Monday, May 9, 2016

ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი (Pitiriasis rosea Gibert); კანის ქავილი (Pruritus cutaneus); ჭინჭრის ციება (Urticaria); ნეიროდერმიტი (Neurodermitis); კვანძოვანი ერითემა (Erithema nodosum); ჰებრას პრურიგო (Erithema nodosum); სებორეა; ვარდისფერი ფერიმჭამელა (Rosacea; Acne rosacea); ვიტილიგო (Vitiligo); ალოპეცია (Alopecia); კანის პრეკანცერული დაავადებები და კანის კიბო; კანის პროფესიული დაავადებები


დასახელება: ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი (Pitiriasis rosea Gibert)

კანის მწვავე ანთებითი განკურნებადი დაავადება. ხშირია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

გამომწვევი: უცნობი ეტიოლოგია.

მორფოლოგიური ელემენტი: ვარდისფერი ლაქა, რომელიც ხასიათდება ნაზი აქერცვლით.  

დამახასიათებელი ლოკალიზაცია: ზიანდება ტორსი; ზემო და ქვემო კიდურები.  

კლინიკური მანიფესტაცია: დაავადება იწყება ერთი, იშვიათად 2–3 დედისეული ბალთის წარმოქმნით. დედისეული ბალთის წარმოქმნიდან რამდენიმე დღეში, გულმკერდსა და კიდურებზე.   ვითარდება შვილეული წვრილი ლაქები. ახალი ლაქების გამოყრა გრძელდება ‘’ბიძგებით’’ 2–4 კვირის განმავლობაში.


მკურნალობა: რეკომენდებულია სულფანილამიდური პრეპარატები. მძიმე შემთხვევაში კორტიკოსტეროიდული მალამოები. ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზით დაავადებულმა პირმა, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, გამონაყარის ადგილები უდნა დაიცვას წყალთან კონტაქტისგან, რადგან წყალი პროცესს ამძაფრებს და ახანგრძლივებს. განკურნების შემდეგ დაავადება მეორედ აღარ ვითარდება. 

დასახელებაკანის ქავილი (Pruritus cutaneus)

დაავადებათა ჯგუფი: ქავანა დერმატოზები 

გამომწვევი: ინტოქსიკაციები; ნივთიერებათა ცვლის მოშლა; ცნს-ის ფუნქციის მოშლა; ძლიერი ნერვიულობა, უსიამოვნება. ჰელმინთოზური ინვაზია (უკანა ტანის საშოს ქავილი); შინაგანი ორგანოების დაავადებები, მაგ: სიყვითლ, ყაბზობ, პროქტიტები, ბუასილი  და სხვ.  


მორფოლოგიური ერთეული: დათვალიერებისას კანი უცვლელია. ხანგრძლივი ფხანის შედეგად ვითადრდება ლიქენიზაციები, ექსკორიაციები, ეროზიები და სისხლდენაც კი. 

დამახასიათებელი ლოკალიზაცია: შეეძლება იყოს დიფუზური და ლოკალიზებული. ლოკალიზებული ფორმებიდან ველაზე ხშირია უკანა ტანის (pruritus ani) და სასქესო ორგანოების (pruritus genitalium) ქავილი.

მიმდინარეობა: დაავადების ერთადერთი სიმპტომია ქავილის შეგრძნება, რომელიც ჩვეულებრივ, მტანჯველი შეტევის სახით იჩენს თავს. 

მკურნალბა: გამოვლენლი ძირითადი გამომწვევის მოცილება. სეაციური საშუალებები. კურორტული მკურნალბა. ქავიის საწინააღმდეგო საშუალებები - მენთოლი; წყლის და სპირტის ნარევი, გამაგრილებელი მალამოები. უკანა ტანის და გენიტალიების ქავილის განსაკუთრებით შეუპოვარ შემთხვევაში რეკომენდებულია სასირცხო ნერვის (n. pudendus) ბლოკადა. ადამიანებს, რომლებსაც კანის ქავილი აქვთ, უნდა მოერიდ გამღიზიანებელ საკვებს; ალკოჰოლს; მაგარ ჩაის/ყავას.


