Monday, September 9, 2013

α1–ანტიტრიფსინის დეფიციტი (α1AT), ფილტვისა და ღვიძლის დაავადებათა გაზრდილი რისკი; თამბაქოს კვამლის ზემოქმედება



α1AT ის დეფიციტი სერიოზული აუტოსომურ–რეცესიული დარღვევაა, რომელიც იწვევს ფილტვის ქრონიკულ დაავადებას ემფიზემას და ღვიძლის ციროზს. α1AT-ცილა მიეკუთვნებაპროტეაზების ინჰიბიტორების ოჯახს. ასევე წარმოქმნის ელასტაზასთან ქიმიურ ბმას. ელასტაზა გამომუშავდება ქვედა სასუნთქ გზებში, ნეიტროფილებისგან. თეთრკანიანებში α1AT-ი აღენიშნება 500–დან 1 ადამიანს; 2% კი ამ დაავადების მატარებელია. 

α1AT – ის ათობით ალელია დაკავშირებული ფილტვსა და ღვიძლის დაავადებებთან, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია z–ალელის მუტაცია. ამ ფაქტის მიზეზი აუხსნელია. 

Z/Z-ჰომოზიგოტების 17%–ს ნეონატალურ პერიოდში სიყვითლე აქვს და მათ უმეტესობას ღვიძლის ციროზი ემართება. z–ალელის ჰომოზიგოტურობასთან დაკავშირებული დაავადებაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიაც.




α1AT-დეფიციტის გამომწვევ Z–ალელთან ასოცირებული ფილტვის დაავადების დროს ირღვევა წონასწორობა α1AT-სა და ელასტაზას შორის. ეს ხელს უწყობს ელასტინის პროგრესულ დეგრადაციას ალვეოლების კედელში. 

ზოგიერთი ავადმყოფის სამკურნალოდ იყენებენ α1AT-ის ინფუზიას პლაზმაში α1AT-ის დონის აწევის მიზნით.


გარემო ფაქტორების ზემოქმედება
მაგალითისთვის განვიხილოთ თამბაქოს კვამლის ზემოქმედება. Z/Z-გენოტიპის მქონე არამწეველი ინდივიდებისთვის 60%–ია იმის შანსი, რომ 60 წლის ასაკს მიაღწევენ; მწეველებისთვის კი მხოლოდ 10%.

მწეველობის ფაქტორის ახსნა: α1AT-ს აქტიური საიტი დიდი ინტენსივობით იჟანგება ორმხრივი მოქმედებით – სიგარეტის კვამლით და ანთებით პროცესში ჩართული უჯრედების ზეგავლენით

No comments:

Post a Comment