Sunday, February 26, 2017

მხედველობის ორგანო (Organum Visus) - თვალი

მხედველობის ორგანო • Organum Visus  ანუ თვალი წარმოდგენილია:



1) ოპტიკური აპარატით, რომელსაც ეკუთვნის თვალის კაკალი და მხედველობის ნერვი
2) მამოძრავებელი აპარატით - კუნთები
3) დამცველი აპარატით - საცრემლე აპარატი, ქუთუთოები და წამწამები

ოპტიკური აპარატი



თვალის კაკალი • bulbus oculi • სფერული ფორმის სხეულია, რომელიც მოთავსებულია თვალბუდეში. თვალის კაკალში არჩევენ: თვალის კაკლის კედელს და მის ღრუში მოთავსებულ გამჭვირვალე ბირთვს

გამჭვირვალე ბირთვი წარმოდგენილია ბროლითმინისებრი სხეულით და ნამით

თვალის კაკლის კედელი შედგება სამი გარსისგან. ესენია: 
გარეთა გარსი • თეთრი ფერისაა, მკვრივია და მას ეწოდება სკლერა. 
შუა გარსი • სისხლძარღვოვანია. 
შიგნითა გარსი • ბადურა.

• თვალის კაკლის გარეთა გარსი, ანუ სკლერა შედგება მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან, რომელსაც თვალის კაკლის ფიბროზული გარსი ეწოდება. მას ძირითადად დამცველობითი ფუნქცია აკისრია. მასვე უმაგრდება თვალის მამოძრავებელი კუნთები. ფიბროზული გარსის წინა ნაწილი გამჭვირვალეა და ეწოდება რქოვანა გარსი, ანუ რქოვანა. რქოვანა არ შეიცავს სისხლძარღვებს, იკვებება დიფუზურად. იგი მრავლად შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს სამწვერა ნერვისგან, ამიტომ მეტად მგრძნობიარეა. 

ცალკე გამოყოფენ სკლერის ხილულ ნაწილს, რომელიც ქუთუთოების საზღვრამდე გრძელდება და მოხარშული კვერცხის ცილის შესახედაობა აქვს. 

სკლერის ეს მონაკვეთი - კონიუნქტივა დაფარულია ცილინდრული ეპითელიუმით, რომლის ქვეშ მდებარეობენ ლორწოს გამომყოფი უჯრედები და ამით იგი ლორწოვან გარსს მოგვაგონებს. 

სკლერის უკანა ნაწილში არის ხვრელები: ერთი დიდი - მხედველობის ნერვისთვის, შედარებით მცირე - სისხლძარღვოვანი გარსის არტერიებისა და ვენებისთვის და წამწამოვანი ნერვებისთვის. 

• თვალის კაკლის შუა, ანუ სისხლძარღვოვან გარსში არჩევენ 3 ნაწილს: უკანა, უმეტესი ნაწილი - საკუთრივ სისხლძარღვივანი გარსი, შუა - წამწამოვანი სხეული და წინა - ფერადი გარსი. ფერადი გარსის ფერი დამოკიდებულია პიგმენტის რაოდენობაზე. 

ფერადი გარსი დგას ვერტიკალურად და გარკვეული მანძილით დაცილებულია რქოვანა გარსიდან. ფერადი გარსის ცენტრალურ ნაწილში მრგვალი ხვრელია, რომელსაც გუგა ეწოდება. 

ფერადი გარსის სისქეში მოთავსებულია ორი გლუვი კუნთი. მათი ერთი ნაწილის კუნთოვანი ბოჭკოები განლაგებულია გუგის ირგვლივ, ავიწროებს გუგას და ქმნის სპინქტერს, ხოლო მეორე ნაწილის კუნთოვანი ბოჭკოები განლაგებულია რადიალურად და აფართოებენ გუგას. 

ფერადი გარსის გარეთა ნაპირი დაკავშირებულია წამწამოვან სხეულთან. წამწამოვანი სხეულის წინა საზღვარი შეესაბამება სკლერის რქოვანა გარსში გადასვლის ადგილს. ხოლო უკანა საზღვარი ემიჯნება ბადურის წინა დაკბილულ კიდეს. 