 დასახელება: ჭინჭრის ციება (Urticaria) 

დაავადებათა ჯგუფი: ქავანა დერმატოზები

გამომწვევი: სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ზემოქმედებისადმი მგრძნობელობის მომატება. 
მწერის ნაკბენი, მცენარესთან კონტაქტი, გარემო ტემპერატურა; მექანიკური გაღიზიანება; საკვები; ინტოქსიკაცია; მედიკამენტები. ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა.

urticaria factita - ზოგიერთ ადამიანს, ჭინჭრის ციება მცირე მექანიკური გაღიზიანების შედეგადაც კი ეწყება. თუ ასეთ ადამიანს კანზე ბლაგვი ჩხირით შემოვუხაზავთ ციფრებს, ასოებს ან რაიმე ფიგურას, რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი ურტიკარიული გამონაყარის სახით ნათლად გამოიკვეთებიან.

მორფოლოგიური ერთეული: ურტიკარიული ელემენტი - ურტიკა (ბუდგი). შეიძლება იყოს თეთრი, ვარდისფერი, ან წითელი. ზომით - მუხუდოს მაცვლის ოდენადან ხელისგულის ზომამდე, ეს უკანასკნელი რამდენიმე ურტიკარიული ელემენტის გაერთიანების შედეგია. 

ურტიკარიუოი გამნაყარი - ანთებითი ეაქციის გამვლინება არ არის, ის წარმოადგენს კანის თავისებურ ტროფიკულ  შეშუპება, რომელიც ვითარდება სისხლძარღვთა კედლების შეღწევადობის მკვეთრი  გაზრდის შედეგად.

დამახასიათებელი ლოკალიზაცია: შეიძლება გამოვლინდეს კანის ყველა არეზე

მიმდინარეობა: კანის სხვადასხვა ადგილზე ურტიკარიული გამონაყარი, რომელსაც წინ უსწრებს ქავილი. მწვავე: დაავადება სწრაფად ვითარდება და შედარებით სწრაფად გაივლის, გამომწვევის მოქმედების შეწყვეტისთანავე. ქრონიკული: ურტიკარიული გამნაყარის განმეორებითი რეციდივები; ხანგრძლივი ნათელი პერიოდები. ქრონიკული ინჭრის ციება დაკავშირებულია ცნს-ის ფუნაციის დარღვევასთან. ბავშვთა ჭინჭრის ციება (strophulus infantum) ძირითადად ალიმენტურია. ხასიათდება ტორპიდული მიმდინარეობით, ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

განსაკუთრებული ფორმა: გიგანტური ჭინჭრის ციება - კვინკეს მწვავე შემოფარგლული შეშუპება. ვითარდება უეცრად. დერმის ჰიპოდერმის უეცარი შეშუპება. ხშირია სახეზე;  დაზიანებული არე ვეთრადაა წამოწეული გარემომცველი კანის დონესთან შეარებით. იგი მკვრივი, ელასტიკური კონსისტენციისაა, მოთეთრო, იშვიათად მვარდსფრო. გრძელდება რამდენიმე საათს, ან 1-2 დღის განმავლობაში. 

გართულება: უეცარი გარდაცვალება, მაგ: მზის ალერგიის დროს

მკურნალბა: ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს მთავარია დაავადების მიზეზის დადგენა და მისი მოქმედების ლიკვიდირება, ან შესუსტება. ანტიჰისტამინური პრეპარატები. მადესენსიბილიზებელი საშუალებები. ქავილის გამაყუჩებელი ნივთიერებები. მენთოლი, სპირტიანი ხსნარები. გამაგრილებელი მალამოები. მძიმე შემთხვევებში, მაგ: კვინკეს შეშუპების დროს, ვიყენებთ კორტიკოსტეროიდების ინექციას სასიცოცხლო ჩვენებით.


დასახელება: ნეიროდერმიტი (Neurodermitis)

ნერვულ-ალერგიული ტიპის დაავადება. ძირითადად ემართებათ 20–50 წლის ასაკის პირებს. ის უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. 

დაავადებათა ჯგუფი: ქავანა დერმატოზები

გამომწვევი: ნეიროდერმიტის ეტიოლოგია საბოლოოდ დადგენილი არ არის.
ყველაზე სარწმუნოა მოსაზრება, რომ ნეიროდერმიტი თავისებური ტროფიკული ნევროზია, რომელიც უვითარდებათ ფუნქციურად არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს. ხშირად დაავადების უშუალო მიზეზია კუჭ–ნაწლავის ინტოქსიკაცია; ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

მორფოლოგიური ელემენტი: წვრილი, ოდნავ მოელვარე, მოწითალო, ბრტყელი კვანძები. ისინი თანდათანობით ერთიანდებიან და წარმოქმნიან ინფილტრირებულ ბალთებს, რომელთა ცენტრშიც კანი გასქელებული და გამკვრივებულია. დაფარულია ფირფიტოვანი ქერცლით.

