Saturday, September 14, 2013

შარდის ბუშტის კათეტერიზაცია






 ჩვენება:
  1. შარდის მწვავე შეკავება
  2. შარდის გამოყოფის მონიტორინგი
  3. შარდის შეგროვება სადიაგნოსტიკო მიზნებისთვის
  4. ქვედა საშარდე სისტემის უროლოგიური შეფასება
  5. შარდის შეუკავებლობა

 უკუჩვენება:
  1. მენჯის ტრამვა და შორისზე სისხლის არსებობა
  2. პერინეალური ჰემატომა
 აღჭურვილობა:

1. შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ნაკრები 

    ნაკრებში შედის:
     1ც–ინსტრუმენტის თასი
     2ც–100მლ ჭიქა
     2ც მთლიანი შემოფარგვლა
     1.ც ნახვრეტიანი შემოფარგვლა
     1ც – ანატომიური პინცეტი
     10ც – მარლის ბურთულა
     5ც– მარლის საფენი
    
2. სტერილური ხელთათმანი
3. არასტერილური ხელთათმანი
4. შარდმიმღები
5. შპრიცი 20,0
6. ფიზიოლოგიური ხსნარი ან სტერილური წყალი
7. ბეტადინი
8. სტერილური ლუბრიკანტი (''კატეჟელი'')
9. თბილი საპნიანი წყალი
10. პმპერსის ქაღალდი

შარდის ბუშტის კატეტერიზაცია ქალებში

            
ნაბიჯი 

სანამ მანიპულაციას ჩაატარებთ:

თუ პაციენტი გონზეა გაეცანით და აუხსენით პროცედურა.
აუხსენით, რომ მან შეიძლება განიცადოს დისკომფორტი და ჰქონდეს წვის შეგრძნება, ასევე მოშარდვის მოთხოვნილება.
უზრუნველყავით პაციენტის პრივატულობა.








ნაბიჯი 

მოამზადეთ აღჭურვილობა და შეამოწმეთ სტერილური მასალის ვადა

ნაბიჯი 
მოამზადეთ პაციენტი პროცედურისთვის 
დააწვინეთ პაციენტი ზურგზე. ზურგის ქვეშ დაუფინეთ პამპერსის ქაღალდი. 
თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს კათეტერის სწრაფ ადმინისტრირებას, საპროექციო არე დაბანეთ თბილი საპნიანი წყლით.

ნაბიჯი 
გახსენით სტერილური მასალა ისე, რომ არ შეეხოთ მათ. 
ჩაასხით ბეტადინი მისთვის განკუთვნილ ჭიქაში. 
ჩაასხით NCL - 0,9%, ან სტერილური წყალი მისთვის განკუთვნილ ჭიქაში.


          



ნაბიჯი 
დაიბანეთ ხელი ანტიბაქტერიული საპნით, 
გაიმშრალეთ ქაღალდის საშრობით და დაიმუშავეთ სტერილიუმით.














ნაბიჯი 

ჩაიცვით სტერილური ხელთათმანი 





    d a i m a x s o v r e T !
გაცვიათ სტერილური ხელთათმანი!
არ შეეხოთ არასტერილურ ზედაპირებს!!

ნაბიჯი 
საპროექციო არეს წმენდთ ზემოდან ქვემოთ3–ჯერ. სტერილური პინცეტით და ბეტადინიანი ბურთულით. 

ნაბიჯი 

დააფინეთ ნახვრეტიანი შემოფარგვლა ბოქვენზე.


ნაბიჯი 
დააფინეთ მთლიანი შემოფარგვლა ფეხებს შორის



ნაბიჯი

სტერილური კორცანგით ამოიღეთ სტერილური მასალა 
1. ფოლეის კათეტერი 
2. ლუბრიკანტი 
3. შარდმიმღები 
4. შპრიცი – 20,0 NCL - 0,9%, ან სტერილური წყალისთვის 
და დააწყვეთ მთლიან შემოფარგვლაზე 


ნაბიჯი  

შეამოწმეთ კათეტერის ბუშტის მთლიანობა ჰაერის ჩატუმბვით.





ნაბიჯი 
შეაერთეთ შარდმიმღები და ფოლეის კათეტერი.




