Sunday, April 3, 2016

თირკმლის ტრავმა



თირკმლის ტრავმა შეიძლება იყოს:
1. ღია (ცეცხლნასროლი, ნაკვეთი) 
2. დახურული. 

დახურული ტრავმა -  უფრო ხშირად ვითარდება ძლიერი დამუხრუჭებისას (ავტოკატასტროფა, სიმაღლიდან ვარდნა), აგრეთვე ბავშვებში.
~ ოპერაციული ჩარევა ხდება დახურული ტრავმის შემთხვევათა 2%-ში. 


ღია ტრავმა - უხშირესად (>60%) კომბინირებულია. 
~ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს შემთხვევათა 50%-ში.


 თირკმლის ტრავმული დაზიანების საერთაშორისო კლასიფიკაცია 




I ხარსხი თირკმლის შერყევა (კონტუზია) ან სუბ-კაფსულური ჰემატომა  პარენქიმის ლაცერაციის გარეშე

II ხარისხი შემოფარგლული არამზარდი პერი-რენული ჰემატომა – თირკმლის პარენქიმის 1 სმ-ზე ნაკლები სიღრმის ლაცერაცია; შარდის ექსტრავაზაციის გარეშე

III ხარისხი თირკმლის პარენქიმის 1 სმ-ზე მეტი სიღრმის ლაცერაცია შარდის ექსტრავაზაციის გარეშე

IV ხარისხი თირკმლის პარენქიმის ღრმა ლაცერაცია (მოიცავს მთლიან სისქის) შემკრები სისტემის დაზიანებით – თირკმლის სეგმენტური არტერიის თრომბოზი პარენქიმის დაზიანების გარეშე

V ხარისხი თირკმლის არტერიის თრომბოზი ინტიმის დაზიანების გამო – თირკმლის პარენქიმის მრავლობითი ღრმა ლაცერაცია (ე.წ. “დაგლეჯილი თირკმელი”) – თირკმლის არტერიის/ვენის დაზიანება (“თირკმლის მოგლეჯა”)


I და II ხარისხის დაზიანება მიიჩნევა, როგორც უმნიშვნელო III, IV და V ხარისხის დაზიანებები კი - როგორც კრიტიკული


ანამნეზის შეკრება. ტრავმის მექანიზმის დადგენა (სწრაფი დამუხრუჭება); ჰოსპიტალში შემოყვანის მომენტში ნორმალური არტერიული წნევის შემთხვევაშიც კი უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი ჰიპოტენზიის ეპიზოდს (<90 მმ.ვწ.სვ.) 

კვლევის მეთოდები. რადიოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენების ჩვენებაა:
1. ღია ტრავმა თირკმლის საპროექციო არეში, მიუხედავად ჰემატურიის ხარისხისა.
2. დახურული ტრავმა მოზრდილებში მაკროჰემატურიით.
3. დახურული ტრავმა მოზრდილებში მიკროჰემატურიით და ჰიპოტენზიის ეპიზოდით  (<90 მმ.ვწ.სვ.)
4. დახურული ტრავმა დამუხრუჭებისას, მიუხედავად იმისა არის თუ არა ჰემატურია.
5. მნიშვნელოვანი ინტრააბდომინური ტრავმა მიკროსკოპული ჰემატურიით.
6. ნებისმიერი ტრავმა ბავშვებში, მიუხედავად ჰემატურიის ხარისხისა.

ღია ტრავმა თირკმლის საპროექციო არეში და არასტაბილური ჰემოდინამიკა მოითხოვს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას გამოსახვითი სადიაგნოზო მეთოდების გამოყენების გარეშე.



ექსკრეტორული უროგრაფია ტრადიციული მეთოდია. არასაკმარისი ინფორმაციის მიღების, მუცლის ღრუს ორგანოების კომბინირებულ დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში უმჯობესია კომპიუტერული ტომოგრაფიის განხორციელება. ეს უკანასკნელი თირკმლის დაზიანების ხარისხის უკეთ შეფასების საშუალებასაც იძლევა. ულტრასონოგრაფიული კვლევა ნაკლებ ეფექტურია.

მკურნალობა. კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა დახურული ტრავმების უმრავლესობაში და ღია ტრავმების დროსაც კი, მივმართოთ კონსერვატულ მკურნალობას (წოლითი რეჟიმი, ანალგეზია, ანტიბაქტერიული თერაპია), თუმცა ამ შემთხვევებში აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება. ოპერაციის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს: მზარდი ჰემატომა, ჰიპოტენზია მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, პულსირებადი ჰემატომა. ოპერაციისადმი შედარებით ჩვენებას წარმოადგენს: შარდის მნიშვნელოვანი ექსტრავაზაცია. მცირე ექსტრავაზაციისას შესაძლებელია დაკვირვება ან შარდსაწვეთის სტენტირება.

No comments:

Post a Comment