Tuesday, April 5, 2016

სპეციალურ ტერმინთა ლექსიკონი - ა -


- ა -

აგნოზია agnosia – საგანთა, პირთა და მოვლენათა აღქმის უნარის ნაწილობრივი
ან სრული დაკარგვა თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო. არჩევენ
სმენით, მხედველობით, ტაქტილურ და სხვა აგნოზიებს.

აგრაფია agraphia – წერის უნარის მოშლა ან სრული დაკარგვა. ხშირად
ერთვის მეტყველების მოშლას – აფაზიას. აღინიშნება თავის ტვინის ქერქის
შესაბამისი უბნის დაზიანების დროს.


აკომოდაცია accomodacio – შეგუება:
1. თვალის შეგუება სხვადასხვა მანძილისადმი;
2. ქსოვილის ან ორგანოს შეგუება ახალ პირობებთან.

ათეტოზი athetosis – უნებლიე მოძრაობის თავისებური ფორმა; ნელი,
ერთი კუნთიდან მეორეზე გარდამავალი კრუნჩხვა; უფრო ძლიერად არის
გამოხატული კიდურებზე; ვითარდება თავის ტვინის (კონკრეტულად, ზოლიანი
სხეულის) დაზიანების შედეგად.

ამავროზი amaurosi– ორივე ან ცალი თვალის სრული სიბრმავე.

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი sclerosis lateralis amyotrophica (შარკოკოჟევნიკოვის
დაავადება) – ნერვული სისტემის ქრონიკული სპაზმურ-ატროფიული
დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს თავისა და ზურგის ტვინის
მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება. ანთებით-დეგენერაციული (ატროფიული)
პროცესი ძირითადად ლოკალიზდება ტვინის ღეროს მოტორული
ნერვების ბირთვებსა და ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედებში. ზიანდება
როგორც პირამიდული გზა, ისე ვესტიბულურ-სპინალური, ტექტო-სპინალური
და რუბრო-სპინალური გზების ბოჭკოები.

ამნეზია amnesia – მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა.

ანართრია anarthria – არტიკულაციის მოშლა. ავადმყოფი ვერ საუბრობს,
მაგრამ დაწერილსა და სხვის საუბარს კარგად იგებს. მიზეზია არტიკულაციაში
მონაწილე კუნთების (ენის, ტუჩების, სახისა და ხორხის) ფუნქციის მოშლა.

ანგიომა angioma – სისხლძარღვების კეთილთვისებიანი სიმსივნე.

ანევრიზმა aneurisma – სისხლძარღვის შემოფარგლული გაგანიერება,
მისი კედლის გამობერვა (ვითარდება არტერიებში, ვენებში. შედარებით
ხშირია აორტის ანევრიზმა).

ანემია, სისხლნაკლებობა anaemia – დაავადებათა ჯგუფი, რომელსაც
ახასიათებს ერითრო ციტებში ჰემოგლობინისა და სისხლში ერითროციტების
რაოდენობის შემცირება. კლინიკური გამოვლინება: სისუსტე, კანისა და
ლორწოვანი გარსებს სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, მიდრეკილება გულის წასვლისადმი. ანემიას იწვევს სისხლის დაკარგვა, სისხლის წარმოქმნის დარღვევა
და ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ვერლოფის დაავადება).

No comments:

Post a Comment