Friday, April 1, 2016

გენიტალური სიმპტომები; ეაკულაციის დარღვევები; ერექციის დარღვევები; სპერმატოგენეზის ცვლილებები; ურეთრორაგია


 ეაკულაციის და ერექციის დარღვევები 

ეაკულაციის დარღვევები. ეაკულატის არარსებობის  ან   რეტროგრადული ეაკულაციის (ეაკულატის  გადასვლა შარდის  ბუშტში) მიზეზებია: 
1. ანდროგენების დეფიციტი; 
2. სიმპატიკური დენერვაცია;
3. ფარმაკოლოგიური აგენტები;
4. შარდის  ბუშტის ყელსა და პროსტატაზე ჩატარებული ოპერაციები.  



სიმპატექტომიამ ან სათესლე ჯირკვლის კიბოს გამო ჩატარებულმა რეტროპერიტონულმა ლიმფადენექტომიამ, შეიძლება დააზიანოს პროსტატისა და სათესლე ჯირკვლის აუტონომიური ინერვაცია, რის შედეგადაც გაქრება გლუვი კუნთების შეკუმშვა და სპერმის  დაღვრა  ორგაზმის დროს. ფარმაკოლოგიური პრეპარატების (ალფა-ადრენერგულის ანტაგონისტები) გამოყენებისას  შეიძლება არ  მოხდეს  ბუშტის ყელის დახურვა,  რაც განაპირობებს  რეტროგრადულ ეაკულაციას.  იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ბუშტის ყელზე ან პროსტატის ურეთრალურ ნაწილზე ქირურგიულ ჩარევას.

ერექციის დარღვევები. 60 წელს  გადაცილებულ  მამაკაცების 20% უჩივის სექსუალურ დარღვევებს, ლიბიდოს დაქვეითებას,  არასაკმარის ერექციასა ან  მის  არარსებობას.


 სპერმატოგენეზის  ცვლილებები

სპერმოგრამა – ნორმა
მოცულობა > 2,0 მლ
pH 7,0-8,0
სპერმატოზოიდების  რაოდენობა  1 მლ-ში  > 20 მილიონი
სპერმატოზოიდების  რაოდენობა  მთელ  ეაკულატში > 40 მილიონი
ცოცხალი  სპერმატოზოიდების  რაოდენობა   80-90%
მკვდარი სპერმატოზოიდების  რაოდენობა      10-20%
ნორმოკინეზისი 80-90%
ჰიპოკინეზისი 10-20%
აკინეზისი 0%
ნორმალური  ფორმები 80-90%
ახალგაზრდა  და  პათოლოგიური  0%
      

* * * 

ასპერმატიზმი - ეაკულატის  არარსებობა;

აზოოსპერმია - ეაკულატში  სპერმატოზოიდების  არარსებობა;

ოლიგოზოოსპერმია - ეაკულატში  მოძრავი სპერმატოზოიდების  რაოდენობის შემცირება (30%-ზე ნაკლები);

ასტენოზოოსპერმია - მოძრავი  სპერმატოზოიდების  არასაკმარისი  რაოდენიბა (50%-ზე ნაკლები);

ტერატოზოოსპერმია - სპერმატოზოიდების  პათოლოგიური  ფორმების  სიჭარბე (70 %-ზე  მეტი);

ნეკროსპერმია - უმოძრაო,  მკვდარი  სპერმატოზოიდების  არსებობა;

ურეთრორაგია  – მოშარდვის აქტის გარეშე ურეთრიდან  სისხლის  გამოყოფა. აღინიშნება  ურეთრის  სიმსივნის,  მისი  ტრავმული  დაზიანების  დროს.

პროსტატორეა – ურეთრიდან  პროსტატის სეკრეტის  გამოყოფა  მოშარდვის  აქტის   ბოლოს  ან  დეფეკაციის  დროს  სპერმატოზოიდების  გარეშე.  გვხვდება  ქრონიკული ბაქტერიული  პროსტატიტის  ან  სქესობრივი ცხოვრებისგან  ხანგრძლივი  თავშეკავების დროს.

სპერმატორეა – სათესლე  სითხის  გამოყოფა  ერექციის,  ორგაზმის  და  ეაკულაციის გარეშე,  ზურგის  ტვინის  მძიმე  დაზიანების  დროს.

ჰემოსპერმია  სისხლიანი ეაკულატი. შესაძლებელია თან  ახლდეს პროსტატის ანთებით დაავადებებს,  პროსტატის ტუბერკულოზს ან პროსტატის კიბოს.

No comments:

Post a Comment