Friday, April 1, 2016

მოშარდვის აქტის დარღვევა (დიზურია)

 მოშარდვის  აქტის  დარღვევა (დიზურია)  ერთერთ  ყველაზე ხშირ  უროლოგიურ სიმპტომს  წარმოადგენს. ნორმაში ზრდასრული ადამიანი დღეღამეში 4-5ჯერ შარდავს, შარდის მოცულობა ყოველ მოშარდვაზე შეადგენს დაახლოებით 200-250მლ-ს.




მოშარდვის აქტის  დარღვევის  სახეებს  მიეკუთვნება: 
1. პოლაკიურია;
2. სტრანგურია;
3. ნიქტურია;  
4. შარდის შეუკავებლობა (იმპერატიული,  სტრესული, პარადოქსული, ენურეზი); 
5. შარდის  შეკავება (მწვავე, ქრონიკული, პარადოქსული იშურია).

პოლაკიურიამოშარდვის  აქტის  გახშირება.  დამახასიათებელია  ქვედა  საშარდე გზებისა  და  პროსტატის  დაავადებების  დროს. ამ  დროს  მოშარდვის  სიხშირემ დღეღამის  განმავლობაში  შეიძლება  მიაღწიოს 15-20-ს.  შარდვა  მცირე  ულუფებით. ხშირად  თან  ახლავს  მოშარდვის  იმპერატიული  მოთხოვნები.  პოლაკიურიას   შეიძლება   ადგილი  ჰქონდეს სითხის  ჭარბად  მიღებისას,  დიაბეტისა  და თირკმელების ქრინიკული  დაავადებისას,  თუმცა  ამ  დროს  შარდის  ულუფები  მცირე  არ  არის.

სტრანგურია – გაძნელებული,  მტკივნეული  შარდვა,  გამოწვეული  შარდის  ბუშტის  და პროსტატის პათოლოგიებით, რომლებიც  განაპირობებენ ინფრავეზიკალურ ობსტრუქციას.  პაციენტები  განიცდიან  შარდის  ბუშტის  სპაზმურ  შეკუმშვებს,  შარდის მცირე  რაოდენობით  გამოყოფას,  ჭინთვებს  მოშარდვისას,  მტკივნეულ  შარდვასთან ერთად  აღინიშნება  მოშარვის  იმპერატიული  მოთხოვნები.


ნიქტურია – ღამით, დღის შარდის რაოდენობაზე მეტის არსებობა. თან ახლავს გულსისხლძარღვთა  უკმარისობას.
ღამის პოლაკიურია – ღამით  მოშარდვის  აქტის  გახშირება.  თან  ახლავს  პროსტატის ჰიპერპლაზიას, შაქრიან  დიაბეტს, ცისტიტს.





No comments:

Post a Comment