Monday, November 16, 2015

სმენის ორგანოს ფიზიოლოგია; სმენითი აღქმის თეორიები



 სმენის ორგანოს ფიზიოლოგია 

სმენის ორგანოს ძრიტად თვისებებს მიეკუთვნება ბგერის სიმაღლის (სიხშირის), ხმიანობისა და ბგერის ელფერის, ანუ ტემბრის განსხვავების უნარი.

სმენის ორგანო იყოფა სამ ნაწილად:
1. პერიფერიული ნაწილი (საკუთრივ ყური)
2. გამტარი ნაწილი
3. ცენტრალური ნაწილი (ქერქული)

პერიფერიული ნაწილი იყოფა ბგერის გამტარ და ბგერის მიმღებ ნაწილებად. ბგერის გამტარი ნაწილი მოიცავს გარეთა და შუა ყურს, ასევე შიგნითა ყურის პერილიმფას და მემბრანებს; ხოლო ბგერის მიმღები ნაწილი – შგნითა ყურში არსებულ კორტის ორგანოს მგრძნობიარე უჯრედებს (ეს უჯრედები ქმნიან სმენის ორგანოს პერიფერიულ რეცეპტორებს). გამტარი  ნაწილი იწყება სმენის ორგანოს პერიფერიულ რეცეპტორებიდან და მთავრდება ქერქული ნაწილით (ანუ, ცენტრალური ნაწილით), თავის ტვინის საფეთქლის წიაღში (VIII წყვილი ნერვი).


 სმენითი აღქმის ველი

ყური მგრძნობიარეა მხოლოდ გარკვეული ფიზიკური პარამეტრების მქონე ბგერებისადმი. დამიანის ყური აღიქვამს იმ ბგერებს, რომელთა სიხშირეა 16 დან - 20.000ჰც-მდე (ადამიანის სმენითი აღქმის ველი).  

ინფრაბგერები ეწოდება ბგერებს, რომელთა სიხშირეც ნაკლებია 16ჰც-ზე.
ულტრაბგერები ეწოდება ბგერებს, რომელთა სიხშირეც მეტია 20.000ჰც-ზე. 


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის სმენითი აღქმის ველის ქვედა საზღვარია 16ჰც, ხოლო ზედა საზღვარი - 20.000ჰც. ასაკის მატებასთან ერთად, (დაახლოებით 40 წლის ასაკიდან), სმენითი აღქმის ველის ზედა საზღვარი დაბლა იწევს, ანუ ქვეითდება მაღალი ბგერების აღქმის უნარი. 


 ბგერის ინტენსივობა და სმენადობის ზღურბლი

რხევის ამპლიტუდა განსაზღვრავს ბგერის ძალას, ანუ ბგერის ინტენსივობას. ბგერის ხმიანობა დამოკიდებულია მის ინტენსოვობასა და სიხშირეზე. სხვადასხვა ინტენსივობის ბგერას, ყური სხვადასხვა ხმიანობით აღიქვამს.
ბგერის მინიმალურ ძალას (ბგერითი ტალღების მინიმალურ ენერგიას), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხმიანობის შეგრძნება, სმენადობის ზღურბლი ეწოდება. სმენადობის ზღურბლი განსაზღვრავს  ყურის მგრძნობელობას. რაც უფრო დაბალია სმენადობის ზღურბლი, მით უფრო მეტია სმენითი მგრძნობელობა და პირიქით, რაც უფრო მაღალია სმენადობის ზღურბლი, მით უფრო ნაკლებია სმენითი მგრძნობელობა.


სმენადობის ზღურბლი (ე.ი. ათვლის დონე) აღინიშნება 0 დბ.  ადამიანის მეტყველებას შეესაბამება 300-3.000ჰც-მდე ბგერითი სიხშირე, რომლის ინტენსივობაც 30-80დბ-ია. 
ადამიანის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვების ძალა დაახლოებით 30დბ-ია.
სალაპარაკო ხმა 
- 60დბ;
ქუჩის ხმაური 
-70დბ;
ხმამაღალი ლაპარაკი 
-80დბ;
ყვირილი 
- 110დბ;
თვითმფრინავის ძრავის ხმაური 
-120დბ;

No comments:

Post a Comment