Saturday, January 11, 2014

რემისია; რეციდივი; გართულება; ტერმინალური მდგომარეობა

რემისია (Remissio - შემცირება, შესუსტება)  - ავადმყოფური მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესება, ნაწილობრივი უკუგანვითარება ან სრული გაქრობა. როგორც წესი, რემისია იცვლება რეციდივით. (Recidives - განმეორებადი). რემისია შეიძლება განვითარდეს სპონტანურად, ან მკურნალობის შედეგად, სრული გამოჯანმრთელების გარეშე. რეციდივის დროს დაავადების კლინიკური სურათი მეორდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მისგან სრულიად განსხვავებული გამოვლენაც არის შესაძლებელი.

გართულება (Complicatio) არის მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დამამძიმებელი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ძირითად დაავადებას და ამძიმებს მის მიმდინარეობას. გართულებას აგრეთვე მიაკუთვნებენ იმ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება განვითრადეს სხვადასხვა მანიპულაციებისა და მედიკამენტური თერაპიის შედეგად. (ე.წ. იატროგენები)

ტერმინალური მდგომარეობა - არის ორგანიზმის კვდომის პროცესი, რომლის დროსაც სიცოცხლის შეწყვეტა ხდება ეტაპობრივად, თანდათან, უეცარი სიკვდილის დროსაც კი.