Friday, April 1, 2016

უროდინამიკა

უროდინამიკური კვლევები ქვედა საშარდე  გზების ფუნქციური მდგომარეობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

უროდინამიკური  კვლევებს  განეკუთვნება უროფლოუმეტრია,  
ავსებისა  და  მოშარდვის  ცისტომეტრია, 
ურეთრული  წნევის  პროფილი.

მათი  ჩატარების  ჩვენებაა:
ინფრავეზიკალური  ობსტრუქცია,  შარდის შეუკავებლობა და ნეიროგენული გენეზის მოშარდვის დისფუნქცია.



 უროფლოუმეტრია 
ეს არის კვლევა, რომლითაც ფასდება მოშარდვის აქტის  ინტენსივობა. უროფლოუმეტრია მეთოდურად არის მარტივად ჩასატარებელი (პაციენტი ფიზიოლოგიურ  პოზაში მამაკაცები  ფეხზე  მგომი,  ქალები  დამჯდარი შარდავენ ჩვეულებრივ  უნიტაზში, სადაც  დამონტაჟებულია  სპეციალური ელექტრომოწყობილობა). იგი გამოიყენება სკრინინგისა და მონიტორინგისთვის. იზომება მლ/წმ-ში  ანუ რამდენი მლ შარდი გამოედინება ერთ წამში. შარდის ნორმალური ნაკადის მაჩვენებლებია: კაცებში – 20-25მლ/წმ; ქალებში – 20-30მლ/წმ. ნაკადის დაბალი მაჩვენებლები მიუთითებს ქვედა  საშარდე  გზების ობსტრუქციაზე ან სუსტ დეტრუზორზე.  მაღალი მაჩვენებლები მიანიშნებს შარდის  ბუშტის სპასტიურობასა ან მოშარდვის აქტში აბდომინული კუნთების დამატებით მონაწილეობაზე. შარდის წყვეტილი ნაკადისას სავარაუდოა სფინქტერის სპასტიურობა ან ძალდატანება ურეთრული წინააღმდეგობის გადასალახად.

 – 

ნორმალური  უროფლოუმეტრული  მრუდი:
ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე 28 მლ/წმ;  
შარდის  მოცულობა 342 მლ; 
მოშარდვის  აქტის  ხანგრძლივობა 20 წმ;  

 – 


 – 

 – 


 ცისტომეტრია 
ეს არის შარდის  ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის უროდინამიკური შეფასება. ცისტომეტრია უფრო ინფორმაციულია, როდესაც კეთდება ურეთრის გარეთა სფინქტერისა და მენჯის ფუძის გამოკვლევასთან ერთად. შარდის  ბუშტის ნორმალური ტევადობა არის 300-500მლ. შარდის ბუშტის წნევა ავსების პერიოდში უნდა რჩებოდეს დაბალი მოშარდვამდე. მოშარდვის პირველი სურვილი ჩნდება, როდესაც მოცულობა აღწევს 150-250მლ-ს, მაგრამ დეტრუზორის ავსების წნევა უნდა რჩებოდეს უცვლელი 350-450მლ-მდე  ანუ შარდის  ბუშტის ჭეშმარიტ ტევადობამდე. დეტრუზორის ადრეული შეკუმშვა ფასდება ნორმის დარღვევად და არის მისი ჰიპერრეფლექსიის ან უნებლიე ქმედების შედეგი. შარდის  ბუშტში  მოშარდვის ნორმალური წნევა არ უნდა აღემატებოდეს 30სმ-ს წყლის სვეტისა. ნორმალური მოშარდვისას არ უნდა იყოს ნარჩენი შარდი და იგი სრულდება შეწყვეტის გარეშე.


 ურეთრული წნევა 

ნორმალური მოშარდვა ხორციელდება შარდის ბუშტისა (შეკუმშვა) და ურეთრის (რელაქსაცია) სინერგული ქმედების შედეგად. მოშარდვის დროს მაღალი ბუშტშიდა წნევა მიგვანიშნებს ურეთრის გამოსავლის არანორმალურ რეზისტენტობაზე. რეზისტენტობა იზრდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, ურეთრის სტრიქტურის, შარდის  ბუშტის  ყელის კონტრაქტურის ან ურეთრის გარეთა სფინქტერის სპაზმის დროს. სფინქტერის სისუსტის შემთხვევაში კი ადგილი აქვს დაბალ რეზისტენტობას.



3 comments:

  1. სად უნდა ჩავუტაროთ ბავშვს მზგავსი კვლევა

    ReplyDelete
    Replies
    1. ნებისმიერ ბავშვთა კლინიკაში, სადაც არის უროლოგიური განყოფილება

      Delete
  2. გთხოვთ მიპასუხოთ....სად შეიძლება ჩავიტარო უროდინამიკური კვლევა, ფინანსდება თუ არა იგი სახელმწიფოსგან პენსიონერებისათვის და რა ღირს ეს გამოკვლევა....
    დიდი მადლობა

    ReplyDelete