Friday, November 29, 2013

მუცლის მიდამოს და მუცლის ღრუს საზღვრები; მუცლის ფორმა

მუცლის მიდამოს საზღვრები

ზედა საზღვარი:
  1. ნეკნთა რკალი
  2. XI ნეკნის ბოლო
  3. XII ნეკნი
ქვედა საზღვარი:
  1. თეძოს ქედი
  2. საზარდულის ნაოჭი
  3. ბოქვენის სიმფიზის კიდე

მუცლის ღრუს საზღვრები

ზედა საზღვარი:
  1. შუასაძგიდი, seu დიაფრაგმა
ქვედა საზღვარი:
  1. სასაზღვრო ხაზებზე გავლებული (linea terminalis) სიბრტყით, რომლის ქვემოთაც მცირე მენჯი მდებარეობს
მუცლის ფორმა

მუცლის ფორმა  დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, კონსტიტუციურ ტიპზე, წონაზე.
ასაკი: ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის მუცელი განიერია ზედა ნაწილში, რაც განპირობებულია ამ ასაკში ღვიძლის შედარებით დიდი მოცულობით. სქესი: მამაკაცის მუცელი განიერია ზედა ნაწილში, ქალისა კი ქვედა ნაწილში. კონსტიტუციური ტიპი: ბრაქიმორფული კონსტიტუციური ტიპი – განიერგულმკერდიანი და ვიწრომენჯიანი სუბიექტი (მუცელი განიერია ზედა ნაწილში); დოლიქომორფული კონსტიტუციური ტიპი – ვიწროგულმკერდიანი და განიერმენჯიანი სუბიექტი (მუცელი განიერია ქვედა ნაწილში). 


No comments:

Post a Comment