Tuesday, March 29, 2016

თირკმლის სისხლძარღვოვანი ქსელი (A. V.) ლიმფური სადინრები;

თირკმელში სისხლის ტრანსპორტირებას თირკმლის არტერია (a. renalis) ახორციელებს. 


მარცხენა და მარჯვენა თირკმლის არტერიები მუცლის აორტის პირდაპირი ტოტებია და გამოეყოფა მას L1-2 დონეზე ჯორჯლის ქვემო არტერიის ქვემოთ.
მარჯვენა თირკმლის არტერია  გადის ქვემო ღრუ ვენის უკან.





თირკმლის სისხლმომარაგება ხორციელდება თირკმლის არტერიით. მარჯვენა და მარცხენა თირკმლის არტერიები გამოდიან აორტიდან,  ჯორჯლის ზემო არტერიის ქვემოთ. მარჯვენა თირკმლის არტერია გადის ქვემო ღრუ ვენის უკან. თირკმლის ვენები განლაგებულია თირკმლის არტერიების წინ და ჩაედინებიან  ქვემო ღრუ ვენაში. თირკმლის კარში (არტერია, ვენა, შარდსაწვეთი) თირკმლის არტერია და ვენა განლაგებულია თირკმლის მენჯის წინ და შარდსაწვეთის პროქსიმალურად. თირკმელში ვენა წარმოდგენილია ანასტომოზური ქსელით. მარცხენა თირკმელზედა და სათესლე ჯირკვლის ვენები   უერთდება მარცხენა თირკმლის ვენას, ხოლო მარჯვენამხრივი  ამავე დასახელების სისხლძარღვები  _ ქვემო ღრუ ვენას.
თირკმლის არტერიის დატოტიანება:
სეგმენტური არტერიები
არ გააჩნია კოლატერალური მიმოქცევა: სეგმენტური არტერიის დაზიანება იწვევს პარენქიმის სეგმენტის ინფარქტს

წილთაშუა არტერიები,
რკალოვანი არტერიები
წილაკთაშუა არტერიები
აფერენტული არტერიოლები
გორგლოვანი კაპილარული წნული
ეფერენტული არტერიოლები




თირკმლის ვენები
პარალელურია არტერიების და განლაგებულია მათ წინ
Vasa recta და პერიტუბულარული კაპილარები ჩაედინება თირკმლის ვენაში
თირკმლის ვენები ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში
მარცხენა თირკმლის ვენაში ჩაედინება მარცხენა თირკმელზედა და სათესლე ჯირკვლის ვენები
მარჯვენა მხარეს თანამოსახელე სისხლძარღვები ერთვის პირდაპირ ქვემო ღრუ ვენას


No comments:

Post a Comment