Saturday, January 11, 2014

უჯერდის ნეკროზი, აპოპტოზი; მათი განვითარების მექანიზმი

უჯრედი იღუპება, როგორც პათოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს.

გამოყოფენ უჯრედის ორი სახის სიკვდილს: აპოპტოზს და ნეკროზს. ნეკროზი - დაზიანებული უჯრედის შეუქცევადი სიკვდილია. ნეკროზს წინ უსწრებს პარანეკროზი  (შექცევადი სტრუქტურული და მეტაბოლური ცვლილებები უჯრედში) და ნეკრობიოზი. ნეკრობიოზის დროს უჯრედში განვითარებული შეუქცევადი  ცვლილებები იწვევენ ნეკროზს. ნეკროზული უჯრედი განიცდის დესტრუქციულ ლიზისს. 
აპოპტოზი არის თვითლიკვიდაციის პროცესი, რომელსაც განაპირობებს საკუთრივ ამ უჯრედში წარმოქმნილი ინფორმაციული სიგნალი.

განვითარების მექანიზმი

ნეკროზის მიზეზია უჯრედის დაზიანება (ჰიპოქსია, ph-ის მკვეთრი გადახრა, მემბრანის დაზიანება და სხვ.) ნეკროზის დროს უჯრედი გაჯირჯვდება, მემბრანა გაიგლიჯება და უჯრედის შიგთავსი გადმოიღვრება გარემოში. აღინიშნება ჰიპერნეკროზული ანთება. 

აპოპტოზის მიზეზია უჯრედში წარმოქმნილი ინფორმაციული სიგნალი. აპოპტოზის საწყისი ეტაპი ბირთვში იწყება. ენდონუკლეაზების გავლენით ვითარდება ქრომატინის კონდენსირება, ბირთვის ფრაგმენტიზაცია. ეს ფრაგმენტები წყდება და გამოდის უჯრედის გარეთ ''აპოპტოზური სხეულაკების'' სახით. უჯრედის მემბრანა კარგავს მიკრობუსუსებს და ჩნდება ბუშტუკისმაგვარი წარმონაქმნები. უჯრედი მრგვალდება და მცირდება მოცულობაში. 

ცილა p53 ასტიმულირებს გადაგვარებული, მათ შორის მალიგნიზებული (გაავთვისებიანებული) უჯრედების აპოპტოზს. 

No comments:

Post a Comment