Saturday, January 11, 2014

ეტიოლოგია; მონოკაუზალიზმი; კონდიციონალიზმი; თანამედროვე შეხედულება; ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია


ეტიოლოგია არის სწავლება დაავადების წარმოშობის მიზეზების, მისი აღმოცენების და პირობების შესახებ. დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ, მეცნიერების განვითარების სხვადასხვა დონეზე ყალიბდებოდა განსხვავებული აზრები.


მონოკაუზალიზმი - XIX-საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. ამ ტეორიის მიხედვით დაავადებას, მისი მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზი აქვს და არ არსებობს ორგანიზმზე სხვა ფაქტორების ზეგავლენა, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ან შეუშალონ დაავადების მიზეზის მოქმედებას.

კონდიციონალიზმი - ჩამოყალიბდა XX საუკუნეში, ფერვორნის მიერ. ამ თეორიის მიხედვით, დაავადება მრავალი პირობის ურთიერთშერწყმის შედეგია, ყველა პირობა თანაბარმნიშვნელოვანია და არ არსებობს კონკრეტულად ერთი მთავარი პირობა, მიზეზი, რმელიც ავადმყოფობის ძირითადი გამომწვევია.


თანამედროვე შეხედულება - თანამედროვე შეხედულების თანახმად, დაავადებას თავისი მიზეზი აქვს, რომლის გარეშეც ის არ აღმოცენდება. ეს მიზეზი განსაზღვრავს დაავადების სპეციფიკურობას. არანაკლებ მნიშვნელოვანია პორობებიც, რომლებიც მოქმედებენ დაავადების გამომწვევ ფაქტორზე. მიზეზი და პირობა უნდა იყოს განხილული ერთიანბაში. აღსანიშნავია, რომ მიზეზი ერთია, პირობა კი მრავალი. არსებობს პირობები რომლებიც ხელს უწყობენ, ან რომლებიც ეწინააღმდეგებიან დაავადების განვითარებას. (ასაკი, სქესი, მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა და სხვ.)

* * *
მკვლევართა ნაწილის აზრით, პოლიეტიოლოგიური დაავადება არ არსებობს და ამ ტერმინის ქვეშ იმალება დაავადების გამომწვევი მიზეზის არცოდნა.



ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია -  ფსიქოანალიზის ფუძელდებელია ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი,  ფსიქოლოგი და ნევროლოგი ზიგმუნდ ფროიდი. მისი აზრით, ადამიანის ქცევასა და შეცნობილ სურვილებს განსაზღვრავს  ქვეცნობიერი ფქისიკური ძალები და პრიმიტიული ინსტინქტები, ინტელექტი კი ამ ამ ძალების მფარავი ნიღაბია. ქვეცნობიერი ძალებიდან უმთავრესია ლიბიდო. ინდივიდის ყოველი სურვილისა თუ ქვეცის საფუძველია ტრანსფორმირებული ქვეცნობიერი სქესობრივი ინსტინქტი. ლიბიდო განსაზღვრავს განცდის მრავალფეროვნებას და მიმართულია სოციალური გარემოთი შექმნილი მორალური ხასიათის შეზღუდვების დაძლევისკენ. ამ უკანასკნელის განუხორციელებლობის შემთხვევაში ადამიანი ავადდება (ნერვოზი, ისტერია). ინდივიდი და სოციალური გარემო მუდმივი  ''ფარული ომის'' მდგომარეობაში არიან, იგულისხმება სულიერი კონფლიქტები, ''სასურველსა'' და ''დასაშვებს'' შორის.

ფროიდის თეორიის მოდერნიზების საფუძველზე ჩამოყალიბდა თანამედროვე ფქისოსომატური მედიცინა. აქ დაავადების განვითარების მექანიზმი განიხილულია, როგორც ადამიიანის ფსიქიკის პირველადი დაზიანება, რომელიც სომატური ფუნქციების რეგულაციის დარღვევას და პათოლოგიის ჩამოყალიბებას იწვევს.

No comments:

Post a Comment