Friday, April 1, 2016

პროტეინურია

პროტეინურია – შარდში ცილის არსებობაა.  ცილის  შემცველობა შარდში  ნორმაში  არ უნდა  აღემატებოდეს 0,033 გ/ლ. პროტეინურია შესაძლებელია იყოს ჭეშმარიტი (თირკმლისმიერი)  და ცრუ (არათირკმლისმიერი).



წარმოშობის  მიხედვით  ჭეშმარიტი პროტეინურია  არის  ფუნქციური და ორგანული. ფუნქციურ პროტეინურიას  მიეკუთვნება:

1. ახალშობილთა ფიზიოლოგიური პროტეინურია, რომელიც დაბადებიდან 4-10 დღეში გაივლის;
2. ორთოსტატიული ალბუმინურია, რომელიც  გვხვდება მოზარდებში და
ვლინდება მხოლოდ ფეხზე დგომის დროს;
3. ტრანზიტორული  - განვითარებული მძიმე ანემიის,  დამწვრობის, ტრავმების,
მძიმე ფიზიკური დატვირთვის, ცილით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ;
ორგანული (თირკმლისმიერი) პროტეინურია  დამახასიათებელია  თირკმლების პათოლოგიისთვის (ნეფრიტი,  გლომერულონეფრიტი, ორსულთა  ნეფროპათია), როდესაც გორგლების  დაზიანებული  მემბრანების  გავლით  ხდება ცილების ფილტრაცია.

ცრუ  (არათირკმლისმიერი) პროტეინურიის დროს,  ცილის  არსებობის  მიზეზია საშარდე  გზების სხვადასხვა  დაავადებებისას (შარდკენჭოვანი  და  ანთებითი დაავადებები,  ტუბერკულოზი, სიმსივნეები) შარდში ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიების არსებობა.

თირკმლის  სპეციფიური  და  არასპეციფიური  ანთებითი  დაავადებებისას  შარდში ცილის  შემცველობა არ აღემატება  1 გ/ლ.  ცილის  შემცველობის  მატება  მიმანიშნებელია თირკმელების  გლომერულების  კიდევ  უფრო  ღრმა  დაზიანებაზე.

No comments:

Post a Comment