Saturday, January 11, 2014

ქირურგიის განვითარების ისტორია საქართველოში


საქართველოში უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო ქირურგიული და თერაპიული დახმარების სხვადასხვა ხერხი. ჩვენამდე მოღწეულია, XI-XII საუკუნეებში შექმნილი, პირველი სამედიცინო ხელნაწერი წიგნები - ქანანელის “უსწორო კარაბადინი“, და ხოჯა-ყოფილის ‘’წიგნი სააქიმო“.  

ამ პერიოდში მკურნალებს განასხვავებდნენ  მათი საქმიანობის მიხედვით: „დოსტაქარი“-ქირურგი, “მეშირიმე“-უროლოგიურ დაავადებათა მკურნალი, “ოსტატი-დედაკაცი“-მეანი.

* * *
მონღოლთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ,  XVI-XVII საუკუნეებში, განახლდა სამედიცინო საქმიანობა, რასაც მოწმობს ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის “სამკურნალო წიგნი-კარაბადინი“ და დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“.

* * *
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოყალიბდა სამხედრო და სამოქალაქო სამედიცინო უწყებანი. 1808 წელს თბილისში შეიქმნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელსაც ჩეხი კლინიცისტი - პრიბილი ხელმძღვანელობდა. 
1864 წელს, თბილისის საიმპერატორო კავკასიის სამედიცინო საზოგადოების დაარსებამ, უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინისა და სამეცნიერო ქირურგიის განვითარებაში, 
საქართველოში,ისევე როგორც მთელს მსოფლიოში,თანამედროვე ქირურგიას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნეში.

* * *

XX საუკუნის რუსეთის იმპერიაში წარმატებით მოღვაწეობდა 5 ქართველი მეცნიერი-ქირურგი,მუხაძე, გირგოლავი, მაჭავარიანი, ჯანელიძე, და კახიანი.

1910-იანი წლების დასაწყისში,სანკტ-პეტერბურგში,ჯანელიშემ მსოფლიოში პირველად,ხოლო თბილისელმა ქირურგმა ვესელოვზოროვმა სა-ში პირველმა გაკერეს აორტისა და გულის ჭრილობები. 

* * *

საქ-ში ქირურგიის განვითარების ახალი ეტაპი 1918 წ.თსუ-ს დაარსებით იწყება სადაც მუხაძემ ჩამოაყალიბა ზოგადი ქირურგიის კათედრა.

1930იან წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

1940იან წლებში საქ-ში შეიქმნა დარგობრივი მიმართულების ქირურგიული  პროფილის სპეციალიზებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები,სადაც მაღალ დონეზე მიმდინარეობდა კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევები.აღსანიშნავია ტრავმატოლოგიის,ონკოლოგიის,უროლოგიის,ყელ-ყურ-ცხვირის ინსტიტუტები.  პოსტდიპლომურ განათლებაში შედიოდა პირველადი სპეციალიზაცია,კვალიფიკაციის ამაღლების კურსები,ქირურგიაში ორწლიანი კლინიკური ორდინატურა.რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში სტაციონარებთან ერთად ფუნქციონირებდნენ მრავალპროფილიანი პოლიკლინიკები.გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას ემსახურებოდა სამედიცინო საავტომობილო და საავიაციო ტრანსპორტი.