Saturday, January 11, 2014

პათოგენეზი; მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და მანკიერი წრე

● პათოგენეზი

პათოგენეზი (Pathos-ტანჯვა Genesis-წარმოშობა) - სწავლებაა დაავადების პათოლოგიური პროცესბის წარმოშობის, მიმდინარეობისა და გამოსავალის მექქნიზმის შესახებ. კერძო პათოგენეზი შეისწავლის კონკრეტულ ნოზოლოგიურ ფორმებს. ზოგადი პათოგენეზი კი პათოლოგიურ პროცესს და დაავადების ჯგუფებს (ინფექციური დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები და სხვ.)

● მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
ზოგჯერ, პირველადი დაზიანების შედეგი ახალი დაზიანების წყარო ხდება, რომელიც თავის მხრივ შემდგომ დაზიანებას იწვევს. ამგვარად, პროცესში ერთვება მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ რიგის პათოგენეზური ფაქტორები. იქმნება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის რთული ჯაჭვი.


● მანკიერი წრე


ეტიოლოგიური ფაქტორის უშუალო ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, სხვა, ახალი ცვლილებების მიზეზი ხდება, უკანასკნელი კი შემდგომ დაზიანებას იწვევს და ა.შ. ხშირად, ასეთ პროცესთა ჯაჭვი კვლავ თავდაპირველი, ან შედარებით ადრეული დაზიანების გაღრმავებას იწვევს და ყალიბდება ე.წ მანკიერი წრე.

მაგ. სისხლდენა იწვევს ცირკულაციაში მყოფი სისხლის მასის შემცირებას, რასაც მოჰყვება არტერიული წნევის დაქვეითება, ქსოვილების პერფუზიის შემცირება და ჰიპოქსია. ჰიპოქსიის გამო ზიანდება მიოკარდიუმი, მცირდება გულის სისტოლური მოცულობა, რაც კვლავ არტერიული წნევის დაქვეითებას გამოიწვევს.