Saturday, November 14, 2015

ყურის აგებულების თავისებრებანი ბავშვთა ასაკში და მათი კლინიკური მნიშვნელობა

ადამიანის ჩანასახს ყველაზე ადრე უვითარდება შიგნითა ყური, შემდეგ შუა ყური და, ბოლოს – გარეთა ყური. შიგნითა ყურის განვითარებისას თავდაპირველად წარმოიქმნება ვესტიბულური აპარატი, მოგვიანებით კი - კოხლეური.

 გარეთა ყურის აგებულების თავისებურება ბავშვთა ასაკში 

ახალშობილის ყურის ნიჟარას, მოზრდილისგან განსხვავებით, მომრგვალო ფორმა აქვს (3,4x2,5 სმ).  უკვე 1–ელ წელს მისი სიმაღლეში ზრდა შესამჩნევი ხდება (აღწევს თითქმის 5 სმ) სიგანეში კი უმნიშვნელოდ მატულობს. 15 წლის ასაკში იგი აღწევს მოზრდილის ზომებს და ფორმას, იმ განსხვავებით, რომ შედარებით უმნიშვნელოდაა განვითარებული ყურის ბიბილო, რომელიც მოხუცებულობამდე იცვლის ზომასაც და ფორმასაც.

ახალშობილის გარეთა სასმენი მილი 1,5 სმ–ია. ორი წლის ასაკში ის 2 სმ–ს აღწევს. 6 წლისთვის კი იგი თითქმის უთანაბრდება მოზრდილის მილს. ახალშობილის მილს აქვს უკან მიმართული მკვეთრი ნადრეკი, ეს გარემოება და მისი სივიწროვე შუა მონაკვეთში 6 თვის ასაკამდე თითქმის შეუძლებელს ხდის დაფის აპკის ენდოსკოპიურ (ოტოსკოპია) დათვალიერებას.

4 წლამდე ასაკის ბავშვის ძვლოვანი სასმენი მილი განვითარებული არ არის. მას აქვს მხოლოდ ძვლოვანი რგოლი (annulus tympanicus). აღნიშნულის გამო, ძვლოვანი მილის ზედა და ქვედა კედელი ერთმანეთთან მიახლოებულია და იქმნება ვიწრო ნაპრალი. დაფის აპკის დასათვალიერებლად საჭიროა, ყურის ნიჟარა ჩამოვწიოთ ქვემოთ და უკან. 

 შუა ყურისა და დვრილისებრი მორჩის აგებულების თავისებურებანი ბავშვთა ასაკში 

ნაყოფისა და ახალშობილის დაფის აპკი (membrana tympani) თითქმის ჰორიზონტალურად მდებარეობს. შემდგომში კი თანდათან ვერტიკალურ სიბრტყეს უაზლოვდება. საბოლოოდ, ზრდასრულთა დაფის აპკის დახრილობის კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყესთან მიმართებაში, დაახლოებით 45°-50°-ია. 


ახალშობილებს დვრილისებრი მორჩი არ აქვთ. გამოხატულია მხოლოდ პატარა ბორცვი (tuberculum mastoideum), რომელიც შეიცავს საკმაოდ დიდი ზომის მღვიმეს (უფრო დიდს ვიდრე მოზრდილებში). ზრდასთან ერთად დვრილისებრ მორჩში მიმდინარეობს პნევმატიზაციია: მღვიმის გამომფენი მუკოპერიოსტეუმი ჩაიზრდება ძვლის ტვინის შემცველ ღრუებში და იწვევს ძვლის ტვინის გამოდევნას და განწოვას. დვრილისებრი მორჩის განვითარედბა სრულდენა 5-6 წლის ასაკში და ყალიბდება ე.წ. პნევმატური ტიპის დვრილისებრი მორჩი. 

აღსანიშნავია, რომ პნევმატური ტიპის დვრილისებრი მორჩის გარდა გვხვდება დიპლოესური (სპონგიოზური, ღრუბლისებრი) ტიპის დვრილისებრი მორჩიც. მის შემადგენლობაში ძრითადად შედის ძვლის ტვინის შემცველი პატარა ღრუბლები, ჰაეროვანი უჯრედები კი უმნიშვნელო რაოდენობითაა წარმოდგენილი, მღვიმესთან ახლოს. 

ასევე გვხვდება შერეული ტიპის დვრილისებრი მორჩიც - ის წარმოდგენილია ერთ ნაწილში პნევმატური, ხოლო მეორე ნაწილში დიპლოესური უჯრედების გროვებით. 

აღწერილია დვრილისებრი მორჩის ე.წ. სკლეროზული აგებულებაც. ამ შემთხვევაში ის მთლიანად კომპაქტურია ან ღრუები მინიმალური რაოდენობით გვხვდება. 

ზემოთ აღნიშნული დვრილისებრი მორჩის სხვადასხვა ტიპის ჩამოყალიბება განპირობებულია პნევმატიზაციის  პროცესის სხვადასხვანაირი დარღვევით. 

 გარეთა ყურის აგებულების თავისებურებანი ბავშვთა ასაკში 



No comments:

Post a Comment