დამახასიათებელი ლოკალიზაცია: განირჩევა ნეიროდერმიტის შემოფარგლული (neurodermitis circumscripta) და დიფუზური (neurodermitis diffusa) ფორმა.
კლინიკური მანიფესტაცია: დაავადება იწყება ლოკალიზებული, ან  დიფუზური ინტენსიური ქავილით. ფხანის ზეგავლენით კანი თანდათანობით მოყავისფრო ხდება, რის ფონზეც ვითარდება პატარა პაპულები. ქავილის ინტენსივობა განსაკუთრებით იზრდება საღამოს და ღამით. შემოფარგლული ნეიროდერმიტის დროს ბალთების საზღვარი საკმაოდ მკვეთრია. ისინი ძირითადად  განლაგებულნი არიან  კისერზე, იდაყვების მომხრელ ზედაპირებზე და მუხლქვეშა ფოსოებში. ეს განლაგება ხშირად სიმეტრიულია. დიფუზური ნეიროდერმიტი შედარებით იშვიათია. ხასიათდება მტანჯველი ქავილის შეტევებით. კანი ფართო არეებზე სქელი და მშრალი ხდება.

მკურნალობა: უნდა ვეცადოთ დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას. ნაჩვენებია სედაციური საშუალებები; არასპეციფიკური მადესენსიბილიზებელი თერაპია; ჰიდროთერაპია; კურორტული მკურნალობა და სხვ.


დასახელება: მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა (Erithema exudativum multiforme)
უცნობი ეტიოლოგიის, ალერგიული ტიპის დაავადება.
მორფოლოგიური ელემენტი: ჭეშმარიტი პოლიმორფიზმი. ლაქოვან-პაპულოზური, ბულოზური. ამ ელემენტებს აქვს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანთვისება - ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავება. 
დამახასიათებელი ლოკალიზაცია: ხშირად ზიანდება ხელის მტევნები და ტერფები. ლორწოვანი გარსები. სტივენსონ-ჯონსონის სინდრომი: თუ დაავადების შედეგად დაზიანებულია ორგანიზმის ლორწოვანი გარსების 30%-ზე მეტი. 
კლინიკური მანიფესტაცია: ხასიათდება სეზონურობით. პროდრომული მოვლენებით. მაღალი ტემპერატურით. ცუდი გუნება–განწყობა. დაავადება, ჩვეულებრივ სიმეტრიულია.
მკურნალობა: ანტიჰისტამინური პრეპარატები. კორტიკოსტეროიდული საშუალებები.


დასახელება: კვანძოვანი ერითემა (Erithema nodosum)
უცნობი ეტიოლოგიის, ალერგიული ტიპის დაავადება, რომელიც ვითარდება, როგორც სხვადასხვა ქრონიკული ინფექციის, ინტოქსიკაციის დროს, ისე დამოუკიდებელი  დაავადების სახითაც. მორფოლოგიური ელემენტი: პაპულა. დამახასიათებელი ლოკალიზაცია: კიდურები მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია; სულფანილამიდები; კორტიკოსტეროიდები. კვანძავანი ერითემით დააავადებული ბავშვი უნდა გამოვიკვლიოთ ტუბერკულოზზე.


დასახელება: ჰებრას პრურიგო 

ალერგიული ტიპის დაავადება, რომელიც თითქმის მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება. ჩვეულებრივ სიცოცხლის 1-ლი წლის ბოლოს. მორფოლოგიური ელემენტი: ქინძისთავისოდენა პაპულები. მკურნალობა: ვიტამინები; კურორტული მკურნალობა: ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები;  დიეტა, რომელიც გულისმობს ექსტრაქტული ნივთიერებების გამოდევნას და სხვ.


