Wednesday, December 14, 2016

სტერილური ხელთათმანის ჩაცმისა და გახდის პროტოკოლი


პროტოკოლი ეყრდნობა: WHO-ს მიერ მოწოდებულ ხელის ჰიგიენის გაიდლაინს, ნიუ-იორკის შტატის ინფექციის კონტროლის გაიდლაინს და CDC-ს მიერ მოწოდებულ გაიდლაინს;

მიზანი: ინვაზიური პროცედურებისა და სტერილური მანიპულაციების დროს ინფექციის გავრცელების თავიდან  აცილება/პრევენცია, სტერილობის შენარჩუნება.

  • სტერილური ხელთათმანის ჩაცმამდე სავალდებულოა დაიბანოთ და დაიმუშაოთ ხელი (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილურ ხელთათმანს ვიცვამთ საოპერაციოში  - იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის პროტოკოლი)

  • სტერილური ხელთათმანის ჩაცმა არ წარმოადგენს ხელის ჰიგიენის ალტერნატივას!

 სტერილური ხელთათმანის ჩაცმის პროტოკოლი: 


  1. წინასწარ მოიმარაგეთ პროცედურისათვის საჭირო აღჭურვილობა
  2. შეიმოსეთ ქუდითა და პირბადით ისე, რომ პირბადე ფარავდეს ცხვირისა და ნიკაპის არეს, ხოლო ქუდით დაფარული იყოს თმის მთლიანი საფარველი (იხ. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებ პროტოკოლი)
  3. აწარმოეთ ხელის ჰიგიენა (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილურ ხელთათმანს ვიცვამთ საოპერაციოში  - იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის პროტოკოლი)
  4. საჭიროების შემთხვევაში ჩაიცვით სტერილური ხალათი (იხ. სტერილური ხალათის ჩაცმა/გახდის პროტოკოლი)
  5. სთხოვეთ თანაშემწეს გახსნას  ხეთათმანის გარეთა  არასტერილური  შეფუთვა ისე, რომ არ შეეხოს შიგნითა  (სტერილურ)   შეფუთვას
  6. დომინანტური ხელით  ფრთხილად ამოიღეთ შიგნითა შეფუთვა და მოათავსეთ სუფთა   ზედაპიზე ისე, რომ არ შეეხოთ ზედაპირს
  7. სტერილური ხელთათმანის შეფუთვა გადახსენით  (ორივე ხელი ერთდროულად მოკიდეთ შეფუთვის გადაკეცილ კიდეებს) ისე, რომ არ დაარღვიოთ შეფუთვის სტერილობა
  8. დომინანტური ხელით აიღეთ საპირისპირო ხელის სტერილური ხელთათმანი - ცერა და საჩვენებელი თითით
  9. ერთიანი მოძრაობით ჩააცურეთ არადომინანტური ხელი ხელთათმანში - არ გადაკეცოთ ხელთათმანის სამკლავური/მანჟეტი
  10. ხელთათმანიანი ხელი ფრთხილად  შეაცურეთ მეორე ხელთათმანის სამკლაურის/მანჟეტის შიდა მხრიდან და ერთიანი მოძრაობით ჩაიცვით ხელთათმანი მეორე ხელზე
  11. მოირგეთ ორივე ხელთათმანი და გადაკეცეთ ხელთათმანის სამკლავური/მანჟეტი (თუ ხალათი სტერილურია ხალათის სამკლავურები/მანჟეტები სრულად მოაქციეთ ხელთათმანის ქვეშ )

დაუშვებელია სტერილური ხელთათმანებით არასტერილურ საგნებთან შეხება და სამანიპულაციო არედან მოშორებით მოძრაობა!!



 სტერილური ხელთათმანის გახდის პროტოკოლი: 



  1. პროცედურის/მანიპულაციის დასრულების შემდეგ, აუცილებელია დაბინძურებული  ხელთათმანები გაიხადოთ შესაბამისი წესის დაცვით
  2. დომინანტური ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს,  ან ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს ხელისგულის მხრიდან, გადმოაბრუნეთ ხელთათმანის დაბინძურებული ნაწილისკენ და მოაქციეთ დომინანტური ხელის მუჭში
  3. იმ ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ ხელთათმანის სამკლავურის/მანჟეტის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის კონტამინირებულ (დაბინძურებულ)  გარეთა მხარეს
  4. ხელთათმანი გადმოაბრუნეთ ისე, რომ გაკეთდეს ჩანთა, რომელშიც მოაქცევთ პირველად გახდილ ხელთათმანს
  5. ხელთათმანების „ჩანთა“ მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში (იხ. სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროტოკოლი)
  6. აწარმოეთ ხელის ჰიგიენა (იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის პროტოკოლი, იმ შემთხვევაში თუ სტერილური ხელთათმანი გვეცვა  საოპერაციოში  - იხ. სამედიცინო პერსონალის ხელის ჰიგიენა - ხელების ქირურგიული ანტისეპტიკის პროტოკოლი)



მოსალოდნელი შედეგი/გამოსავალი: ინფექციის გავრეცელების რისკის შემცირება (მათ შორის ნოზოკომური), პაციენტის და სამედიცინო პერსონალის დაცვა ინფიცირებისაგან.





No comments:

Post a Comment