Sunday, January 12, 2014

ტკივილი გულმკერდის არეში, მისი სახეები და წარმოქმნის მექანიზმი

სასუნთქი სისტემის დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ადამიანი შეიძლება უჩიოდეს:




გულმკერდის არეში ტკივილს განასხვავებენ წარმოშო–ბის, ლოკალიზაციის, ხასიათის, ინტენსივობის და ხანგრძლივობის მიხედვით. 

წარმოშობის  მიხედვით განირჩევა:
1.პლევრისა და ფილტვების დაავადების მიზეზით გამოწვეული ტკივილი;
2. უშუალოდ გულმკერდის კედელში პათოლოგიური პროცესის არსებობის მიზეზით გამოწვეული ტკივილი (პერიოსტიტი, მიოზიტი, ნევრალგია);
3. სხვა ორგანოების დაავადების (საჭმლის მომნელებელი, გულ–სისხლძარღვთა) დროს რეფლექტორულად წარმოქმნილი ტკივილი.

გულმკერდის არეში ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია პლევრის დაზიანება. ფილტვის ქსოვილის დაზიანება ტკივილს არ იწვევს. პლევრის პარიესული და ვისცერული ფურცლები შეიცავენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, სწორედ მათი გაღიზიანება იწვევს ტკივილს. ნერვული დაბოლოებების გაღიზიანების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პლევრის ფურცლების ზედაპირზე ფიბრინოზული ნადების გამო უსწორმასწორობათა შექმნა. პლევრის ტკივილი ძლიერდება სუნთქვის და/ან ხველის დროს.   

პლევრის ტკივილი გვხვდება: 

  • მშრალი პლევრიტის დროს;
  • ექსუდაციური პლევრიტის დასაწყისში და დამთავრებისას;
  • კრუპოზული პნევმონიის დროს;
  • ფილტვის ინფარქტის შემთხვევაში;
  • ტუბერკულოზის დროს;
  • პლევრაში სიმსივნის ჩაზრდისას.