Monday, December 19, 2016

პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია (PCR)

პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია PCR კლონირების ალტერნატიული მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა დამმზადდეს დნმ-ის ან რნმ-ის თანამიმდევრობათა ასლების შეუზღუდავი რაოდენობა. PCR-ს შეუძლია დნმ-ის ან რნმ-ის ერთი მოლეკულიდან რამდენიმე საათში მოგვცეს მილიარდი ასლი. ამ მართლაც რევოლოციურმა აღმოჩენამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა გენეტიკური დაავადებების მოლეკულური დიაგნოსტიკის და მოლეკულური ანალიზის საქმეში.


                            PCR - 3 ეტაპი                        


PCR-ის არსი ისაა, რომ ამ მეთოდით ხდება ორ ოლიგონუკლეოტიდურ “პრაიმერს” შორის მოქცეული დნმ-ის ფრაგმენტის ფერმენტული ამპლიფიკაცია გენთა რიცხვის გაზრდა (ასობით, მილიონობით). ამფლიფიკაციის პროცესი სპეციალური PCR-ხელსაწყოს გამოყენებით სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი შესაძლებელია საწყისი ნუკლეოტიდური თანამიმდევრობების უკვე მრავალმილიარდიანი ასლების პროდუცირება. 


PCR-მა დიდად შეუწყო ხელი დნმ-ის მრავალი სადიაგნოსტიკო ტესტის დახვეწას და კლინიკაში დანერგვას. PCR უაღრესად მგრძნობიარე მეთოდია, მისი საშუალებით შესაძლებელია ავადმყოფისაგან აღებულ სისხლში კლონირებისა და საუზერნ, ან ნოზერნ ბლოტინგის გარეშე მოხდეს გარკვეული გენის თანამიმდევრობის დეტექცია და ანალიზი. ანალიზი შეიძლება ჩატარდეს ერთ უჯრედზეც კი, რომელიც შესაძლოა გამოიყოს თმის ძირიდან, ბოკალური უჯრედებიდან, რომელსაც შეიცავს პირში ნავლები წყალი, გამშრალი სისხლის წვეთი, რომელიც დარჩა დანაშაულის ადგილზე და რაც მთავარია, PCR გამორიცხავს ქსოვილის სინჯებიდან დიდი რაოდენობით დნმ-ის და რნმ-ის მოპოვების აუცილებლობას. ამიტომაც, ის სწრაფად იქცა დნმ-ის და რნმ-ის სინჯების საანალიზო სტანდარტულ მეთოდად, სხვადასხვა სახის კვლევით ლაბორატორიებში.


რაოდენობრივი  PCR მეთოდი. ამ გზით განისაზღვრება PCR-ის რეაქციის დროს შექმნილი PCR-ის პროდუქტის რაოდენობის ზრდა.





No comments:

Post a Comment