Saturday, January 11, 2014

ენერგეტიკული პროცესების დარღვევა უჯრედში

უჯრედში მიმდინარე პროცესების ენერგეტიკული უზრუნველყოფის დარღვევა ხშირად წამყვან როლს თამაშობს უჯრედის ალტერაციაში. 

ამ დროს ხდება:

1. ატფ-ის რესინთეზის პროცესების ინტენსივობის და/ან ეფექტურობის დაქვეითება

2. ატფ-ის ტრანსპორტის მოშლა

3. ატფ-ის ენერგიის მოხმარების დარღვევა. 
ენერგეტიკული პროცესების დარღვევა იწვევს მემბრანების და მათი ფერმენტული სისტემების დაზიანებას, წყლისა და იონების დისბალანსს, უჯრედის ფუნქციათა რეგულაციის მოშლას. 

ATP-ის ენერგიის გარეშე ითიშება იონური ტუმბოები. უჯრედში შედის:Ca++; Na+ და H20 ; გამოდის K+. ასევე ზიანდება მიტოქონდრიები. მიტოქონდრიებიდან Ca++ ციტოპლაზმაში გადმოდის.