Wednesday, July 22, 2015

პათოფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები

პათოფიზიოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდი, პათოფიზიოლოგიური პროცესის, დაავადების მოდელირებაა. კვლევის დროს სპეციალისტი იყენებს შემდეგ მეთოდებს: 

1. ექსპერიმენტი ცოცხალ ობიექტებზე – პათოლოგიური პროცესების და დაავადების მოდელირება სხვადასხვა ცხოველზე (მათ ორგანოებზე, ქსოვილებზე, უჯრედებზე და სუბუჯრედულ სტრუქტურებზე), შემდეგ კი განვითარებული დარღვევების ექსპერიმენტული თერაპია. ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ პათოლოგიური პროცესების განვითარებას დინამიკაში, ასევე შეგვიძლია ორგანიზმზე ისეთი ზემოქმედება, რომელიც დაუშვებელია კლინიკაში, მაგ: ტრავმა, რადიაციული დასხივება, ახალი სამკურნალო საშუალებების გამოცდა და სხვ. აღსანიშნავია, რომ დაავადების
ექსპერიმენტული მოდელი სრულად ვერ ასახავს ადამიანის ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს, რადგან ნებისმიერ ცხოველთან შედარებით, ადამიანის ორგანიზმი განვითარების ბევრად უფრო მაღალ საფეხურზეა. ასევე შეუძლებელია ცხოველში ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა და შესწავლა.

2. კლინიკური კვლევის მეთოდი – გულისხმობს ფუნქციურ–დიაგნოსტიკური გამოკვლევას თანამედროვე ხელსაწყოებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

3. ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდები – თანამედროვე გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით. 

4. კვლევის შედეგების თეორიული ანალიზის მეთოდი – მეცნიერული ჰიპოთეზების,  შეხედულებისა და კონცეფციების ფორმირებაა. 

No comments:

Post a Comment