Tuesday, March 29, 2016

თირკმლის მფარავი გარსები

მუცლის ღრუს მხრიდან ორივე თირკმელს გადაუვლის პერიტონეუმის ერთიანი პარიესული ფურცელი. მის ქვეშ საკმაოდ მტკიცე თირკმლის ფასციაა. თირკმლის ფასცია თირკმლის ლატერალურ კიდესთან ორად იყოფა: წინა კალთა (lamina prerenalis) და უკანა კალთა (lamina retrorenalis). უკანა კალთა მარჯვენა და მარცხენა ნახევრებადაა გაყოფილი. თითოეული ნახევარი სათანადო თირკმელს და თირკმელზედა ჯირკვალს გადაუვლის, უკან ერთმანეთამდე ვერ აღწევს და უმაგრდება მალების სხეულებს მათ წინა ზედაპირზე.





გეროტას (პერირენული) ფასცია ქმნის ბარიერს პათოლოგიური პროცესის გავრცელებისთვის თირკმელს ფარავს სამი მხრიდან: ზემოდან და ლატერალურად გეროტას ფასცია დახურულია, მედიალურად კვეთს შუა ხაზს და ერწყმის მოპირდაპირე მხარეზე მდებარე ფასციას. ქვემოთ რჩება პოტენციური ღია სივრცე, რომლის საშუალებითაც შესაძლოა პათოლოგიური პროცესი გავრცელდეს მენჯის ღრუში

თირკმლის ფასიცია უშუალოდ თირკმელს არ ეხება. თირკმლის ფასციასა და თირკმელს შორის არის კარგად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილი  (პერინეფრული ცხიმი), რომელსაც ცხიმოვანი კაფსულა (capsula adiposa) ეწოდება. ცხიმოვანი კაფსულა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირკმელებზე სხეულის რყევების გადაცემის შემცირებაში.

უშუალოდ თირკმელის ქერქოვან ნივთიერებას ეკვრის თხელი კუნთოვანი გარსი, რომელზეც გადაკრულია თირკმლის საკუთარი, ფიბროზული კაფსულა (cafsula fibrosa). ფიბროზული კაფსულა სუსტად არის დაკავშირებული და ადვილად შეიძლება მისი მოცილება. თირკმელში პათოლოგიური პროცესების შედეგად განვითარებული გარდაქმნების პირბებში, ფიბროზული გარსი მჭიდროდაა შეზრდილი თირკმლის ქსოვილში, რაც მეტად ართულებს მათ განცალკევებას.

No comments:

Post a Comment