ნაბიჯი  
შეავსეთ შპრიცი სტერილური წყლით



ნაბიჯი  
მოარგეთ შევსებული შპრიცი ფოლეის კათეტერს

ნაბიჯი  

კათეტერის თავს წაუსვით კატეჟელი

ნაბიჯი 

იმ ხელით, რომლითად არ შეეხებით კათეტერს – გადასწიეთ სასირცხო ბაგეები ისე, რომ კარგად გამოჩნდეს შარდსადენის გარეთა ხვრელი.







     d a i m a x s o v r e T !



ეს ხელი კონტამინირებულია!
არ შეეხოთ სტერილურ ზედაპირებს!!

ნაბიჯი 
სტერილური ხელით დაიწყეთ კათეტერის სწრაფი ადმინისტრირება 

ნაბიჯი 

არ დაატანოთ ძალა კათეტერის ადმინისტრირებას. თუ გაძნელებულია კათეტერის შეყვანა, სთხოვეთ პაციენტს ღრმად და ნელა ისუნთქოს, ეს სპინქტერის მოდუნებას გამოიწვევს.
როდესაც კათეტერი გასცდება ნახევარს მიიღებთ შარდს. გააგრძელეთ კათეტერის შეყვანა. 

ნაბიჯი 

კათეტერის ბოლომდე შეყვანის შემდეგ უნდა გაბეროთ მანჟეტი. (რაოდენობა მითითებულია სანათურზე)
ამ კონკრეტული ქმედებისას, თუ პაციენტი იგრძნობს ტკივილს, ან შეგხვდებათ სხვა წინააღმდეგობა, უნდა მიხვდეთ, რომ მანჟეტი შარდის ბუშტში არ არის. ეს იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც კათეტერი ბოლომდე არ შეგყავთ, ანდა მისი ზომა არასწორადაა შერჩეული.




როგორ მოვიქცეთ 

→ თუ ტკივილის მიზეზი ბოლომდე არშეყვანილი კათეტერია: ჩაფუშეთ მანჟეტი, შეიყვანეთ კათეტერი ბოლომდე და ხელმეორედ გაბერეთ.
→ თუ ტკივილის მიზეზი კათეტერის არასწორად შერჩეული ზომაა, ჩაფუშეთ მანჟეტი, გამოიღეთ კათეტერი და გადააგდეთ. დამხმარეს  სთხოვეთ შესაბამისი ზომის კათეტერის მოტანა. იმ შემთხვევაში, თუ მანიპულაციას მარტო ასრულებთ: გაიხადეთ სტერილური ხელთათმანი, დაიბანეთ ხელი, მოიტანეთ შესაბამისი ზომის კათეტერი და მოამზადეთ. ჩაიცვით სტერილური ხელთათმანი და განაგრძეთ მანიპულაცია. 


ნაბიჯი 

ნაზი მოძრაობით გამოსწიეთ კათეტერი უკან, სანამ არ იგრძნობთ წინააღმდეგობას. 




ნაბიჯი 

მოაცილეთ პაციენტს შემოფარგვლა და ფეხზე ლეიკოპლასტირით დაამაგრეთ კათეტერი  ისე, რომ არ ეხებოდეს კანის ზედაპირს. (ნაწოლების პრევენცია)



ნაბიჯი 
მიალაგეთ საპროცედურო არე. სამედიცინო ნარჩენები გდაყარეთ B–ჯგუფს კონტეინერში

ნაბიჯი 

მოიხსენით ხელთათმანი და დაიბანეთ ხელი


ნაბიჯი  
პაციენტის შემოვლის ფურცელში დააფიქსირეთ კათეტერის ჩაყენების დრო და შემსრულებლის ვინაობა. მიუთითეთ მანჟეტის გაბერვისას გამოყენებული ფიზიოლოგიური ხსნარის, ან სტერილური სითხის ზუსტი რაოდენობა. 


შ.ბ. კათეტერიზაცია მამაკაცებში






გვაქვს ორი განსხვავება, ესენია:

1. წმენდა 
მამაკაცებში ჯერ შემოფარგვლაა, შემდეგ წმენდა; ქალებში კი პირიქით, ჯერ წმენდა და შემდეგ შემოფარგვლა.

2. წოლის პოზიცია

ქალებში მოხრილია ქვედა კიდურები, მამაკაცებში კი არა





პაციენტს აუხსენით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კათეტერის თვითნებურად ამოღების მცდელობას.



შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით ვერ ხერხდება ფოლეის ჩადგმა,  გამოიყენება კონდომისებრი კათეტერები (მამაკაცებში), ან ერთჯერადი საცვლები.

                          





No comments:

Post a Comment