Saturday, November 14, 2015

შიგნითა ყური (auris interna)

შიგნითა ყური auris interna მდებარეობს საფეთქლის ძვლის პირამიდის სისქეში, იგი ერთი მხრივ ლაბირინთის კედლით და მასში დართული ხვრელებით დაკავშირებულია დაფის ღრუსთან, ხოლო მეორე მხრივ - ქალას ღრუსთან, ქალას უკანა ფოსოსთან. 


ძვლოვანი ლაბირინთი დაფის ღრუს უკავშირდება:
1. კარიბჭის (ოვალური) სარკმელით (fenestra vestibule)
2. ლოკოკინას (მრგვალი) სარკმელით 
(fenestra rotunda cochleae)
* კარიბჭის სარკმელი დახურულია მასზე მიბჯენილი უზანგის ფუძით
  ხოლო ლოკოკინას სარკმელზე გადაკრულია დაფის მეორადი აპკი.





ძვლოვანი ლაბირინთი ქალას ღრუს უკავშირდება:
1. შიგნითა სასმენი სავალით (meatus auditorius internus)
2. კარიბჭის წყალსადენით (aquaductus vestibuli)
3. ლოკოკინას წყალსადენით (aquaductus cochleae)



შიგნითა ყურის შემადგენლობაში შედის:

1.  ძვლოვანი ლაბირინთი (labirinthus osseus)
2. ძვლოვან ლაბირინთში ჩადგმული აპკისერი ლაბირინთი


ძვლოვანი ლაბირინთი  (labirinthus osseus) 

ძვლოვანი ლაბირინთი  (labirinthus osseus) - რთული კონფიგურაციის ღრუ მილაკოვანი ორგანოა, მასში არჩეენ სამ მეტად განსხვავებულ ნაწილს:
1. კარიბჭეს (vestibulum)
2. ლოკოკინას (cochlea)
3. ნახევარრკალოვან არხებს (canalis semicircularis)


კარიბჭე
(vestibulum) 
ძვლოვანი ლაბირინთის ცენტრალური ნაწილია, რომლის ოვალური ფორმის ღრუ ლატერალური კედლით დაფის ღრუსთანაა დაკავშირებული, წინა კედლით მას უკავშირდება ლოკოკინა, ხოლო უკანა, ნაწილობრივ კი ზედა და ქვედა კედლებით – ნახევარრკალოვანი არხები. 


არიბჭის უკანა კედელში (ნაწილობრივ ზედა და ქვედა კედლებში) იხსნება 5 მცირე ზომის ხვრელი. ამ ხვრელების საშუალებით კარიბჭის ღრუს უკავშირდება ნახევარრკალოვანი არხები. კარიბჭის მედიალურ კედელზე კარგად გამოხატული ვერტიკალრი მიმართულების  კარიბჭის ქედით (crista vestibule) - კარიბჭის ღრუ ორ ნაწილად, (ჯიბედ) იყოფა, წინა მომრგვალო ფორმის სფერულ ჯიბედ (recessus sphericusდა უკანა, მოგრძო ფორმის ელიფსურ ჯიბედ (recessus elipticus).

ამ ორი ჯიბიდან, უკანა, ელიფსური ჯიბე (recessus elipticus) შედარებით დიდია და განკუთვნილია პარკუჭისთვის (urticulus); ხოლო წინა, სფერული ჯიბე (recessus sphericus) შედარებით პატარაა და განკუთვნილია ტიკისთვის (sacculus).

ძვლოვანი
ნახევარრკალოვანი არხები (canalis semicircularis)  სამ სხვადასხვა სიბრტყეში ურთიერთპერპენდიკულარულად განლაგებული თითქმის თანაბარი დიამეტრის მოდრეკილი ძვლოვანი მილაკებია:


1. წინა ნახევარრკალოვანი არხი (canalis semicircularis anterior) -  
დგას ვერტიკალურ სიბრტყეში  და საფეთქლის ძვლის პირამიდის ღერძის მიმართ სწორი კუთხითაა მიმართული.
2. უკანა ნახევარკალოვანი არხი (canalis semicircularis posterior) დგას ვერტიკალურ სიბრტყეში დგას, მაგრამ იმეორებს პირამიდის ღერძის მიმართულებას. 
3. გარეთა
(ლატერალური) ნახევარრკალოვანი არხი
 (canalis semicircularis lateralis) - რომელიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში დგას და მისი ნადრეკი გარეთ და წინაა მიმართული.
თითოეულ
 ნახევარრკალოვან არხს აქვს  გაგანიერებული (ამპულური) ბოლო და სადა ბოლო. წინა და უკანა არხების სადა ბოლოები ერთმანეთს უერთდება და იქმნება საერთო ფეხი (crus communis). ანუ კარიბჭეში არხები იხსნება სამი ამპულური ბოლოთი და ორი სადა ბოლოთი





ლოკოკინა(cochlea) ძვლოვანი ლაბირინთის წინა ნაწილია.  ის წარმოადგენს ღერძის (modiolus) გარშემო 2,5 ბრუნით დახვეულ სპირალურ არხს. ლოკოკინას ფუძე (basis cochleae) მედიალურად, ანუ შიგნითა სასმენი ხვრელისკენაა მიქცეული, მწვერვალი (cupula cochleae) კი დაფის ღრუს კედლისკენ. ლოკოკინას ღერძის (modiolus) სისქეში, თითქმის მთელს სიგრძეზე გადის ცენტრალური არხი (canalis centralis), რომლის საშუალებითაც ლოკოკინაში სმენის ნერვის ბოჭკოები შედის. ლოკოკინას სპირალური არხის მთელ სიგრძეზე, ასევე სპირალურად, ღერძს მიჰყვება კარგად გამოხატული ძვლოვანი სპირალური ფირფიტა (lamina spiralis ossea), რომელიც მთავრდება ლოკოკინას მწვერვალზე კავისებრი მორჩით (hamulus) 
ძვლოვანი სპირალური ფირფიტა (lamina spiralis ossea) ლოკოკინას თითოეულ ხვეულს ჰყოფს 
ორ ნაწილად, ორ სართულად. ესენია: ზედაკარიბჭის კიბე (scala vestibule) და ქვედა, დაფის კიბე – (scala tympanica) (დაფის კიბე დაფის ღრუსთან დაკავშირებულია მრგვალი სარკმელით). აღნიშნული კიბეები ლოკოკინას მთელს სიგრძეზე გამოყოფილია ერთმანეთისგან. ისინი ერთმანეთს მხოლოდ მწვერვალზე უკავშირდებიან ხვრელის (helicotrema) საშუალებით.
სპირალური ფირფიტის ფუძე ქვევიდან ოდნავ ჩადრეკილია და ნერვული კვანძისთვის (ganglion spirale) ქმნის ღერძის სპირალურ არხს (canalis spiralis modioli). მასთან დაკავშირებულია მრავალი წვრილი ღრერძის გასვრივი არხი (canais longitudinalis modioli) დაკავშირებული ლოკოკინას ნერვული ბოჭკოების გასატარებლად.






 აპკისებრი ლაბირინთი (labirinthus membranacceus) 









No comments:

Post a Comment