხი წინიდან მოსაზღვრულია ზედაყბის შუბლის შუბლის მორჩის საცრემლე ღარით, უკანიდან -ცრემლის ძვლით და ქვემო ნიჟარის ცრემლის მორჩით. ცხვირ-ცრემლის არხის ქვემო ხვრელი იხსნება ცხვირის ღრუში, ცხვირის ქვემო ნიჟარის ქვეშ, ე.ი. ცხვირის ქვემო გასავალში - meatus nasalis inferior.




No comments:

Post a Comment