Monday, November 16, 2015

ბგერა და მისი ძირითადი თვისებები

ბგერა და მისი ძირითადი თვისებები

ბგერა არის დრეკადი გარემოს ნაწილაკების რხევითი მოძრაობა, რომელიც ტალღისებურად ვრცელდება აირად, თხევად და მყარ გარემოში. ის მოქმედებს სმენის ორგანოზე და მასში იწვევს სუბიექტურ შეგრძნებას.

რხევის ყველაზე მარტივი სახეა ჰარმონიული, ანუ სინუსოიდური რხევა
თუ შევარხევთ კამერტონს მისი ფეხი გადაიხრება საწყისი მდებარეობიდან, მიაჭწევს კიდურ მდებარეობას; სწრაფად დაბრუნდება უკან ინერციით გაივლის საწყის მდებარეობას და გადაიხრება მოპირდაპირე კიდურ მდებარეობამდე და ეს განმეორდება რამდენჯერმე. (ე.წ ქანქარისებრი მოძრაობა). თუ კამერტონის ფეხს მივამაგრებთ ჩამწერ კალამს ქაღალდზე მივიღებთ რხევის გრაფიკულ გამოსახულებას(სინუსოიდის სახით).

დროის მონაკვეთს, რომლის განმავობაშიც სრულდება ერთი რხევა რხევის პერიოდი ეწოდება; რხევათა რიცხვს წამში - რხევის სიხშირე (ერთეულია ჰერცი (Hz)). მანძილი რხევადი სხეულის შუა და კიდურ მდებარეობას შორის რხევის ამპლიტუდას წარმოადენს.

ქანქარისებრი მოძრაობის დროს რხევადი სხეულის ყოველი გადახრა რომელიმე მხარეს ჰაერის დრეკადობის გამო იწვევს მეზობლად მდებარე ჰაერის სვეტის მოლეკულების შეკუმშვას. იმავე წამს რხევადი სხეული ბრუნდება უკან. ამ დროს შეკუმშული ჰაერი ფართოვდება და ენერგიას გადასცემს მის მეზობლად მდებარე ჰაერის სვეტს, რომელიც იკუმშება და ასე შემდეგ. იქმნება შეკუმშვისა და გაფართოვების მონაცვლეობითი გავრცელება ანუ ბგერითი ტალღა. ბგერითი ტალღის გარკვეულ მდებარეობას (შეკუმშვას ან გაფართოვებას). ეწოდება ტალღის ფაზა. ერთნაირ ფაზათა შორის მანძილს კი ტალღის სიგრძე. ბგერითი ტალღის გავრცელების დროს ვრცელდება არა ნივთიერებათა ნაწილაკები, არამედ მოძრაობა ერთი ნაწილაკიდან მეორეზე.
ტალღის გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა გარემოში სხვადასხვაა.

რხევითი მოძრაობის ხასიათის მიხედვით  ბგერები იყოფა სამ ჯგუფად:
1. სუფთა ტონები
2. რთული ტონები
3. ხმაური


სუფთა ტონი იქმნება სინუსოიდური რხევით (მაგ.კამერტონის ხმა), მაგრამ ბუნებაში სუფთა ტონები არ გვხვდება. ბუნებრივი ბგერები, ჩვეულებრივ, რთულია. ბუნებრივი რხევების სირთულე დამოკიდებულია იმაზე რომ ბგერის გამომცემი საგნები ირხევა არა მარტო როგორც მთლიანი სხეული არამედ მათი ნაწილებიც.
* მაგ: თუ სიმის რხევის სიხშირეა 100ჰც. ე.ი. იგი მთლიანად ირხევა 100–ჯერ წამში,
მაგრამ რხევას ახორციელებს. სიმის ნახევრებით. ამასთან ორჯერ უფრო სწრაფად და ა.შ.

რთული ბგერის ყველაზე ნელი რხევა შეესაბამება მის ძირითად ტონს. დანარჩენ უფრო მაღალ ტონებს  უწოდებენ ობერტონებს (ზეტონებს), ანუ ჰარმონიკებს. ტონი და ობერტონები ერთად შეადგენს რთულ ტონს.
* ორ საკრავს შორის განსხვავებაა მაშნაც კი როდესაც მათი ძირითადი ტონები ერთნაირია. ეს ფაქტი აიხსნება ობერტონების განსხვავებული რხევით, სიხშირით და ძალით. ორი ერთნაირი ძირითადი ტონის საკრავის ამ განსხვავებილ ჟღერადობას ტემბრი ეწოდება.
ადამიანის ხმა რთული ტონია მაშასადამე, მას აქვს ტემბრი. სწორედ მისი საშუალებით შეგვიძლია განვასხვაოთ ადამიანთა ხმები.

ხმაური  წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირისა და ძალის ბგერების ერთობლიობას. ის იქმნება აგრეთვე სხეულის არაპერიოდული და არათანაბარი სიჩქარითა და ამპლიტუდით რხევის შემთხვევაში.

აკუსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ.  რეზონანსის მოვლენას. 


თუ რხევის უნარის მქონე სისტემაზე მოქმედებს მეორე სისტემიდან მომდინარე ბგერითი ტალღა, მაშინ სისტემა იწყებს რხევას და გამოსცემს ბგერებს – ე.წ. თანხმიერებას, ანუ რეზონანსს (ბგერის გაძლიერებას).


No comments:

Post a Comment