Monday, December 12, 2016

სისხლის ჯგუფები. სისხლის Rh სისტემა


სისხლის  Rh სისტემა შედგება C, c, D, E და e ანტიგენებისაგან
Rh(D) დადებითი სისხლის კუთვნილება - აქვს Rh(D) ანტიგენი (60%)
Rh(D) უარყოფითი სისხლის კუთვნილება - არ აქვს Rh(D) ანტიგენი (15%)


სისხლის Rh სისტემა

1940 წელს K.Landsteiner-ისა და A.Wiener-ის მიერ ერითროციტებში აღმოჩენილ იქნა ცილოვანი ფრაქცია, რომელსაც ანტიგენური თვისებები გააჩნდა. ამ ანტიგენს ეწოდა D-ფაქტორიRh-ფაქტორი. შემდგომში დადგენილ იქნა, რომ რეზუს-ფაქტორი შესაძლებელია იყოს ლეიკოციტებში, თრომბოციტებში და ქსოვილების სხვა უჯრედებში.  D-ფაქტორის გარდა ერითროციტებში აღმოჩენილია სხვა სახის რეზუს- +ანტიგენებიც - C და E, რომლებიც თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ანტიგენი C აღინიშნება ადამიანთა 70%-ის სისხლში, ხოლო E-30%.

სისხლი ითვლება რეზუს-უარყოფითად, თუ მასში არ არის რეზუს-ანტიგენების სამივე სახეობა.

რეზუს-ურყოფითი სისხლის კუთვნილება ხშირია კავკასიელებში და დაახლოებით 15% შეადგენს. სხვადასხვა პოპულაციაში ის შემდეგნაირად მერყეობს:

  • ბასკები-30-35%, 
  • ფინელები-10-12%, 
  • აფრიკელ ამერიკელებში-8%, 
  • ინდო-ევრაზიელებში-2% და სხვ.  


დღეისათვის იდენტიფიცირებულია წითელი სისხლის 400-მდე ანტიგენი. ზოგიერთ მათგანს გააჩნია მნიშვნელოვანი იმუნოლოგიური და გენეტიკური მნიშვნელობა, მაგ. ABO, ზოგი კი იმდენად იშვიათია, რომ მათი კლინიკური მნიშვნელობა ძალზე უმნიშვნელოა. სისხლის ბანკებში სისხლის იდენტიფიცირება ხდება ABO და Rh სისტემის ანტიგენებზე.

ტერმინები Rh(D)დადებითი და Rh(D)უარყოფითი, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება, სრულყოფილად არ ასახავს ანტიგენურ სტატუსს. მაგ ქალი შესაძლებელია მიჩნეულ იქნას Rh(D) უარყოფითად, მაშინ როცა ის შესაძლებელია C ანტიგენის მატარებელი იყოს.


იზოიმუნიზაცია (ალოიმუნიზაცია) რეზუს-სისტემით 
რეზუს-სისტემის ანტიგენები





No comments:

Post a Comment