• ადგილობრივი და გენერალიზებული რეაქციები.
დაავადების პათოგენეზის ანალიზისთვის აუცილებელია პათოლოგიაში ზოგადს და ადგილობრივს შორის ურთიერთთანაფარდობის სწორი გააზრება.

მთლიან ორგანიზმში, აბსოლუტურად ლოკალური პათოლოგიური პროცესი არ არსებობს, რადგან პროცესში, მეტ-ნაკლებად, მთლიანი ორგანიზმი ჩაერთვება.
• სპეციფიკური და არასპეციფიკური მოვლენები
ნებისმიერი ავადმყოფობის დროს შეგვიძლია განვასხვაოთ სპეციფიკური და არასპეციფიკური მოვლენები. სპეციფიკურია მოვლენები, რომლებიც ახასიათებს მხოლოდ ერთ გარკვეულ ავადმყოფობას, ან ავადმყოფობათა გარკვეულ ჯგუფს. არასპეციფიკური მოვლენები კი შესაძლოა მრავალ დაავადებას ახასიათებდეს. მაგ: ანთება, სისუსტე და სხვ.
No comments:
Post a Comment