Friday, April 1, 2016

შარდის რაოდენობრივი ცვლილებები; ანურიისა და პოლიურიის გამომწვევი მიზეზები (პრერენული; ინტრარენული; პოსტრენული)


ჯანმრთელი ადამიანი დღეღამის  განმავლობაში საშუალოდ 1500მლ შარდს გამოყოფს. დღეღამის  განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობა (დიურეზი) დამოკიდებულია მიღებული სითხის რაოდენობასა და საკვებზე. ნორმაში შარდი არის გამჭირვალე მოთეთრო-მოყვითალო ფერის,  რომლის ხვედრითი წონა მერყეობს 1005დან 1025მდე.


 შარდის  რაოდენობრივ ცვლილებებს  მიეკუთვნება: 

ანურია – როდესაც   არ  ხდება  თირკმელების  მიერ შარდის  ექსკრეცია  ან  თირკმელების  მიერ  გამომუშავებული  შარდის  გადასვლა  შარდის  ბუშტში.   ანურიის   დროს   შარდის  დღეღამის  საერთო რაოდენობა(დიურეზი)  არ  აღემატება  100  მლ-ს.

ოლიგურია – დიურეზის  შემცირება  500 მლ-მდე.

პოლიურია – დიურეზის  პათოლოგიური  მატება, როდესაც  მისი  რაოდენობა  აღემატება 2000 მლ-ს.



ანურიის  და  ოლიგურიის  გამომწვევი  მიზეზები  იყოფა  სამ  ჯგუფად:

1. პრერენული:  ჰიპოვოლემია (სისხლდენა, წყლისა და ელექტროლიტების კარგვა), გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობა (გულის უკმარისობა, ჰეპატო-რენული სინდრომი),  თირკმელების  სისხლის  მიმოქცევის მწვავე  მოშლა (თირკმლის  არტერიის ან  ვენის  მწვავე  ოკლუზია,  შოკი,  კოლაფსი).

2. ინტრარენული:  ჰემოდინამიური დაზიანების გახანგრძლივება (პრერენულის დროს აღწერილი მდგომარეობების დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში),  ტოქსემია (ჰემოლიზი,  მიოლიზი,  მედიკამენტები), თირკმლის პარენქიმული დაავადებები (მწვავე ინტერსტიციური ნეფრიტი, სწრაფადპროგრესირებადი გლომერულონეფრიტი, ვასკულიტი, თრომბოტული მიკროანგიოპათია  და სხვ.).

3. პოსტრენული:  ზედა  საშარდე  გზების (თირკმელები, შარდსაწვეთი) მექანიკური ობსტრუქცია  კენჭებით,  სიმსივნით,  გინეკოლოგიური  ოპერაციებისას  შარდსაწვეთის ქვედა  სეგმენტების  ლიგირება,  პროსტატის  ჰიპერპლაზია, შარდის  ბუშტის ინვაზიური სიმსივნე.

პოლიურია  ახასიათებს  შაქრიან და უშაქრო დიაბეტს.  პოლიურია ასევე  ვითარდება ოლიგოანურიის  დროს - მისი  გამომწვევი  საშარდე  გზების ობსტრუქციის  მოხსნის, შარდის  პასაჟის  და  თირკმლის  ფუნქციის  აღდგენის  პერიოდში (პოლიურიის  ფაზა).

No comments:

Post a Comment