დასახელება: სებორეა;
სებორეა – ცხიმოვანი ჯირკვლების დისფუნქცია.  ვითარდება იმ ადგილებში, სადაც კანი განსაკუთრებით მდიდარია ცხიმის ჯირკვლებით. სებორეული კანი შესახედავად ცხიმიანია და ბრწყინავს. სებორეა შეიძლება იყსო ცხიმოვანი და მშრალი.
სებორეა ხშირად რთულდება ვულგარული ფერიმჭამელათი (Acne). ფერიმჭამელა - ცხიმის ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების არეში განვითარებული ანთებითი ინფილტრატი.
Acne ძირითადად ვითარდება პუბერტატულ და პრეპუბერტატულ ასაკში, თუმცა არ არის გამორიცხული  უფრო გვიანაც განვითარდეს.


დასახელება:  ვარდისფერი ფერიმჭამელა (Rosacea; Acne rosacea)
როზაცეა ვარდისფერი ფერიმჭამელაა, რომელიც უფრო ხშირად უვითარდებათ 40–50 წლის ასაკის ქალებს. დაავადება იწყება სახის კანის (შუბლის შუა ნაწილის; ცხვირის; ლოყების) გაწითლებით. მოგვიანებით შეინიშნება ტელეანგიოექტაზიები; ვითარდება წითელ ფერის კვანძები, რომელთა ცენტრშიც ხშირია პუსტულების ფორმირება.
ვულგარულ აკნეში თუ ენდოკრინული დისფუნქციაა წამყვანი გამომწვევი ფაქტორი, ამ შემთხვევაში კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევას. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ჰიპერაციდური გასტრიტი; მენოპაუზის პერიოდი და სხვ.
რეკომენდებულია დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების აცილება. ავადმყოფი უნდა მოერიდოს  გამაღიზიანებელი და ცხელი საკვების მიღებას; ცხელ ქურასტან ტრიალს მზეზე ყოფნას. სიმპტომურად ნაჩვენებია სედაციური საშუალებები; ვიტამინოთერაპია და სხვ.   



დასახელება: ალოპეცია (Alopecia)
ალოპეცია შეიძლება იყოს:

1. ბუდობრივი (Alopecia areata)დაავადება ვითარდება შეუმჩნევლად, ავადმყოფის საერთო დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ფონზე. საწყის სტადიაზე თავის თმიან ნაწილში წარმოიქმნება 2–3 მცირე გამელოტებული კერა, რომელიც თანდათანობით დიდდება. განელოტების არეში კანი ინსპექციით ნორმალურია. მაშინ, როდესაც პროცესი ჯერ კიდევ პროგრესულ სტადიაშია, თმა გამელოტებული კერის უახლოეს არეებში უმტკივნეულოდ სცილდება. (‘’მორყეული თმის ზონა’’). როდესაც გამელოტება კეფის არეში და თავის თმიანი ნაწილის კიდეებშია, პროცესი ნაკლებად კეთილსაიმედოა.

2. დიფუზური – თმის ცვენა ხდება დიფუზურად, მთლიანი თავის თმინი ნაწილიდან.

3. ტოტალური – ტოტალური ალოპეცია იწყება ისე, როგორც ბუდობრივი ფორმა. მაგრამ რამდენიმე კვირიდან – რამდენიმე თვეში თმის ცვენა იწყება არა მხოლოდ თავის თმინ ნაწილში , არამედ მთელს სხეულზე (წარბებზე; წამწამებზე; იღლიისქვეშა ფოსოში; გენიტალიუმში)

მკურნალობა: ვიტამინოთერაპია; დარსონვალიზაცია; კვარცით დასხივება და სხვ. იშვიათ შემთხვევებში ავადმყოფი თავისით გამოჯანმრთელდება.  



დასახელება: ვიტილიგო (Vitiligo)
დაავადება გამოიხატება კანზე თეთრი, დეპიგმენტაციური ლაქების ფორმირებით, რომლებიც შემოფარგლულია ჰიპერპიგმენტაციის ვიწრო ზონით. ლაქების ზომა თანდათანობით მატულობს, მათი შეერთების შედეგად შეიძლება წარმოიქმნად დეპიგმენტაციის ფართო ზონები. დაავადება შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში. მკურნალობის მხრივ, ბავშვებში უფრო კეთილსაიმედოა. დიფერენციალური დიაგნოზი: ლეპრასთან. ლეპრის დროს დეპიგმენტაციას თან ახლავს მგრძნობელობის მოშლა, ხოლო ვიტილიგოს დროს აღნიშნული სიმპტომი არ ვლინდება. მკურნალობა: ამიდინი; ამოიდინი - როგორც  Per Os, ისე გარედან წასასმელად.



