Sunday, June 7, 2015

ღვიძლი

ღვიძლი (hepar) ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია. მოზრდილებში მისი წონა დაახლოებით 1.5კგ-ია.  ცოცხალი ორგანიზმის ღვიძლის წონა ბევრად მეტია, რადგან იგი დიდი რაოდენობით სისხლს შეიცავს, ამავე მიზეზით, ცოცხალი ორგანიზმის ღვიძლი წითელი ფერისაა,  სიკვდილის შემდეგ კი იღებს მოყავისფრო შეფერილობას. 




ღვიძლის ანატომია და ტოპოგრაფია

ღვიძლი მდებარეობს მუცლის ღრუში, ასიმეტრიულად - 3/4 მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, 1/4 საკუთრივ მუცლისზედა (ეპიგასტრიუმი) მიდამოში. 


ღვიძლს საკმაოდ რთული ფორმა აქვს, რის გამოც რაიმე გეომეტრიულ სხეულთან მისი შედარება  გაძნელებულია.


ღვიძლზე განირჩევა დიაფრაგმის და ვისცერული ზედაპირები.


* დიაფრაგმის ზედაპირი

ღვიძლის დიაფრაგმის ზედაპირი ეხება დიაფრაგმას და მთლიანად იმეორებს მისი გუმბათის სიმრუდეს. სწორედ დიაფრაგმის გუმბათისებრი ფორმის გამო აღნიშნული ზედაპირი იყოფა ოთხ ნაწილად, ეს ნაწილებია:

1. ზედა ნაწილი (pars superior)
2. წინა ნაწილი (pars anterior)
3. მარჯვენა ნაწილი (pars dextra)
4. უკანა ნაწილი (pars posterior) ე.წ შიშველი არე



დიაფრაგმის ზედაპირი სადაა, მის ზედა მარცხენა უბანზე აღინიშნება გულის ჩანაჭდევი (impressio cardiaca).



* ვისცერული ზედაპირი

ღვიძლის

No comments:

Post a Comment