Monday, May 9, 2016

კანის არაინფექციური დაავადებები: ფსორიაზი (Psoriasis vulgaris); წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus);


კანის არაინფექციური დაავადებები 

დასახელება: ფსორიაზი (Psoriasis vulgaris)

კანის არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება რემისიის და რეციდივის მონაცვლეობით.

დაავადებათა ჯგუფი: კანის არაინფექციური დაავადებები

გამომწვევი: უცნობი ეტიოლოგია. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას ფსორიაზის განვითარებისადმი. ხელშემწყობი ფაქტორებია: სტრესი; ფოკალური ინფექციები; მექანიკური გაღიზიანება.

მორფოლოგიური ელემენტი: მოვერცხლისფრო ქერცლით დაფარული მოვარდისფრო-მოწითალო პაპულა. გამონაყარი არ ხასიათდება ქავილით.

საყვარელი ლოკალიზაცია: ზიანდება სადა კანი;  სახსრების გამშლელი ზედაპირები (იდაყვები, მუხლის თავები); თავის თმიანი არე და ფრჩხილები (წერტილოვანი შავი ჩანაჭდევები ფრჩხილებზე - ე.წ. სათითურას ფენომენი). არ ზიანდება ლორწოვანი გარსები (ერთეული გამონაკლისების გარდა) და ტუჩების წითელი ქობა.

მიმდინარეობა: ხასიათდება სეზონურობით (ზამთრის ფორმა - დაავადება მწვავდება ზამთრის პერიოდში; ზაფხულის ფორმა - დაავადება მწვავდება ზაფხულის პერიოდში ) და ეტაპობრივი განვითარებით: 1. პროგრესული სტადია - ახალი ელემენტების ფორმირება; 2. სტაციონარული სტადია - ახალი ელემენტები აღარ ვლინდება, თუმცა ძველი ელემენტები კვლავ გამოხატულია; 3. რეგრესული სტადია - ფსორიაზული პაპულები განიცდიან უკუგანვითარებას.

დიაგნოსტიკა: ფსორიაზული პაპულა ხასიათდება ფსორიაზული ტრიადით: 1. სტიარინული ლაქა; 2. აპკისებრი ფენომენი; 3. წერტილოვანი სისხლდენა. დიაგნოსტიკური სინჯი: კებნერის ფენომენი - კანის იზომორფული რეაქცია. (იმ პირებს, ვისაც აქვთ გენეტიკური განწყობა ფსორიაზის განვითარების მიმართ, ან ამ მომენტისთვის აქვთ ფსორიაზი, სხეულის რომელიმე ადგილის მუდმივი ტრავმატიზების შემთხვევაში, უშუალოდ ტრავმის მოქმედების ადგილზე გაჩნდება ფსორიაზისათვის დამახასიათებელი ელემენტები).

გართულებები: ფსორიაზის სახსრების ფორმა - ართროპათიული ფსორიაზი. პირველ რიგში ზიანდება წვრილი სახსრები; შემდეგ გადადის მსხვილ სახსრებზე და შესაძლოა სრული უმოძრაობა გამოიწვიოს. მეორადი ერითროდერმია (კანი ჰიპერემიული და შეშუპებულია. ადგილი აქვს ექუდაციას და აქერცვლას). თირკმლისმიერი გართულება.  

მკურნალობა: მკურნალობის მიზანია გავზარდოთ რემისიის ხანგრძლივობა და შევამციროთ რეციდივების რიცხვი. ვიტამინოთერაპია. ანტიჰისტამინური პრეპარატები. მძიმე შემთხვევაში - ციტოსტატიკები. კორტიკოსტეროიდები.



დასახელება: წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus)
კანის არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება რემისიის და რეციდივის მონაცვლეობით.

დაავადებათა ჯგუფი: კანის არაინფექციური დაავადებები

გამომწვევი: უცნობი ეტიოლოგია. დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას ლიქენის განვითარებისადმი. ხელშემწყობი ფაქტორებია: სტრესი; ფოკალური ინფექციები; მექანიკური გაღიზიანება.

მორფოლოგიური ელემენტი: მოვერცხლისფრო მბრწყინავი ქერცლით დაფარული მოიისფრო პაპულა, ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. გამონაყარი ხასიათდება შემაწუხებელი ქავილით.

დამახასიათებელი ლოკალიზაცია: სადა კანი; სახსრების მომხრელი ზედაპირები; თავის თმიანი არე; ლორწოვანი გარსები. ზიანდება ტუჩების წითელი ქობა. აღინიშნება ფრჩილების დაზიანება - დისტროფია.

მიმდინარეობა: წითელი ბრტყელი ლიქენის დროს, პაპულების განლაგების მიხედვით განირჩევა შემდეგი კლინიკური ფორმები:
1. პემფიგოიდური;
2. რგოლისები;
3. ატროფიულ
-მასკლეროზირებელი.

ტუჩების წითელი ქობისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის  დაზიანების მიხედვით, წითელი ბრტყელი ლიქენის 4 კლინიკურ ფორმას განარჩევენ:

1. ტიპური: ტუჩების წითელ ქობაზე ლოკალიზებულია მოთეთრო-სადაფისფერი კვანძები, რომლებიც გაერთიანებით ქმნიან ზოლებსა და რკალებს.

2. ექსუდაციურ-ჰიპერემიული: კვანძები წარმოდგენილია ჰიპერემიულ და შეშუპებულ ფონზე

3. ეროზიულ-წყლულოვანი: მთელი წითელი ქობის შეგუბებითი ჰიპერემია, ეროზიები და წყლულები, რომლებიც არასწორი მოხაზულობიასაა და ხშირად დაფარულია სისხლიანი, ან სეროზული ქერქით.

