Saturday, January 11, 2014

რეანიმაცია და პოსტრეანიმაციული პათოლოგია


● რეანიმაცია

რეანიმაციული (re-ახლიდან anima-სული) ღონისძიებების ერთობლიობა მიმართულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ.




1. გულის არაპირდაპირი მასაჟი - მიმართულია სისხლის მიმოქცევის აღდგენისკენ. არაპირდაპირი მასაჟის დროს რეანიმატოლოლოგი ახდენს რითმულ ზეწოლას გულის მწვერვალზე, 60-ჯერ წუთში. მასაჟის ეფექტურობის მაჩვენებელია საძილე არტერიებზე პულსის გაჩენე, გაფართოვებული გუგების შევიწროვება. 

2. ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია - ტარდება სუნთქვის შეწყვეტისას. ''პირით-პირში'' ან ''პირით-ცხვირში'' მეთოდების დროს ხდება ფილტვების ექსპირაციული ხელოვნური ვენტილაცია, ანუ დაზარალებული ადამიანის ფილტვებში ამოსუნთქული ჰაერის შეყვანა. ამოსუნთქულ ჰაერში ჭარბობს CO2, რომელიც აღაგზნებს სუნთქვის ცენტრს. ეფექტური ვენტილაციის დროს გულმკერდი შესამჩნევად ფართოვდება ჩასუნთქვისას და ვიწროვდება ამოსუნთქვისას. დაზარალებულის ფილტვებში ჰაერის შეშვება უნდა მოხდეს 13-15 ჯერ წუთში.

3. დეფიბრილაცია. ტერმინალურ პერიოდში ხშირად აღინიშნება გულის ფიბრილაცია, როდესაც ეფექტური სისტოლის განხორციელება შეუძლებელია ცალკეული ჯგუფის კუნთების ასინქრონული შეკუმშვის გამო.  დეფიბრილატორის საშუალებით ტარდება ელექტრონული დეფიბრილაცია - მიოკარდიუმის ყველა უჯრედის ერთდროული აგზნება. დეფიბრილაციის შედეგად, გულში ცალკეული ბოჭკოების ქაოტური შეკუმშვები წყნარდება და აღდგება გულის დამოუკიდებელი, ნორმალური მუშაობა.

ყველა რეანიმაციული ღონისძიება, პირველ რიგში, მიმართულია თვის ტვინის ქერქის ფუნქციის აღსადგენად. სპონტანური სუნთქვის აღდგენას ხელს უწყობს სუნთქვის ცენტრის აგზნება CO2-ით მდიდარი ჩასუნთქული ჰაერით. სუნთქვის ცენტრამდე CO2-ის მიტანას კი უზრუნველყოფს გულის არაპირდაპირი მასაჟით სისხლის მიმოქცევის აღდგენა.


● პოსტრეანიმაციული ავადმყოფობები

წარმატებით ჩატარებულ რეანიმაციასაც კი შეიძლება მოჰყვეს რაიმე გართულება. მაგ: გულის, ფილტვების, გულმკერდის ყაფზის ტრავმული დაზიანება, სურფარქტანტის გაქრობა ალვეოლებში ფხვ-ს დროს. სურფარქტანტის გარეშე ალვეოლები იჩუტება და ვითარდება ფილტვის ატელექტაზი, ასევე სუნთქვის უკმარისობა.