Tuesday, November 5, 2013

პათოფიზიოლოგიის არსი; მიზანი და შემადგენელი ნაწილები


 ● არსი
პათოფიზიოლოგია შეისწავლის დაავადების წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებს. ის წარმოადგენს ექიმის სისტემური კლინიკური აზროვნებისა და პროფესიული მოქმედების ფორმირების თეორიულ ბაზას. პათოფიზიოლოგია მუდმივად განახლებადი მეცნიერებაა, ვინაიდან დაკავშირებულია კლინიკური და ექსპერიმენტული მონაცემების განუწყვეტლივ დაგროვებასთან, ასევე ორგანიზმის ნორმალური და პათოლოგიური ცხოველქმედების კანონზომიერებების ახალ აღმოჩენებთან.

● მიზანი
  1. დაავადებისწარმოშობისა და განვითარების მექანიზმის (პათოგენეზი) აღმოცენა და შესწავლა;
  2. დაავადებისა და პათოლოგიური პროცესის ლიკვიდირება;
  3. სანოგენეზი (დარღვეული ფუნქციების აღდგენა);
  4. პათოფიზიოლოგია პრევენციული მედიცინის საფუძველია.

● შემადგენელი ნაწილები
პათოფიზიოლოგიის კურსი შედგება 3 ნაწილისგან:
  1. ზოგადი პათოფიზიოლოგია, რომელიც მოიცავს 2 კომპონენტს. ესენია:
    ნოზოლოგია (nosos-დაავადება) - ზოგადი სწავლება დაავადების შესახებ. ამ ნაწილში განიხილება დაავადების არსი, სტადიები, კლასიფიკაცია, პათოგენეზი, ორგანიზმსა და გარემოს ურთიერთკავში, მემკვიდრეობითობა, რეაქტიულობა, იმუნური სისტემის როლი პათოლოგიაში და სხვა.
    ტიპობრივი პათოლოგიური პროცესები - ამ ნაწილში განიხილება ის პროცესები, რომლებიც საფუძვლად უდევს მრავალ დაავადებას: ანთება, ცხელება, სიმსივნეები, ჰიპოქსია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა.ამ პროცესების მინდინარეობა არ არის დამოკიდებული გამომწვევი ფაქტორების სპეციფიკურობაზე, არამედ არის პროცესები რომელთაც წარმოწმნის მიზეზისა და ლოკალიზაციის მიუხედავად ერთი და იგივე კანონზომიერებები ახასიათებთ.
  2. კერძო პათოფიზიოლოგია განიხილავს ცალკეული ორგანოებისა და სისტემების (საჭმლის მომნელებელი, გულ–სისხლძარღვთა, ენდოკრინული და სხვ.)  პათოლოგიის  განვითარების მექანიზმებს.
  3.  კლინიკური პათოფიზიოლოგია დაავადების პათოგენეზს შეისწავლის უშუალოდ დაავადებულ ადამიანზე დაკვირვების დროს.

No comments:

Post a Comment