4. ბუშტოვანი: ბუშტოვანი ფორმის დიაგნოზის დასმა ინსპექციით შეუძლებელია, რადგან ბუშტების დანახვა მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევით შეიძლება. ამ ფორმის დროს არსებული ეროზიების ეპითელიზაცია სწრაფად ხდება.

დიაგნოსტიკა: პირის ლორწოვან გარსზე აღინიშნება ხალვათისებრად განლაგებული თეთრი ფერის, ნადებით დაფარული პაპულები. დიაგნოსტიკური სინჯი: კებნერის ფენომენი - კანის იზომორფული რეაქცია. (იმ პირებს, ვისაც აქვთ გენეტიკური განწყობა ფსორიაზის განვითარების მიმართ, ან ამ მომენტისთვის აქვთ ფსორიაზი, სხეულის რომელიმე ადგილის მუდმივი ტრავმატიზების შემთხვევაში, უშუალოდ ტრავმის მოქმედების ადგილზე გაჩნდება ლიქენისათვის დამახასიათებელი ელემენტები).

მკურნალობა: მკურნალობის მიზანია გავზარდოთ რემისიის ხანგრძლივობა და შევამციროთ რეციდივების რიცხვი. ვიტამინოთერაპია. ანტიჰისტამინური პრეპარატები. სედატიური საშუალებები. კორტიკოსტეროიდები.





1 comment:

  1. მინდა სწრაფად მოვინდომო თქვენი ინდულგენცია და თქვენს ყურადღებას გავამახვილო ძლიერი მცენარეული ექიმი, სახელად დოქტორი ჯეიმსი დასავლეთ აფრიკიდან, რომელმაც მხოლოდ 21 დღის კონტაქტში შეძლო განმეკურნა აივ ინფექციისგან 15 წლის განმავლობაში, რადგან ARV– ს მოხმარება არ მუშაობს, მაგრამ მსუქანი ქალბატონი, ინტერნეტში ვმონაწილეობდი აივ ინფექციის სამკურნალო მცენარეულ ალტერნატივაზე გამოსაკვლევ ინტერნეტში. მე წავაწყდი ქალბატონ სტეფანი ბრაუნს, ლორი ჰირსტს, ტრიშა ნელსონსა და მისტერ რიჩმონდ კელის, და სხვებს მადლიერების შესახებ, თუ როგორ კურნავდა მათ ჯეიმს ჯეიმსი, კიბო, აივ ინფექცია / შიდსი, ალცჰეიმერის დაავადება და ჰეპატიტი B მისი მცენარეული ნაზავებით. უყოყმანოდ დავინტერესდი და დაუკავშირდი იმავე დოქტორ ჯეიმსს ელ.ფოსტით, რომელიც მოგვაწოდა (drjamesherbalmix@gmail.com), მე ვუთხარი ჩემს აივ ინფექციას და ჩემს დეტალებს, მან მითხრა, რომ არ შეგეშინდეს, რომ გამკურნებს მან ასევე მომცა გარანტია, მან მთხოვა გადამეხადა იმ ნივთების გადახდა, რაც მე გავაკეთე. 2 დღის შემდეგ მან გაგზავნა თავისი მცენარეული მიქსური წამალი, SPEED POST COURIER SERVICE- ის საშუალებით, რომელიც 4 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეცა ჩემს საფოსტო განყოფილებაში. მე მის პატიოსნებას ვაფასებდი. მე ვიყენებდი მის მცენარეულ სასმელს 21 დღის განმავლობაში, როგორც მან დამინიშნა, მერწმუნეთ, მე აივ ინფექციისგან განკურნებული ვიყავი, როდესაც ყველამ თქვა, რომ აივ ინფექციას მუდმივი სამკურნალო საშუალება არ აქვს. აივ / შიდსის სამკურნალო საშუალება არსებობს, როდესაც მცენარეული მედიკამენტები სწორი პროპორციით გამოიყენება ისეთი კარგი მცენარეული ექიმის მიერ, როგორიც არის დოქტორი ჯეიმსი, მცენარეული ნიჭიერი ადამიანი. სიტყვა არ მაკლია, რომ მადლობა გადავუხადო მას და მივმართე ამ მედიუმს, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრა მის შესახებ. მისი ნამდვილად საოცარი და კეთილი ადამიანია, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ავადმყოფ პაციენტს ჯანსაღი ცხოვრების აღდგენაში. მხოლოდ მცირე საფასურია იმისათვის, რომ მცენარეული წამალი გამოგიგზავნოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მან ასევე მითხრა, რომ მან მიიღო სამკურნალო საშუალებები ადამიანის დაავადებებისთვის, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადებები, საწოლის დასველება, შიზოფრენია, კიბო, სქოლიოზი, შარდის ბუშტის კიბო, კოლორექტალური კიბო, მკერდის კიბო, თირკმლის კიბო, ლეიკემია, ფილტვის კიბო, კანის კიბო, საშვილოსნოს კიბო, პროსტატის კიბო. , ფიბრომიალგია, სინდრომი ფიბროდისპლაზია, ეპილეფსია დუპუიტრენის დაავადება, დიაბეტი, ცელიაკია, ატაქსია, ართრიტი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, თირკმელზედა ჯირკვლის კარცინომა. ასთმა, ალერგიული დაავადებები. Hiv_ Aids, Herpes, ნაწლავის ანთებითი დაავადება, COPD, დიაბეტი, დაუკავშირდით მას დღეს ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com მერწმუნეთ თქვენ ნამდვილად მოწმობთ, როგორც მე.

    ReplyDelete