Sunday, January 12, 2014

ხველა, მისი სახეები, წარმოქმნის მექანიზმი

სასუნთქი სისტემის დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ადამიანი
შეიძლება უჩიოდეს:
ხველა (Tussis) რთული რეფლექსური აქტია, რომელიც მიმართულია სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულს, ან პათოლოგიური პროცესის დროს დაგროვილ სხვადასხვა ნივთიერების ელიმინაციისკენ (მტვერი, ლორწო, ბაქტერიები, სისხლი, ჩირქი). 

ხველის მექანიზმი. ორწამიანი ღრმა ჩასუნთქვის და ფილტვებში რაც შეიძლება მეტი ჰაერის შესვლის შემდეგ ერთბაშად ვითარდება გაძლიერებული ამოსუნთქვითი მოძრაობა მუცლის კუნთების დახმარებით. მას 140მმ. ვერცხლისწყლის სვეტის ტოლი წნევის, ჩვეულებრივზე 2–5–ჯერ სწრაფი ჰაერის ნაკადის განვითარება და მანამდე დახურული მბგერავი ნაპრალის გახსნა მოჰყვება. წნევის ეს ძალა ხორხამდე და პირის ღრუმდე ამოაგდებს გამღიზიანებელს.