Saturday, November 30, 2013

მუცლის დაყოფა მიდამოებად


მუცლის ღრუს ორგანოების სხეულის ზედაპირზე პროეცირების მიზნით მუცელი იყოფა მიდამოებად. ამისთვის, მუცლის მიდამოს წინა კედელზე ავლებენ ორ ჰორიზონტალურ და ორ ვერტიკალურ ხაზს.

ზედა ჰორიზონტალურ ხაზს – ავლებენ X ნეკნების ყველაზე დაბალწერტილებს შორის.

ქვედა ჰორიზონტალურ ხაზს – ავლებენ თეძოს წინა ზედა წვეტებს შორის.

ამ ორი ჰორიზონტალური ხაზით გამოიყოფა შემდეგი მიდამოები:

  1. მუცლის ზედა ნაწილი – ეპიგასტრიუმი (epigastrium). მდებარეობს ზედა ჰორიზონტალურ ხაზსა და შუასაძგიდს შორის.
  2. მუცლის შუა ნაწილი – მეზოგასტრიუმი (mesogastrium). მდებარეობს ზედა და ქვედა ჰორიზონტალურ ხაზებს შორის.
  3. მუცლის ქვედა ნაწილი – ჰიპოგასტრიუმი (hypogastrium). მდებარეობს ქვედა ჰორიზონტალურ  ხაზსა და საზარდულის ნაოჭებს შორის.




No comments:

Post a Comment