• თვალის კაკლის შიგნითა გარსი, ბადურა შიგნიდან ფარავს სისხლძარღვივან გარსს წამწამოვან სხეულამდე. აქ ქმნის დაკბილულ ნაპრალს, რის შემდეგაც გადადის წამწამოვან სხეულზე და ფერად გარსზე. ბადურა რთული აგებულებისაა. იგი შედგება მრავალი შრისაგან. ძირითადად გამოიყოფა სამი შრე: 
1. კოლბებისა და ჩხირების შრე - ეს შრე ყველაზე მნიშვნელოვანია რადგან შეიგრძნობს მხედველობის გაღიზიანებას. ჩხირები შეიგრძნობს სინათლეს, ხოლო კოლბები ფერს და კოლბას. 
2. ბიპოლარული უჯრედების შრე 
3. განგლიური უჯრედების შრე - ამ შრის გაგრძელებაა მხედველობის ნერვი

მხედველობის ნერვს დასაწყისში მომრგვალო შემაღლება აქვს და ეწოდება მხედველობის ნერვის დისკო. დისკო არ შეიცავს კჯოლბებსა და ჩხირებს, მას ბრმა ხალი ეწოდება. 

დისკოს შუა ადგილას აღენიშნება მცირე ფოსო, რომელსაც დისკოს ჩარღრმავება ეწოდება. ბრმა ხალის სიახლოვეს, მისგან 4მმ-ით ლატერალურად მხედველობის ყველაზე აქტიური უბანი - ყვითელი ხალი. ბრმა ხალი ძირითადად შეიცავს კოლბებს. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვალის კაკლის კედელი წარმოდგენილია სამი გარსით, რომლის შიგნითაც არის გამჭვირვალე ბირთვი. გამჭვირვალე ბირთვი შედგება: ბროლისაგან, მინისებური სხეულისა და ნამისაგან. 

ბროლი არის ორმხრივ ამოზნექილი გამჭვირვალე სხეული, რომელიც მოთავსებულია ფერადი გარსის უკან. წინა ზედაპირი ნაკლებად არის გამოდრეკილი უკანა ზედაპირთან შედარებით. ბროლი დაფარულია ბროლის კაფსულით. ბროლის უკან არის მინისებური სხეული, რომელიც არის გამჭვირვალე და რომელიც გარედან დაფარულია თხელი გარსით. მინისებური სხეული ჟელესმაგვარი გამჭვირვალე მასაა. მის წინა ნაწილში არის ჩაღრმავება, რომელშიც თავსდება ბროლი. ნამი მოთავსებულია წინა და უკანა კამერაში. წინა კამერა მოთავსებულია რქოვანასა და ფერად გარსს შორის ხოლო უკანა კამერა მდებარეობს ფერადი გარსის უკან. 


მამოძრავებელი აპარატი

1. ზემო სწორი კუნთი
- ატრიალებს თვალის კაკალს ზემოთ
2. ქვემო სწორი კუნთი - ატრიალებს თვალის კაკალს ქვემოთ              
3. შიგნითა სწორი კუნთი - ატრიალებს თვალის კაკალს შიგნით
4. გარეთა სწორი კუნთი - ატრიალებს თვალის კაკალს გარეთ                 
5. ზემო ირიბი კუნთი - ატრიალებს თვალის კაკალს გარეთ და ზემოთ
6. ქვემო ირიბი კუნთი - ატრიალებს თვალის კაკალს გარეთ და ქვემოთ


დამცველი აპარატი

თვალის დამცველ აპარატს მიეკუთვნება: საცრემლე აპარატი, ქუთუთოები და წამწამები.


საცრემლე ჯირკვალი მდებარეობს საცრემლე ფოსოში. ცრემლის გამომტანი მილაკები იხსნება კონიუნქტივის ზემო თაღში. ცრემლი ასველებს თვალის კაკლის ხილულ ნაწილს  - კონიუნქტივას. ზედმეტი ცრემლი თვალის შიგნითა კუნთისაკენ მიემართება საცრემლე პარკთან და ცხვირცრემლის არხით ჩადის ცხვირის ღრუს ქვემო გასავალში. 

ქუთუთოები - არის კანის ორი ნაოჭი, რომელთა დახურვის შედეგად თვალი სრულად იფარება წინიდან. ქუთუთოები იცავს თვალის კაკალს გარეშე გამაღიზიანებლისგან.

ქუთუთო შედგება რამდენიმე გარსისაგან: გარედან - თხელი კანი, შემდეგ ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, ქუთუთოს ხრტილი და ბოლოს შიგნითა ლორწოვანი გარსი კონიუნქტივა. ქუთუთოს თავისუფალ კიდეზე წამწამებია



No comments:

Post a Comment