დასახელება: კანის პრეკანცერული დაავადებები

1. ბოუენის დაავადება - თავდაპირველად აღინიშნება დაზიანების ერთი, ან რამდნეიმე კერის წარმოქმნა შემოფარგლული ლაქების ან ბალთების სახით, რომლებზეც შემდეგ ფორმირდება წანაზარდები. ადრეული მკურნალობა კეთილსაიმედოა.

2. პეჯეტის დაავადება - ეწოდება წარმონაქმნს, რომელიც ქალებს უვითარდებათ ძუძუს დვრილზე; მამაკაცებს შორისის მიდამოში და სათესლე პარკზე. მამაკაცებში ეს დაავადება იშვიათად გვხვდება.

3. კანის რქა - კანის გარქოვანებული,  წარზიდული წანზარდები. ფუძეში შეიძლება მკვრივი მორგვის მოსინჯვა

4. მოხუცებულტა კერატომა –  ლოკალიზდება სახის (საფეთქელი, შუბლი); კისრის; ხელის მტევნების დორზალურ ზედაპირზე. ვითარდება ხანშიშესულ ასაკში ღია, ყავისფერი ლაქების სახით. შესაძლოა ქონდეთ გლუვი ან პაპილომატოზური ზედაპირი, რომელიც დაფარულია რქოვანი მასებით. მათი მოცილებისას ზოგჯერ აღინიშნება სისხლდენა.



დასახელება: კანის კიბო

განირჩევა კანის კიბოს ორი ძირითადი ფორმა:

1.  ბრტყელუჯრედოვანი – ახასიატებს სწრაფი მიმდინარეობა, მეტასტაზების წარმოქმნა. უპირატესად ლოკალიზდება ბუნებრივ კარიბჭეებთან და ლორწოვანი გარსისა და კანის ერთმანეთში გადასვლის ადგილას.


2. ბაზალურუჯრედოვანი –  კანის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმაა. უმეტეს შემთხვევაში ლოკალიზდება მხოლოდ სახეზე და არ ხასიათდება მეტასტაზების წარმოქმნით. წყლული თავიდან ზედაპირულად ვრცელდება, შემდეგ კი იწვევს ქვეშმდებარე ქსოვილების ინფილტრაციასა და დაშლას თვით ძვლამდე. 


კანის პროფესიული დაავადებები


კანის პროფესიული დაავადებები სხვადასხვა სამუშაოს თავისებურებებთან დაკავშირებით წარმოქმნილი სხვადასხვაგვარი დაავადებების ჯგუფია. მათი განვითარება დამოკიდებულია გამღიზიანებლის მოქმედების ხასიათზე, ძალასა და ხანგრძლივობაზე. ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე და გამღიზიანებლის ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარზე. შრომის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე.

პროფესიული დაავადებები იყოფა:

1. პროფესიულ ნიშნებად
- ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანისა და მისი დანამატების ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ფიზიკურად მომუშავეთა ხელების დაკოჟრება; მრეცხავთა ფრჩხილების განლევა და ა.შ.

2. კანის საკუთრივ პროფესიულ დაავადებებად
- ამ ჯგუფს მიეკუთვნება კანის ის დაავადებები, რომელთა მიზეზია საწარმოო პირობების მავნე ზეგავლენა. მაგ: გარემოს მაღალი ტემპერატურა ცხელ საამქროებში. ტრიქოფიტია მეცხოველეობაში.
კანის პროფესიულ დაავადებათა განვითარებას ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ესა თუ ის პათოლოგიური გადახრა. მაგ: ჭარბი ოფლიანობისადმი მიდრეკილების მქონე პირები, ცუდად იტანენ ცხელ საამქროებში მუშაობას. მათ ადვილად უვითარდებათ სუდამინა (ჭარბი ოფლიანობა), ან დერმატიტი – კანის ოფლით გაღიზიანების შედეგად. კანის პროფესიული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება პროფესიული დერმატიტი და ეგზემა.

კანის პროფესიული დაავადებების უმრავლესობა სწრაფად იკურნება გამღიზიანებელთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ. 



No comments:

Post a Comment