Friday, April 1, 2016

ტემპერატურის მომატება და წონის კლება შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების დროს

სხეულის  ტემპერატურის  მომატება დამახასიათებელია საშარდე ორგანოების ანთებადი  და სიმსივნური დაავადებებისთვის.  მაღალი ტემპერატურით (38-40c) მიმდინარეობს  მწვავე პიელონეფრიტი,  პარანეფრიტი, მწვავე  პროსტატიტი  და   ორქოეპიდიდიმიტი.  საშარდე გზების  ობსტრუქცია, შარდის  ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი,  ინფიცირებული შარდის  პირობებში  იწვევს  უეცარ  შემცივნებას  და ტემპერატურის  მატებას.  სუბფებრილური  ტემპერატურა თან  ახლავს  ქრონიკულ პიელონეფრიტს,  საშარდე  გზების ტუბერკულოზს,  ქრ. ორქოეპიდიდიმიტს,   თირკმლის სიმსივნეს,  თუმცა  ამ  შემთხვევევბშიც  შესაძლებელია ტემპერატურის მატება  მაღალ  ციფრებამდე.



პაციენტის  სხეულის   წონაში დაკლება  ხდება  საშარდე ორგანოების შორსწასული ინოპერაბილური სიმსივნური  პათოლოგიების  დროს (თირკმლის,  პროსტატის, შარდის ბუშტის, სთესლე ჯირკვლების,  ასოს  და სხვ.)  და უკმარისობით  მიმდინარე თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს.




No comments:

Post a Comment