Wednesday, November 18, 2015

პარანაზალური სინუსიტები


ცხვირი და მისი დამატებითი წიაღები ანატომიურად და ფნქციურად ერთიან სისტემას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხვირის ღრუში განვითარებულ ყოველგვარ ცვლილებას,  მოჰყვება რეაქციული მოვლენები დანამატ ღრუებში.
ცხვირის ღრუს ყოველი დაავადება, (იქნება ეს სურდო და საერთოდ რესპირაციული დაავადებები,  ცხვირის უცხო სხეულები, ქრონიკუი ანთებითი პროცესი თუ სიმსივნე) აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს დანამატ ღრუებში. ეს ცვლილებები კი, თავის მხრივ, შესაძლოა ამა თუ იმ პარანაზალური სინუსის პათოლოგიად გარდაიქმნას


ცვხირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადება

სინუსიტი ეს არის ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ინფექციური - ანთებითი პროცესი.
განარჩევენ დაავადების ორ ტიპს: მწვავე სინუსიტი (ახასიათებს ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, სეროზული და შემდგომ ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან და გძელდება 2- 3 კვირა) და ქრონიკული სინუსიტი (ჩვეულებრივ ვითარდება მორეციდივე და არასრულად ნამკურნალები მწვავე სინუსიტის შემდეგ).
წიაღების მიხედვით შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სახის დაავადებები :
1. ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ანთება;
2. ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება;
3. ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის ლაბირინთის ანთება;
4. სფენოიდიტი - სოლისებრი ძვლის წიაღის ანთება;


მწვავე და ქრონიკული პარანაზალური სიუსიტი რინოლოგიაში მეტად მნიშვნელოვანი პათოლოგიაა, რადგან მიუხედავად თანამედროვე მძლავრი ანტიბაქტერიული საშუალებებისა, მისი სიხშირე არ კლებულობს

ანტებითი პროცესი ხშირად ვრცელდება არა ერთ, არამედ რამდენიმე წიაღზე - პოლისინუსიტი. (ყველაზე ხშირია ჰაიმორიტისა და ეთმოიდიტის თანაარსებობა)
შესაძლოა ანთებითი პროცესი განვიტარდეს ცალ მხარეს განლაგებულ ყველა წიაღში - ჰემისინუსიტი. ან ორივე მხარეს, ყველა წიაღში - პანსინუსიტი

პარანაზალური სინუსიტები შესაძლოა გამოიწვიონ შემდეგმა გამომწვევებმა:
 1. გრიპის ვირუსმა,
 2. სტრეპტოკოკებმა,
 3. სტაფილოკოკებმა,
4. პნევმოკოკებმა,
5. ფსევდოდიფტერიულმა ჩხირებმა,
6. სოკოებმა და სხვ

პარანაზალური სინუსიტები ხშირად თან სდევს ისეთ მწვავე ინფექციურ დაავადებებს, როგორიცაა: წითელა, ქუნთრუშა, ტიფი

დანამატ ღრუებში ინფექციის შეჭრისგზები:
1. რინოგენური გზა - ამ შემთხვევაშიდანამატ ღღუებში ინფექციის შეჭრა, ცხვირთან დამაკავშირებელი ბუნებრივი ხვრელების გავლით ხდება
2. ჰემატოგენური გზა -  ძირითადად აღინიშნება მწვავე ინფექციური დაავადებეის დროს
3. ტრავმა - ინფექციის შეღწევა შესაძლებელია დანამატი ღრუების ტრავმის დროს. ზერელედ განლაგებულ ჰაიმორისა და ფრონტალურ წიაღში, ტრავმისმიერი პაანაზალური ინფექციების ალბათობა უფრო დიდია

პარანაზალური სინუსებიდან ყველაზე ხშირად ავადდება ჰაიმორის წიაღი, შემდეგ ცხავის ლაბირინთი, შუბლისა და ძირითადი წიაღები.

ჰაიმორიტის შედარებითი სიხშირის მიზეზები:
1.  წიაღიდან ცხვირის ღრუში ექსუდატის გადმოსვლას ხელს უშლის ამ წიაღის ცხვირის ღრუსთან დამაკავშირებელი ხვრელის ტოპოგრაფია (მედიალური კედლის ზედა ნაწილში)
2. ინფექციის დამატებითი წყაროს არსებობა - ჰაიმორის წიაღის ქვედა კედელს უშუალოდ ესაზღვრება ზედა ძირითადი კბილები. მათი ფესვების კარიესული დაზიანების შემთხვევაში ინფექცია ადვილად გადადის წიაღზე და ვითარდება ოდონტოგენური ჰაიმორიტი.

პათოლოგანატომიური სურათი სინუსიტის დროს
მწვავე სინუსიტის დროს  აღინიშნება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, უხვი მრავალუჯრედოვანი ინფილტრაცია.
წიაღის სანათური ამოვსებულია ექსუდატით. ექსუდატი საწყის ეტაპზე სეროზულია, ხოლო შემდეგ ჩირქოვანი.
ქრონიკული სინუსიტის დროს  აღინიშნება ძლიერი ვენური სტაზი და მისგან გამოწვეული ძლიერი შეშუპება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირად წიაღები მთლიანად ამოვსებულია შეშუპებული ლორწოვანი გარსით.


მოგვიანებით სტადიაზე, ლორწოვან გარსში იწყება შემაერთებელი ქსოვილის გამრავლება, რაც, თავის მხრივ, გარსის გასქელებას, გამკვრივებას, და მასში რეტენციული (ლათ. retineo შევაკავებ) ღრუ ორგანოებსა ან გამომყოფ მილებში შიგთავსის გამოყოფის შეკავება)  ცისტების წარმოქმნას იწვევს.
ანთებითი პროცესი შესაძლოა გავრცელდეს ლორწოვანი გარსის ყველა შრეზე, მიაღწიოს პერიოსტეუმს და ძვალს. ამ უკანასკნელს შესაძლოა მოჰყვეს პერიოსტიტისა და ოსტეომიელიტის ჩამოყალიბება.

წიაღში გროვდება დაშლილ ქსოვილთა ნაწილები. ეს პათოლოგიური შიგთავსი შეიცავს ლპობად მიკრობებსა და  მკვდარი ლეიკოციტების მასას. მის შემადგენლობაში არ შედის ქოლესტერინი, რის გამოც მას ფსევდოქოლესტეატომური მასა ის აწვება წიაღის კიდლებს, იწვევს მათ დაშლას და ფისტულების წარმოქმნას.
ჰიპერპლაზირებული ლორწოვანი გარსი ზოგჯერ იზრდება პოლიპების სახით,  რომლებიც ავსებენ წიაღის სანათურს და აღწევენ ცხვირის ღრუშიც.

წიაღთა კედლების დაზიანების გამო, ზოგჯერ ინფექცია ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეც გადადის. ვითარდება ადგილობრივი და ზოგადი გართულებები - ორბიტის ფლეგმონა, მენინგიტი, ტვინის აბსცესი. შესაძლოა ორბიტული და ინტრაკრანიალური გართულებები ძვლის დაუზიანებლადაც განვითარდეს, იმ ვენური ანასტომოზების გზით, რომლებითაც ცხვირი და მისი წიაღები უხვადაა დაკავშირებული მეზობელ სტრუქტურებთან. 

3 comments:

  1. სამწუხაროა ამ დაავადების ქრონიკულობა და თანამედროვე საშვალებების უძლურება დაავადების დამარცხებაში.

    ReplyDelete
    Replies
    1. ნამდვილად. უძლური მეცინა 21 საუკუნეში!

      Delete